ცვლილებების მნიშვნელობა ორგანიზაციაში — საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1741687757

საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge დაემატა ახალი კურსი — ცვლილებების მნიშვნელობა ორგანიზაციაში.
კურსი ორგანიზაციისა და ლიდერების ტრანსფორმაციის მნიშვნელობას ეხება, ამასთან იგი მიმოიხილავს გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებსაც ამ პროცესში შეიძლება წააწყდეთ. კურსის გავლის შემდეგ გაიგებთ, როგორ გარდაქმნათ ლიდერობის სტრესი ზრდის წყაროდ და რას ნიშნავს, იყო თანამედროვე ლიდერი. კურსს გაუძღვება თინათინ რუხაძე, ACT Global-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.
“ბიზნესკურსში გიამბობთ, თუ რა გვაძლევს და რა გვართმევს ცვლილებების ძალას, რას ნიშნავს ორგანიზაციული ტრავმა, ან როგორ შეუძლია ბიზნეს ლიდერს, საკუთარი სტრესი გარდაქმნას ცვლილებების ენერგიად; როგორ შევცვალოთ მიკრომენეჯმენტი ეფექტური ლიდერობით; როგორ მოვიპოვოთ ტრანსფორმაციის გზები და როგორ განვავითაროთ კომპანია“, — ამბობს თინათინ რუხაძე.
საქართველოს ბანკის პლატფორმა Businesscourse.ge 2018 წლიდან აძლევს ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს განვითარების შესაძლებლობას. უკვე 60-მდე კურსით, პლატფორმა მოიცავს ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების მართვისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. კურსები, რომლებიც ონლაინ ლექციების ფორმატშია განთავსებული, ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია 24/7-ზე.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.

საქართველოს ბანკი ციფრული სერვისების განვითარებას და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსურ ინსტიტუტსა და სამ ბანკს - კრედო ბანკს, ბაზისბანკსა და პროკრედიტ ბანკს შ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1751973057

რიჟვაძის წერილი ადასტურებს, რომ ხელისუფლება მასთან აწარმოებდა კრიმინალურ გარჩევას, ანუ კანონს მიღმა გარჩევას, რასაც ასეთი ტრაგიკული შედეგი მოჰყვა, – ამის შესახებ პოლი...
პოლიტიკა • 1751972944

ვენეციის კომისიამ გადაწყვიტა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მესამე მხარის სახით ჩარევის ნებართვა მოეთხოვა საქმეზე „საია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. საქმე ეხება რუსულ კანონად წოდებულ „...
პოლიტიკა • 1751970853

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ ვიდეოს გადაღების გამო Albi Kordzaia 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს!! ვიზრუნებ რომ ამ 5 დღის მანძილზე ეს ვიდეო ათასჯერ მეტმა ადამიანმა ნახოს!!ალბი
სოცმედია • 1751970241

,ნაცმოძრაობის” წევრის ანა წითლიძის შემდეგ ,,ლელოს” ფულის სანაცვლოდ გაჩუმებაში ხელს ადებს გია ბარამიძეც და აცხადებს: ,,ვადასტურებ, იყო შემოთავაზება, რომ ჩვენ გვექნებოდა გარკვეული სარგებელი, თუ უბრალოდ...
პოლიტიკა • 1751970049

“ბიძინამ “რაზბორკები” დაიწყო და “აკაჩავებს” თავისიანებს” – ამის შესახებ “პირველებთან” “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ახლა ყოფილი...
პოლიტიკა • 1751968932