6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1722886999

ვერძი
არც ისე უღრუბლო და იდეალური დღეა, თუმცა დადებითი ტენდენციების გავლენა ჯერ ისევ ძლიერია. დროა, იმ საქმის განხორციელებას შეუდგეთ, რომელსაც დიდი ხანია გეგმავთ. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან და ეცადეთ ამით ისარგებლოთ. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. ერთი შეხვედრით მოხიბლავთ ადამიანს, რომელსაც თქვენი ბევრი პრობლემის მოგვარება შეუძლია.
კურო
ამ დღეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე კამათი და უთანხმოება გელით. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია სერიოზული კონფლიქტის თავიდან აცილებისთვის დათმობაზე წასვლა შეძლოთ. ეცადეთ, თქვენი ჩვეული გრაფიკი დაიცვათ და თუ შესაძლებელია, მოვლენების ჩვეული მიმდინარეობა არ დაარღვიოთ. ფულთან და სამუშაოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ, რადგან შეიძლება სასურველი რეალობად მოგეჩვენოთ. გახსოვდეთ, რომ ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის დროა საჭირო.
ტყუპები
ხშირად უმიზეზოდ ან უმნიშვნელო მიზეზების გამო ნერვიულობთ და ეცადეთ, ამ მავნე ჩვევისგან გათავისუფლდეთ. ამ დღეს ძალიან დაგეხმარებათ ძველი ნაცნობების მხარდაჭერა, რომლებმაც თქვენი პრობლემების შესახებ ბევრი რამ იციან. ნუ იჩქარებთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. როცა საქმე ფულს ეხება, ასჯერ უნდა გაზომოთ, რომ ერთხელ გაჭრათ.
კირჩხიბი
ეს დღე შეიძლება წარუმატებლად დაიწყოს, მაგრამ თუ წონასწორობის შენარჩუნება მოახერხეთ, მიხვდებით, სიტუაცია უკეთესობისკენ როგორ შეცვალოთ. ურთიერთობებში სიფრთხილეა საჭირო. დღის მეორე ნახევარში მთელი ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა გაამახვილოთ. თუ არ იზარმაცებთ, იმაზე უკეთეს შედეგს მიაღწევთ, ვიდრე ელოდით.
ლომი
რთული და საკმაოდ დამღლელი დღეა. უამრავი საქმის მარტოდმარტო გაკეთება მოგიწევთ, თუმცა ქების ნაცვლად, კრიტიკას მოისმენთ. ყველაფრის მიუხედავად, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. სწორედ თქვენს სიმშვიდეზე და თვითკონტროლზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება დღე. საღამოს ძველი შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა გექნებათ. რაც უფრო სწრაფად იმოქმედებთ, მით უკეთესი შედეგი გექნებათ.
ქალწული
დღის დასაწყისში ახლობელ ადამიანებთან წვრილმანების გამო კამათი მოგიწევთ, რაც ძალიან გაგაღიზიანებთ. შუადღეს სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება და პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, რომ წარმატებით დაასრულოთ საქმე, რომელსაც ბოლო დროს დიდი ძალისხმევა დაუთმეთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, დაუგეგმავი შემოსავალი მიიღოთ და წარმატებული შენაძენი განახორციელოთ.
სასწორი
ამ დღეს მნიშვნელოვანია, საკუთარი ძალები სწორად შეაფასოთ და შეუძლებელს არ შეეპოტინოთ. ეცადეთ, მოკავშირეები ფრთხილად შეარჩიოთ. გირჩევთ, დახმარება არ სთხოვოთ მას, ვინც ერთხელ უკვე იმედი გაგიცრუათ და პრობლემები შეგიქმნათ. რჩევებს ყურადღებით უსმინეთ და შეიძლება საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ. ეცადეთ, მძიმე ფიზიკური დატვირთვა თავიდან აიცილოთ - ამას შეიძლება ქრონიკული დაავადების გამწვავება მოჰყვეს.
მორიელი
ამ დღეს შეიძლება ნებისმიერ საქმეში ბრწყინვალე შედეგს მიაღწიოთ, მაგრამ ამისთვის მონდომება და ნებისყოფა უნდა გამოიჩინოთ. იმედი ნუ გექნებათ, რომ სასურველი შედეგი თავისთავად მოვა. გარშემომყოფებს თქვენი დახმარება დასჭირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ ახლა იმპროვიზაციას გეგმის მიხედვით მოქმედება ჯობს.
ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდეს. მიეცით საკუთარ თავს მეტი დრო, რომ ყველაფერი კარგად გაიაზროთ.
მშვილდოსანი
ნაყოფიერი დღეა. ახლა შეგიძლიათ მიაღწიოთ იმას, რაც ადრე თითქმის შეუძლებელი ჩანდა. საშუალება გექნებათ, რომ საქმიანი კავშირები გააძლიეროთ და ბოლო დროს გაწყვეტილი ურთიერთობები აღადგინოთ. მშვენიერი დღეა ინფორმაციის ანალიზისთვის. პირად ურთიერთობებში პრობლემები მოსალოდნელი არ არის. საყვარელი ადამიანების კარგად გესმით და თქვენ გარშემო თავს ყველა კარგად გრძნობს.
თხის რქა
ამ დღეს ამოცანებს თავს დახმარების გარეშე გაართმევთ. დიდი ხნის წინ მიღებული გამოცდილება დაგეხმარებათ, რომ შეცდომები თავიდან აიცილოთ მიზნისკენ უმოკლეს გზას მიაგნოთ. ზოგ თხის რქას საყვარელი ადამიანის დასახმარებლად ან ოჯახური პრობლემის მოსაგვარებლად გამგზავრება მოუწევს. ამას გარკვეული ძალისხმევა დასჭირდება, მაგრამ შრომის შედეგით კმაყოფილი დარჩებით.
მერწყული
შეეცადეთ, დღის დასაწყისში გადაღლა და სტრესული სიტუაციები თავიდან აიცილოთ. ამ დროს ნებისმიერ წვრილმანს შეუძლია განწყობა გაგიფუჭოთ. შუადღეს პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათან გაიზრდება. საშუალება გექნებათ, რომ ოჯახური პრობლემები მოაგვაროთ, რომლებზეც ბოლო დროს ბევრს ფიქრობთ.
თევზები
დღეს უამრავი საქმე გელით, მათ შორის ბევრი უინტერესოა. როგორც არ უნდა გიჭირდეთ, სამომავლოდ არაფერი გადადოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეთ. მხოლოდ მონდომება და შრომისმოყვარეობა მოგცემთ შანსს, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალოთ და მიზანს მიაღწიოთ. გირჩევთ, რთულ სიტუაციაში ჩავარდნილი ადამიანის დახმარებაზე უარი არ თქვათ.

საქართველოს ბანკი ციფრული სერვისების განვითარებას და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსურ ინსტიტუტსა და სამ ბანკს - კრედო ბანკს, ბაზისბანკსა და პროკრედიტ ბანკს შ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1751973057

რიჟვაძის წერილი ადასტურებს, რომ ხელისუფლება მასთან აწარმოებდა კრიმინალურ გარჩევას, ანუ კანონს მიღმა გარჩევას, რასაც ასეთი ტრაგიკული შედეგი მოჰყვა, – ამის შესახებ პოლი...
პოლიტიკა • 1751972944

ვენეციის კომისიამ გადაწყვიტა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მესამე მხარის სახით ჩარევის ნებართვა მოეთხოვა საქმეზე „საია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. საქმე ეხება რუსულ კანონად წოდებულ „...
პოლიტიკა • 1751970853

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ ვიდეოს გადაღების გამო Albi Kordzaia 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს!! ვიზრუნებ რომ ამ 5 დღის მანძილზე ეს ვიდეო ათასჯერ მეტმა ადამიანმა ნახოს!!ალბი
სოცმედია • 1751970241

,ნაცმოძრაობის” წევრის ანა წითლიძის შემდეგ ,,ლელოს” ფულის სანაცვლოდ გაჩუმებაში ხელს ადებს გია ბარამიძეც და აცხადებს: ,,ვადასტურებ, იყო შემოთავაზება, რომ ჩვენ გვექნებოდა გარკვეული სარგებელი, თუ უბრალოდ...
პოლიტიკა • 1751970049

“ბიძინამ “რაზბორკები” დაიწყო და “აკაჩავებს” თავისიანებს” – ამის შესახებ “პირველებთან” “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ახლა ყოფილი...
პოლიტიკა • 1751968932