საქართველოში ფაფრიანი გველი აღმოაჩინეს

ფაფრიანი გველი

„საქართველოში ფაფრიანი “ლამბერ” გველი აღმოაჩინეს“ - ამის შესახებ ცნობას გვერდი „სალაშქრო ბაზარი“ ავრცელებს და წერს:
„ინფორმაციას თბილისის ზოოპარკი ავრცელებს.
"თბილისის ზოოპარკის საველე მკვლევრები პერმანენტულად აწყობენ ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ექსპედიციების მიზანია იშვიათი, გადაშენების საფრთხეში მყოფი სახეობების გავრცელების არეალის დაზუსტება, მათი რაოდენობრივი აღრიცხვა და ბიოლოგიის შესწავლა. ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საკვლევ ტერიტორიას ივრისა და ალაზნის ჭალებს შორის მოქცეული არეალი წარმოადგენს. კვლევა ჩვეული საველე მეთოდებით ხორციელდება: კვალის ძიება, ფოტოხაფანგების დაყენება, ექსკრემენტების ლაბორატორიული ანალიზი, ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვა და ა.შ. აღნიშნული ღონისძიებები აუცილებელია იმ სახეობების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად, რომელთა რიცხოვნობაც საკმაოდ მცირია და მათი პოვნა არც ისე ადვილია. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ზოლებიანი აფთარი, მწვანე ქვაჭამია, ჭრელი მალმოვალი, შავთვალა თხუნელა და სხვა.
ადგილობრივი მოსახლეობის (ძირითადად მწყემსების) მონათხრობში ძალიან ხშირად ფიგურირებდა ცხოველი, რომელიც არ იყო შეყვანილი ჩვენს კითხვარებში. მათი აღწერის მიხედვით, ეს აგრესიული ხასიათით გამორჩეული, სამლიტრიანი ქილის დიამეტრის სხეულის მქონე თმიანი გველი შიშის ზარს სცემდა მწყემსებს და ხანდახან მანქანებსაც კი ესხმოდა თავს. დასტურად, ექსპედიციების მონაწილეებისთვის არაერთხელ უჩვენებიათ მანქანის ძარაზე დატოვებული გველის კბილების ანაბეჭდები. რასაკვირველია, ეს ცნობები სერიოზულად არასოდეს მიგვიღია, მით უფრო, რომ, ჩვენი გამოცდილებით, ხშირად, მსგავსი ინფორმაცია ცხოველის ფიზიკური მონაცემების შესახებ გადაჭარბებულია ხოლმე და რეალობას არ შეესაბამება. ამ ისტორიების ავტორები დიდი ენთუზიაზმით გვთავაზობდნენ თმიანი გველის ჩვენებას, მაგრამ ჩვენ ზრდილობიანად ვუარობდით, რადგან მითოლოგიური პერსონაჟების ძიება ჩვენს ფუნქციებში არ შედის.
თბილისის ახალი ზოოპარკი (თბილისის ზღვის მიმდებარედ) ივრის ზეგანს ესაზღვრება. ხშირია შემთხვევები, როცა ჩვენს ტერიტორიაზე ადგილობრივი ფაუნის საინტერესო, უწყინარი წარმომადგენლები (მწვანე კოდალა, ოფოფი, კურდღელი...) შემოდიან. ჩვენი პერიმეტრი კამერებითა და ფოტოხაფანგებით კონტროლდება, რაც მათი დაფიქსირების საშუალებას იძლევა. ზოგი იქვე ბინადრობს, ზოგი მოფრინავს, ზოგი გაზაფხულზე ადიდებული მდინარეების ტალღებს მოჰყვება, თბილისის ზღვაში ხვდება და შემდეგ ჩვენთან შემოდის (მაგალითად წავი).
მარტის დასაწყისში ჩვენმა ფოტოხაფანგმა უცნაური ცხოველი დააფიქსირა: ერთი შეხედვით ეს Stultitiam-ების გვარის ჩვეულებრივი წარმომადგენელი იყო (Vanitas-ების ოჯახი). თითქოს არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ კისრის გარშემო გაურკვეველი ლაქა ეტყობოდა. თავდაპირველად ფოტოკადრის დეფექტი გვეგონა, მაგრამ სხვა სურათებზე უკვე მკაფიოდ გამოჩნდა გველი, რომელსაც კისრის არეში უცნაური ფაფარი ჰქონდა. სამუშაო სახელიც შევურჩიეთ: Stultitiama pultikola, Mziae 2023.
მაშინვე დავიწყეთ ამ საინტერესო ფაქტის კვლევა. რა თქმა უნდა, გველი სამლიტრიანი ქილის დიამეტრის არ ყოფილა; მისი დიამეტრი დაახლოებით 8 სმ იქნებოდა, სიგრძე - 2 მეტრამდე. ფაფრისებრი წარმონაქმნის წარმომავლობა ჯერჯერობით ვერ დავადგინეთ. გვაქვს ორი ვარაუდი:
1. საქმე გვაქვს „სქოთსდეილ-კლეიბორნის სინდრომთან“: ფაფარი ბეწვის ანალოგია, რომელიც ძუძუმწოვრების შორეულ წინაპრებში - პერიოდონტებში ან ორთოდონტებში - შეიძლება ვეძებოთ. ისინი ქვეწარმავლებისგან წარმოიშვნენ. ქვეწარმავლების ქიტინოვანი საფარველი ბეწვად გარდაიქმნა. არსებობს ალბათობა, რომ ჩვენი გველის ფაფარი ატავისტური წარმონაქმნია, რომელიც სახეობის რიცხოვნობის დაცემის, პართენოგენეზური პროცესების დაწყებისა და ინბრედული დეპრესიის შედეგად გამოვლინდა. ამგვარ შემთხვევებში, მიტოქონდრიული დეენემის საშუალებით, შეიძლება თავი იჩინოს მილიონობით წლის წინ (მეზოზოურ პერიოდში) ჩაკარგულმა ატავისტურმა ნიშნებმა;
2. შეიძლება ეს იყოს ე.წ. „ზილაშკის ეფექტი“: სამხრეთ ამერიკაში გავრცელებულია თმიანი ბაყაყი (Trichobatrachus robustus), რომლის ბეწვისებრი წარმონაქმნები რეალურად ეპიდერმისის გამონაზარდებია. თუ ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როგორც ჩანს, ადგილი აქვს ისეთივე მუტაციას, როგორიც ამ ბაყაყის შემთხვევაში. ეს სახეობა მდინარისპირა, მაღალტენიან ტყეებშია გავრცელებული, რამაც, შესაძლოა, ამგვარი წანაზარდების წარმოქმნა განაპირობოს.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია გადავაგზავნეთ საფრანგეთის კრიპტოზოოლოგიისა და ჰერპეტოლოგიიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში „ტეზიე“. როგორ ფიქრობთ, რა იყო მათი პირველი რეაქცია? ხმამაღალი შეძახილი: Incroyable!!!
ფაფრიანი გველით თავად ინსტიტუტის დირექტორი, ბ-ნი ჟან მარკი დაინტერესდა. ის სიხარულით გამოეხმაურა ჩვენს მოწვევას და გამოთქვა სურვილი, პირადად მიიღოს მონაწილეობა თბილისის ზოოპარკისა და „ტეზიეს“ ინსტიტუტის თანადაფინანსებით ორგანიზებულ ექსპედიციაში", - ნათავქმია გავრცელებულ ინფორციაში.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
შაქარიშვილი ხაინდრავა
შაქარიშვილმა ახალგაზრდებზე დღესაც იძალადა - ადგილზე იყო ხაინდრავაც

ვატო შაქარიშვილის მორიგი თავდასხმა ახალგაზრდებზე - შემთხვევა ცოტა ხნის რუსთაველის გამზირზე მოხდა. ადგილზე იმყოფებოდა გოგა ხაინდრავაც ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში თათია აფრიამაშვილი ავრცელებს:   "ვატო...

პოლიტიკა 4 წუთის წინ

ლენტიი
ვიდეო: სასტიკი ანგარიშსწორება თბილისში - დაშავებულია 40 წლამდე მამაკაცი, რომელსაც მანქანა მიზანმიმართულად დააჯახეს

სასტიკი ანგარიშსწორება თბილისში - დაშავებულია 40 წლამდე მამაკაცი, რომელსაც მანქანა მიზანმიმართულად დააჯახეს  

კრიმინალი 26 წუთის წინ

დავით დარჩიაშვილი
„ტრამპი პუტინზე უარესია“ - დავით დარჩიაშვილი

დავით დარჩიაშვილი: ტრამპი პუტინზე უარესია. პუტინი პუტინია - რუსულ იმპერიულ/მაფიურ პარადიგმაში ბუნებრივად ზის. მისგან სხვას რას უნდა ელოდო?! აი, ტრამპმა, რაც დასავლური ცივილიზაცია და დემოკრატიაა, გადაც...

სოცმედია 27 წუთის წინ

 ნინო კალანდაძე
„ხელოვნურად და მიზანმიმართულად გაღვივებულ ზიზღზე დგას ქოცი“ - ნინო კალანდაძე

ნინო კალანდაძე: დიახ. ხელოვნურად და მიზანმიმართულად გაღვივებულ ზიზღზე დგას ქოცი. ქოცი რა, რუსეთი. ამ ზიზღს აჩენს და კვებავს პროპაგანდით. ისე, რომ ვერც კი ვხვდებით. არაფერი აერთიანებს ისე, როგორც ზიზღი...

სოცმედია 29 წუთის წინ

მირცხულავა
„ოპოზიციის ნაწილიც რომ ნაბოზარია, ეგეც თქვენი ბრალია, თუმცა აქ მიზეზი სხვაა - ტაშით არ უნდა გააგიჟო ბოგანო“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: "პეპელას ეფექტი", ედვარდ ლორენცმა აღმოაჩინა - 1961 წელს. არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბრაზილიაში პეპელას ფრთების მოძრაობამ შესაძლოა, ტეხასში ტორნადო გამოიწვიოს. უფრო ქართულ...

სოცმედია 33 წუთის წინ

პატარიძე ლილუაშვილია
„ოცნების" პრემიერად დანიშნავენ, არ ინერვიულოთ თქვენ“ - გიორგი პატარიძე ლილუაშვილზე

პარტიის „ჩვენ“ თანათავმჯდომარე გიორგი პატარიძე: "შეეშვით" ლილუაშვილს - "ქართული ოცნების" პრემიერად დანიშნავენ, არ ინერვიულოთ თქვენ

სოცმედია 37 წუთის წინ