მკვლელობა ლილოში - ვინ იყო მამაკაცი, რომელიც მანქანაში ჩაცხრილეს

ლენტიი

მკვლელობა ლილოს დასახლებაში - "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ 4 შვილის მამა, რომელიც ავეჯის ბიზნესს ფლობდა, მანქანაში გვიან ღამით, რამდენიმე გასროლით ჩაცხრილეს.

 

ადგილობრივები "ტვ პირველის" კორესპონდენტს უყვებიან, რომ არაერთი გასროლის ხმა გაიგეს, რის შემდეგადაც თავდამსხმელი ადგილიდან გაუჩინარდა, ხოლო დაჭრილი მამაკაცი საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც დასუფთავების მანქანას შეეჯახა.

თვითმხილველების მონაყოლის თანახმად, ავტომობილს, რომლიდანაც ცეცხლი გახსნეს, სანომრე ნიშნები ჰქონდა მოხსნილი, რაც მოქალაქეებს უჩენს ეჭვს, რომ მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო.

 

"პირველებისთვის" ცნობილი ხდება ისიც, რომ მოკლულსა და თავდამსხმელს შორის დაპირისპირებას აქამდეც ჰქონდა ადგილი.

ქვევით მოსახვევში ესროლეს გაჩერებულ მამაკაცს. რამდენჯერმე აქვს გახსნილი. 40-წლამდე კაცია. ნომრებიც მოხსნილი ჰქონდა. აქაური არ არის. მანქანაც არ მეცნობა", - ამბობს ადგილობრივი. 
მანქანაში ვიღაც უცემიათ, შემდეგ უსროლიათ. მანქანით აქამდე მოსულა, მაგრამ ბაზართან ნაგვის მანქანას დაეჯახა. ის აქაური არ იყო", - ამბობს ადგილობრივი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ. მათ გამოძიების ფარგლებში სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები ამოიღეს. ახლა კი შეიარაღებულ მამაკაცს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზელენსკი 1
ზელენსკიმ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 ივლისს მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ სხდომაზე დეპუტატებს განახლებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა. როგორც Украинская правда-ს ფრაქციის...

რუსეთ-უკრაინის ომი 1752731329

მდინარაძე
„რითაც არ უნდა დამემუქროთ, ჩემს დამოუკიდებლობას, ოჯახურ ღირებულებებს, ჩემს ტრადიციებს, ჩემს მომავალს, ჩემი შვილის ღირსეულ, ჯანსაღ, სულიერად და ხორციელად ჯანსაღ მომავალს არ დავთმობ არაფრის ფასად“ - მამუკა მდინარაძე

"მე რომ ვიყო ახლა პოლიტიკოსების გარედან მაყურებელი არ დავფიქრდებოდი - რითაც არ უნდა დამემუქროთ, ჩემს დამოუკიდებლობას, ოჯახურ ღირებულებებს, ჩემს ტრადიციებს, ჩემს მომავალს, ჩემი შვილის ღირსეულ, ჯანსაღ,...

პოლიტიკა 1752731154

პოლიტიკა
„კორუფცია ისეთ დაბალ ნიშნულზე იქნება, მსოფლიოში სამეულში ვიქნებით“ - მამუკა მდინარაძე

ჩვენ გამოვაცხადეთ და ამას ბოლომდე გავიყვანთ. გინდათ გადალაგება დაარქვით, რაც გნებავთ დაარქვით - ამ ამბავს სულ რომ შევეწიროთ, საქართველოში კორუფცია ისეთ დაბალ ნიშნულზე იქნება, რომ ჩვენ მსოფლიოში სამეულ...

პოლიტიკა 1752730533

პროკურატურის შენობა თბილისში
„მთავარ არხს დოკუმენტების გადმოსაცემად გონივრული ვადა მივეცით“ - პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურა "მთავარ არხში" შესვლასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, "მთავარი არხი"-ს და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს, საგამოძიებ...

პოლიტიკა 1752729804

სასურველი თბს
გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის - თიბისის ახალი კამპანია

როდესაც რაიმე გვსურს — ნივთი, მოგზაურობა, სწავლა, კარიერული წინსვლა — პირველი, რაც ხშირად გონებაში ჩნდება, შეკითხვაა - „საიდან მოვიტანო ამისთვის თანხა?“ - რადგან სურვილს თან სდევს ფინანსური წნეხი.   თ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1752729642

140 გოგო თბს
თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა

სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის თიბისიმ შექმნა საზაფხულო Crash კურსები, სადაც ისინი სრულიად უფასოდ სწავლობენ ტექნოლოგიებს და ეუფლებიან მომავლის პროფესიებს.   გოგონების მეტი ჩართულობისათვის თიბისი, კრეატ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1752729572