სოცმედია • 1741863982
ყოფილი პარლამენტარი, თაკო ჩარკვიანი:
ჩემი გულწრფელი რჩევა ნაციონალურ მოძრაობას – ლიდერებს განსაკუთრებით, როცა აწევთ პლაკატს მესამე პრეზიდენტის გამოსახულებით რომელიმე აქციაზე, იმ სააკაშვილის გამოსახულებით, რომელიც ევროსაბჭოს რეზოლუციაში პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული, მერე ძირს აღარ დაწიოთ, ხაზარაძე მევახშე , თვალთხარია- გახარია და ციხის ბუნტის თემაზე “არდაკითხული” და ყოფილი უშიშროების საბჭოს მდივან ბოკერია -ჩერგოლეიშვილის პარტიის ზოგიერთმა წევრმა ძირს ვერ უნდა დაგაწევინონ პროვოკაციულად ( გახსოვთ იყო ასეთი ფაქტი მარჯანიშვილზე, ტრანსფარანტის გამო რამდენჯერმე იყო და იმიტომ ვწერ). თქვენი პოლიტპატიმრის დაცვა – თქვენი პარტიის უფლებაა და ღირსების საქმეც, ისევე როგორც სხვას შეიძლება არ სიამოვნებდეს ვიღაც აქციაზე, მაგრამ ეს არის დემოკრატია და სხვისი უფლების პატივისცემა…ნუ აჰყვებით ოპოზიციაში შემოგდებულ და გარიგებულ ტიპებს, ოლიგარქატი ყველგან ერთია -ფულთან ერთნი არიან.მე ოპოზიციაში ვიყავი სააკაშვილის დროს და სწორადაც ვიყავი ,არ მომწონდა სამართლებრივი სისტემა “მურუსიძის”, თუმცა ახლა კარგად ჩანს და მიკვირს, ან როგორ მოახერხა და სახელმწიფო როგორ ააშენა სააკაშვილმა,თან იმ დროს,როცა რუსეთი ასე მძვინვარედ ებრძოდა მას და “ნავთქურებიანი” სახელმწიფო ჩაიბარა, შუქს რომ ნატრობდა ხალხი, სადაც ბანდფორმირებები დათარეშობდნენ ქუჩებში და ძნელია ამ დროს შეცდომა არ მოგივიდეს და სამართლებრივი რეფორმა მოასწრო ამდენ მოღალატეში….ახლა ამ “ოცნების “ხელისუფლების სამართლებრივი სისტემა დაწინაურებული “მურუსიძით” საქართველოს მომავალს გვინადგურებს “რუსულად”, ახალგაზრდა პატრიოტ ბიჭებს ასამართლებენ და მომავალს უნადგურებენ, კორუფცია (ჩარტერული რეისებით ყვავის) და მკვეთრად შერჩევითი სამართალია გარშემო და ამ დროს რუსეთთან დაპირისპირებულ მესამე პრეზიდენტს “პიჯაკებს” უთვლიან , ამ “ოცნების” ხელისუფლების “მოგზაურობები” და ჩარტერული რეისები არ ახსოვთ “სპეც რეისებით”……აი ამ დროს ოპოზიციის “ლოდერებს” ისევ სააკაშვილის სახელის ხსენება აწუხებდათ და აწუხებთ ,კრძალავენ და სწორედ ამით მოამზადეს ნიადაგი იმ განაჩენისთვის ,იმ შერჩევითი სამართლისთვის, რა განაჩენიც გამოუტანა სააკაშვილს “რუსულმა” სასამართლო სისტემამ , ოპოზიციის “ლუზერები” მიუხედავად ევროსაბჭოს რეზოლუციისა, სადაც სააკაშვილი პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული, ზუსტად ისე არღვევენ ამ რეზოლუციას ,როგორც ირაკლი კობახიძე-ზუსტად ისე!ჰოდა, მეგობრებო და არა მეგობრებოთუ ბრძოლაა ბრძოლა იყოს და დროშას, ან ტრანსპარანტს, რომ აწევთ ( თუ აწევთ) მევახშე ოლიგარქებს ( ორივე მხარეს) ნუ დააწევინებთ ბოლომდე გეჭიროთ!!!!P.Sგამგებმა გაიგოს….
თამუნა არის 15 წლის, ვერ დადის, ვერ საუბრობს აქვს ძლიერი შეტევები და თავის არეში კისტის გამონაზარდი. საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას, რისი საშუალებაც მარტოხელა დედას არ აქვს. ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხო...
საზოგადოება • 1742233840
სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა შეაფასა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებე...
პოლიტიკა • 1742232823
ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი (დემოკრატი ნიუ-ჰემპშირიდან) აკრიტიკებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს შემცი...
მსოფლიო • 1742225499
მარიამ გეგუჩაძე: "ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება აბსურდულობის ბოლომდე შესაგრძნობად შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია სირცხვილია დიდი ხანია აღარ ფუნქციონირ...
სოცმედია • 1742222717
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - ინფორმაციას tvpirvel.ge-ს ინფორმირებული წყარო უდასტურებს. წყარო ძალოვანებიდან აღნიშნავს, რომ პოლიციამ 50 წლამდე გელა უძილაური რამდენიმ...
კრიმინალი • 1742222482
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მისმა წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის იმ წევრების წინასწარი შეწყალებები, რომლებმაც 6 იანვრის აჯანყება გამოიძიეს "ბოლო მომენტში გასცა" და ეს შეწყალებები "არ...
მსოფლიო • 1742222234
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი