"არა, ტრამპი არ დაუჭერიათ; ახლა ხდება მისი processing - საბუთებს ავსებენ, უღებენ თითის ანაბეჭდებს" - Fox News-ის ქართველი ჟურნალისტი ნანა საჯაია

მსოფლიო 4/4/2023 • 18:45

ტრამპი

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მანჰეტენის სისხლის სამართლის სასამართლოს შენობის მე-15 სართულზე, სასამართლო დარბაზში შევიდა.

მისი პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება და ის მოსამართლე ხუან მანუელ მერჩანის წინაშე წასდგება.

ცნობისთვის, საინფორმაციო საშუალებები ვერ შეძლებენ მსჯელობის პირდაპირ ტრანსლაციას.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფორმალურად დაკავებას Fox News-ის ქართველი ჟურნალისტი ნანა საჯაია ეხმაურება და საქმესთან დაკავშირებით დეტალებს განმარტავს:

"ტრამპი სასამართლო დარბაზში შევიდა.

რადგან ჰედლაინები დამაბნეველია, დავწერ ქართულად:

* არა, ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი არ დაუჭერიათ;

* ახლა ხდება მისი processing - საბუთებს ავსებენ, უღებენ თითის ანაბეჭდებს;

* ამის მერე (წუთი-წუთზე), ტრამპი შევა სასამართლო დარბაზში, სადაც კამერები არ არიან, მოსამართლე მას ოფიციალურად წარუდგენს ბრალს;

* მხოლოდ ამის მერე შეიძლება (თუმცა ნაკლებ სავარაუდოა), მოსამართლემ გასცეს მისი დაკავების ბრძანება.

* დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს თან არ აქვთ ტელეფონები/ლეპტოპები. ამიტომ მოსამართლის გადაწყვეტილება არ გვეცოდინება, სანამ დარბაზს ჯერ ტრამპი და მერე ჟურნალისტები არ დატოვებენ". 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ჯეიმს მაკკლირი
"რუხაძისა და მისი ოლიგარქი უფროსის, ივანიშვილის დასანქცირების დროა" - ბრიტანელი პარლამენტარი

"უზარმაზარი სკანდალი - ადამიანი, რომელიც საქართველოში პრორუსულ პროპაგანდას აწარმოებდა, დიდ ბრიტანეთში წლების განმავლობაში უკონტროლოდ მოქმედებდა. ახლა გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ მის წი...

პოლიტიკა 16:54

ბებერი ქათამი
თეთრი სახლის პრესმდივანმა ბაიდენის ადმინისტრაცია დიდი რაოდენობით ქათმების დახოცვაში დაადანაშაულა

თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დიდი რაოდენობით ქათმების დახოცვაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ლევიტმა X-ზე დაწერა. "ბაიდენის ადმინისტრაციამ...

მსოფლიო 16:05

საქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სომხეთთან მატჩისთვის ცნობილია

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სომხეთთან მატჩისთვის ცნობილია- ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ვილი სანიოლ...

სპორტი 15:59

ზელენსკია
„ყველა ატომური ელექტროსადგური ეკუთვნის უკრაინელ ხალხს“ - ზელენსკი

„ყველა ატომური ელექტროსადგური ეკუთვნის უკრაინის ხალხს“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მას ჰკითხეს, განიხილება მხოლოდ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აშშ-ის მფლობელობის საკითხ...

რუსეთ-უკრაინის ომი 15:37

ლელა ჯეჯელავა
„ჩემთვის საჯაროდ მოსალმება ჰქონდათ აკრძალული და ადამიანები ტუალეტში მელოდებოდნენ, რომ სალამი ეთქვათ“ - ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა: თუ ადამიანებს ჩვენც ავუკრძალეთ საკუთარი ნების გამოვლინება და სინდისის მიხედვით ცხოვრება, მაშინ რისთვის ვიბრძვით? მაგალითად, ჩემთვის საჯაროდ მოსალმება ჰქონდათ აკრძალული და ად...

სოცმედია 15:32

გოცირიძე ტრაპაიძე
„დიანა ტრაპაიძეს ვულოცავ რუსი პროპაგანდონშა მაგდა სიმონიანის დაბადების დღეს“ - მეგი გოცირიძე

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: დიანა ტრაპაიძეს ვულოცავ რუსი პროპაგანდონშა მაგდა სიმონიანის დაბადების დღეს  

სოცმედია 15:29