რა არის მნიშვნელოვანი კენედის მკვლელობაზე ტრამპის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებში

მსოფლიო 25 მარტი 3:43

ტრამპი კენედ


18 მარტს დონალდ ტრამპის ბრძანებით აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის საქმის ასობით ახალი დოკუმენტი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

 

ახალი დოკუმენტების გასაჯაროებას კენედის მკვლელობის საქმით დაინტერესებული ბევრი ადამიანი ელოდა თუმცა მრავალი ექსპერტის მოლოდინის შესაბამისად, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მასალები ყველა დარჩენილ კითხვებს ბოლომდე არ პასუხობს.

 

მიუხედავად იმისა, რომ უახლეს დოკუმენტებში აქამდე გამოქვეყნებული მასალები შედის, ახლა, განსხვავებით წინა გამოცემებისგან, მათი ნაწილი უფრო სრული სახითაა გამოქვეყნებული. მათი საშუალებით კიდევ უფრო ნათელი ხდება, რომ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) კენედის მკვლელს დანაშაულამდე დიდი ხნით ადრე ყურადღებით ადევნებდა თვალს.

როგორც 1960-იან წლებში აშშ-ს სახელმწიფო გამოძიებამ დაასკვნა, მკვლელი - ლი ჰარვი ოსვალდი, ყოფილი საზღვაო ქვეითი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავს საბჭოთა კავშირს აფარებდა - მარტო მოქმედებდა.

თუმცა, 60 წლის შემდეგაც კი ეს საქმე საზოგადოების ნაწილში კითხვებს იწვევს და მკვლელობასთან დაკავშირებული კონსპირაციული თეორიები მრავლად არსებობს.

წარმოგიდგენთ მთავარ სიახლეებს, რომელიც გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან გამოჩნდა:

მეტი დეტალი ოსვალდის შესახებ
Washington Post-ის ყოფილი რეპორტიორისა და JFK FACTS-ის ბლოგის ედიტორის, ჯეფერსონ მორლის თქმით, ახალგამოქვეყნებული დოკუმენტები უფრო ნათელს ხდის, როგორ ყურადღებით უთვალთვალებდა CIA ოსვალდს. მორლის თქმით, კენედის მკვლელი CIA-ის ყურადღების ცენტრში დიდი ხნის განმავლობაში იყო, რაც მხოლოდ ბოლო წლებში გახდა ცნობილი.

აქამდე ბევრი ახალი დოკუმენტი გამოქვეყნებულა, მაგრამ ახლა უფრო სრული ვერსიებია ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები მათ შესწავლას აგრძელებენ, ახალ მასალებში შოკისმომგვრელია არაფერია.

ფილიპ შენონმა, რომელმაც კენედის მკვლელობაზე 2013 წელს წიგნი გამოსცა, აღნიშნა, რომ ოსვალდი 1963 წლის სექტემბერში, პრეზიდენტზე თავდასხმიდან რამდენიმე თვით ადრე, მეხიკოში გაემგზავრა. მისივე თქმით, ქალაქში ყოფნის დროს CIA ოსვალდს უთვალთვალებდა.

 

"არსებობს დამაჯერებლობის მიზეზი, რომ ის მეხიკოში კენედის მკვლელობაზე ღიად ლაპარაკობდა და ხალხმა მისი ეს ნათქვამი გაიგო." - თქვა შენონმა.

აქამდე გამოქვეყნებული 1975 წლის აპრილის ანგარიშის მიხედვით, CIA ეცადა წარმოეჩინათ, რომ ოსვალდის მეხიკოში მოგზაურობაზე იმაზე ნაკლები იცოდნენ, ვიდრე სინამდვილეში. სააგენტომ შეძლო ჩაეწერა სამი სატელეფონო საუბარი ოსვალდსა და საბჭოთა კავშირის საელჩოს შორის, მაგრამ ერთ-ერთი ზარის დროს პრეზიდენტის მომავალი მკვლელი უბრალოდ საკუთარ თავს წარადგენდა.

მეტი ინფორმაცია სადაზვერვო მეთოდების შესახებ
ახალი დოკუმენტების ნაწილი უფრო ნათელს ხდის კენედისა და CIA-ის შორის არსებულ ურთიერთობას, ასევე პრეზიდენტის დამოკიდებულებას სადაზვერვო მეთოდების მიმართ. დაუთარიღებელი ჩანაწერი, რომელიც ახლახანს გასაჯაროვდა, კენედის მრჩევლის, არტურ შლეზინგერის ჩანაწერის უფრო ფართო ვერსიას ასახავს. ეს დოკუმენტი, რომელშიც CIA და საგარეო პოლიტიკის გატარებაში მისი როლია გაკრიტიკებული, ასახავს სააგენტოს ფართომასშტაბურ ჩართულობას აშშ-ს საელჩოებში, მათ შორის მოკავშირე ქვეყნებშიც, როგორიცაა საფრანგეთი.

ჩანაწერში შლეზინგერი კენედის აფრთხილებს საგარეო პოლიტიკაზე არსებულ CIA-ის გავლენებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს მკვლელობასთან პირდაპირ დაკავშირებული არაა, ამ დოკუმენტიდან ცენტრალური დაზვერვის სააგენტოსა და კენედის ცუდი ურთიერთობა უფრო ნათელი ხდება.

 

რაც შეეხება სადაზვერვო მეთოდებს, ერთ-ერთი დოკუმენტი აღწერს ფლუოროსკოპიული სკანირების გამოყენებას - რენტგენის სხივებით ობიექტის შიგნით არსებული გამოსახულებების ჩვენებას. ეს ტექნიკა შეიქმნა იმისთვის, რომ აღმოეჩინათ ფარული მიკროფონები, რომლებიც შესაძლოა CIA-ს ოფისების მოსასმენად ყოფილიყო დამონტაჟებული.

კიდევ ერთ დოკუმენტში CIA აღწერს სისტემას, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა იმ საჯარო ტელეფონების დადგენა და მონიშვნა, რომლებიც ისმინებოდა. მოსანიშნად გამოიყენებოდა განსაკუთრებული საღებავი, რომელიც მხოლოდ ულტრაიისფერი შუქის ქვეშ ჩანდა.

აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტში მოხსენიებულია ჯეიმს მაკკორდი, რომელმაც მოგვიანებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უოთერგეიტის სკანდალში, რამაც პრეზიდენტ ნიქსონის გადადგომა გამოიწვია.

არის თუ არა ახალი ფაილები სრულად დაურედაქტირებელი?
აშშ-ში 1992 წელს მიღებული კანონი მოითხოვდა, რომ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი 25 წლის განმავლობაში გამოქვეყნებულიყო, თუმცა კანონში გათვალისწინებული იყო მექანიზმი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის მიზეზით დოკუმენტების არასრული ფორმით გასაჯაროების საშუალებას იძლეოდა.

 

გამჭვირვალობისკენ მოთხოვნამ დროთა განმავლობაში მეტი სრული დოკუმენტის გამოქვეყნება გამოიწვია. ტრამპმა საკუთარი პირველი ვადის დროს და ჯო ბაიდენმაც გამოაქვეყნეს დოკუმენტების ნაწილები. ახალი დეტალების გასაჯაროებამდე პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ საკუთარ დაქვემდებარებულებს სთხოვა, "არაფერი დაერედაქტირებინათ". თუმცა ეს რეალობას სრულად არ შეესაბამება - ახალ დოკუმენტებში გარკვეული შესწორებები მაინც შევიდა. თუმცა ექსპერტები თანხმდებიან, რომ დოკუმენტების ამ ფორმით გასაჯაროება გამჭვირვალობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია.

ჯეფერსონ მორლის თქმით, ეროვნულ არქივში კვლავ რჩება გამოსაქვეყნებელი დოკუმენტები, რომლებსაც CIA და FBI ჯერჯერობით არ ასაჯაროებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელენე ხოშტარია
დაკავებულია ელენე ხოშტარია

რუსთაველის გამზირზე ელენე ხოშტარია დააკავეს. მიზეზი უცნობია. "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდები დღეს წულუკიანის საგამოძიებო კომისიის...

პოლიტიკა 16:02

მარიამ ლაშხ
ვიდეო: მარიამ ლაშხს აეროპორტში “მონა“ ეძახეს

„ოცნების“ დეპუტატს, მარიამ ლაშხს აეროპორტში “მონა“ ეძახეს. ფაქტის ამასახველ ვიდეოს მოქალაქე თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ვიდეოს ავტორი ლაშხს კითხვებს უსვამს, რის პასუხადაც „ოცნების“ დე...

პოლიტიკა 16:00

ვოლსკი
„ის პროპაგანდა მიდის, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, ვითომ ჩვენ, ახლა, აქ რომ ვსხედვართ კომისიაში, გვინდა საქართველო გავამტყუნოთ და რუსეთი გავამართლოთ“ - გია ვოლსკი

„ყველა ტელევიზია და ყველა მედია საშუალება კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა [„ნაციონალური მოძრაობის“]. ახლაც ის პროპაგანდა მიდის, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, ვითომ ჩვენ, ახლა, აქ რომ ვსხედვართ კომისიაში, გვინდ...

პოლიტიკა 15:52

ხიდაშელი
„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, “მეგობარ აქტს” სენატის ერთიან შემადგენლობაში წინააღმდეგობა არ ექნება“ – თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ “მეგობარ აქტს” სენატის ერთიან შემადგენლობაში წინააღმდეგობა არ ექნება და სხვა კომიტეტებსაც უპრობლემოდ გაივლის. ახლა არის ის, რომ რაც შეიძლება...

პოლიტიკა 15:41

შაჰინი რიში
“MEGOBARI აქტი“ უფრო ფართოდ შეუწყობს ხელს სტაბილურობას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში“ - სენატორები რიში და შაჰინი

სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, რომელიც კომიტეტის მიერ 27 მარტს რამდენიმე კანონმდებლობის, მათ შორის „MEGOBARI აქტის“, მიღებას უკავშირდება. „MEGOBARI აქტი“ უფრო ფართო...

პოლიტიკა 15:24

კასპი მოძალადეები
"თანახმა ვარ ამნისტიაზე, მზია ამაღლობელის გათავისუფლების სანაცვლოდ"..."მორჩით ცირკებს'' - ძალადობაში ბრალდებული კასპის საკრებულოს მაღალჩინოსნების სასამართლო

შიდა ქართლის პროკურატურამ, სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი მილაძეზე ძალადობის მუხლით, კასპის საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარეს გიორგი მჭედლიშვილსა და აპარატის უფროსს ზურაბ ჩიტიშვილს ბრალი წაუყენა. საქმე ეხება 2...

სამართალი 15:21