სტამბოლის დაპატიმრებულმა მერმა საპრეზიდენტო პრაიმერიზში თითქმის 15 მილიონი ხმა მიიღო

მსოფლიო 1742785660

სტამბოლის მერ

ვირას, 23 მარტს, თურქეთის ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) პრაიმერიზში თითქმის 15 მილიონმა ამომრჩეველმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ აირჩია.

„დღევანდელ პრაიმერიზში 14 მილიონ 850 ათასზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა იმამოღლუს“, - განაცხადა CHP-ის ლიდერმა ოზგურ ოზელმა სტამბოლში საპროტესტო გამოსვლისას.
იმამოღლუ ერთადერთი კანდიდატია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიიდან და ითვლება თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ ოპონენტად.

"ეს მოედანი გამოწვევას უგზავნის ერდოღანს. ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი გახდა" - განაცხადა ოზგურ ოზელმა სარაჩჰანეს მოედანზე გამოსვლისას, რომლის მიმდებარედაც სტამბოლის მერიაა განთავსებული.
ოზგურ ოზელმა ქვეყნის მთავარი მედიასაშუალებები პროტესტის გაუშუქებლობის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ხალხისგან ფინანსდებიან, თუმცა მხოლოდ მთავრობას ემსახურებიან.

სარაჩჰანეში გამართულ სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა სტამბულის მერის ექრემ იმამოღლუს მეუღლე, დილექ იმამოღლუ.

"მათ დააკავეს ექრემი. მათ ჯერ არ ესმით, რას ნიშნავს ეს უსამართლო დაპატიმრება მილიონების თვალში - მაგრამ ამას ნახავენ. ექრემ იმამოღლუმ აქამდე ოთხჯერ დაგამარცხა და მეხუთედაც დაგამარცხებს! კანდიდატი იქნება თუ არა, გარეთ იქნება თუ არა - გაიმარჯვებს! იმიტომ, რომ ის გახდა ერის ღირსებისთვის ბრძოლის სიმბოლო. თქვენ დამარცხდებით!" - მიმართა დილექ იმამოღლუმ ერდოღანს.
დღეს პატიმრობაში მყოფმა ექრემ იმამოღლუმ სილივრის ციხიდან მიმართვა გაავრცელა.

"მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე სიახლე სილივრის ციხიდან, რომელიც ძალიან მახარებს. ჩვენი რესპუბლიკური სახალხო პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერისში მონაწილეობის რეკორდული დონე დაფიქსირდა. 15 მილიონმა ჩვენმა მოქალაქემ მისცა ხმა. არჩევნებზე მივიდა მილიონობით ადამიანი, რომლებსაც ტანჯავს ხელისუფლების ზეწოლა, დანგრეული ეკონომიკა, არაკომპეტენტურობა და უკანონობა. მათ ერდოღანს უთხრეს: „კმარა“. მივესალმები მილიონებით ადამიანს, რომლებიც ამ ღამით სარაჩჰანეში და ჩემი ქვეყნის ოთხივ მხარეში მოედნებზე ყვირის. როცა საარჩევნო ყუთის დრო მოვა, ქვეყანა ამ ხელისუფლებას ისეთ სილას გააწნის, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებს." - წერს იმამოღლუ.
უკვე მეხუთე დღეა თურქეთში პროტესტი გრძელდება. სტამბოლის მერის და ერდოღანის მთავარი კონკურენტის ექრემ იმამოღლუს დაპატიმრების გასაპროტესტებლად ასეულობით ათასი მოქალაქე დღესაც გამოვიდა. აქტივისტები მარშებს მართავენ სტამბულში, ანტალიაში, იზმირსა და ანკარაში და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. ამავდროულად გრძელდება შეტაკებები აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. სპეცრაზმი მომიტინგეებს სპეციალური საშუალებების გამოყენებით შლის და აკავებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ექრემ იმამოღლუს დროებითი ღონისძიების სახით შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს კორუფციაში, ფულის გათეთრებაში და ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით. თავად მერმა ამას "დაცინვა" უწოდა და ბრძოლის გაგრძელების პირობა დადო. ის მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს. იმამოღლუს კორუფციის საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ტერორიზმის საქმეზე კი სასამართლო კონტროლის ქვეშ გაათავისუფლეს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ყაველაშვილი ტრამპი
„ვინც საქართველოს საგარეო პოლიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტიდან პაპის ქელეხში არალეგიტიმური უწიგნური პრეზიდენტისათვის ხელის კინაღამ დაქნევამდე დაადეგრადირა... კი იცით, ამ წინადადებას ყაველაშვილი როგორც ამთავრებს ხოლმე“

ლევან ღამბაშიძე: ვინც საქართველოს საგარეო პოლიტიკა ამერიკის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტიდან, პაპის ქელეხში არალეგიტიმური უწიგნური პრეზიდენტისათვის ხელის კინაღამ დაქნევამდე დაადეგრადირა და ამით რუსეთის...

სოცმედია 1745739683

ვატიკანი
ვინ არიან რომის პაპობის კანდიდატები

მაისში ვატიკანში შეიკრიბება კონკლავი, რომლის შემადგენლობაში 100-ზე მეტი კარდინალი შედის, სწორედ ისინი გადაწყვეტენ, ვინ გახდება რომის კათოლიკური ეკლესიის შემდეგი მეთაური. BBC – ის ცნობით, ამჟამად პაპად...

მსოფლიო 1745739254

ნარკოტიკი უცხო ქვეყნის მოქალაქე
სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო; დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

~შსს-ს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მო...

კრიმინალი 1745738151

საქართველო-ევროკავშირი
რას დავკარგავთ, თუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეწყდება

ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნება სათუო ხდება.ევროკავშირი აპირებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლები გააფართოვეს, მეორე მხრივ კი, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ უვიზო მიმოსვლა „ღვ...

პოლიტიკა 1745736664

ჩრ კორეა ჯარისკაცები
რუსეთის გენშტაბის აღიარება - „კურსკის საბრძოლო მოქმედებებში ჩრდილო კორეელი სამხედროები მონაწილეობდნენ“

 გრუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა აღიარა ჩრდილო კორეელი სამხედროების მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში. კერძოდ, გერასიმოვმა პუტინს კურსკის ოლქის "გათავისუფლება" უპატაკა, სადაც...

რუსეთ-უკრაინის ომი 1745735958

ამინდი
დღის მეორე ნახევრამდე ამინდი შეიცვლება - პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 აპრილის დღის ბოლოდან 27  აპრილის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში  მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის  გაძლიერ...

საზოგადოება 1745735245