ტრამპის ადმინისტრაცია 530 000 იმიგრანტს დროებით ლეგალურ სტატუსს შეუჩერებს

მსოფლიო 22 მარტი 8:31

ტრამპი 1

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ნახევარ მილიონზე კუბელ, ჰაიტიელ, ნიკარაგუელ და ვენესუელელ იმიგრანტს დროებით ლეგალურ სტატუსს შეუჩერებს.

 

იმიგრანტებს შეატყობინეს, რომ მათ ქვეყანა ნებართვის ვადის ამოწურვამდე უნდა დატოვონ, ხოლო დეპორტაცია, აშშ-ს არდატოვების შემთხვევაში, მათ 24 აპრილიდან დაემუქრებათ.

 

530 000 იმიგრანტი, რომლებსაც ლეგალური სტატუსი გაუუქმდებათ, აშშ-ში ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში, CHNV-ის (Parole for Cubans, Haitians, Nicaraguans, and Venezuelans) პროგრამის ფარგლებში შემოვიდნენ. პროგრამა მათ საშუალებას აძლევდა, აშშ-ში ლეგალური სტატუსით მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში დარჩენილიყვნენ, თუ ამერიკელი მოქალაქე მათ ფინანსურ დახმარებაზე დათანხმდებოდა.

 

პროგრამა შემდეგმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის დღესვე, 20 იანვარს აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერით გააუქმა.

 

უცნობია, თუ რამდენმა იმიგრანტმა შეძლო სხვა სტატუსის მოპოვება, რაც საშუალებას მისცემდა მათ, აშშ-ში ლეგალურად დარჩენილიყვნენ.

 

CHNV-ის პროგრამა თავდაპირველად 2022 წელს ვენესუელელებისთვის შეიქმნა, ხოლო შემდეგ ზემოხსენებულ სხვა 3 ქვეყანაზეც გავრცელდა.

 

პროგრამა უფლებას აძლევდა იმიგრანტებსა და მათ უახლოესი ოჯახის წევრებს აშშ-ში ჩასულიყვნენ, თუ მათ ამერიკელი სპონსორიც ჰყავდათ და ქვეყანაში ლეგალური იმიგრანტის დროებითი სტატუსის ქვეშ მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში დარჩენილიყვნენ. პროგრამის მიზანი არალეგალური მიგრაციის შემცირება, მექსიკასთან საზღვრის დაცულობის გაუმჯობესება და იმიგრანტებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეთავაზება იყო.

 

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა 21 მარტს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პროგრამამ დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია.

 

"[ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა იმიგრანტებს] შესაძლებლობა მისცეს, რომ ამერიკული სამუშაო ადგილებისთვის [ამერიკელებს] შეჯიბრებოდნენ და დაეკნინებინათ ამერიკელი მუშახელი; მათ აიძულეს საჯარო მოხელეები, რომ ხელი შეეწყოთ პროგრამებისთვის მაშინაც კი, როდესაც თაღლითობა გამოვლინდა; მათ კონგრესში რესპუბლიკელებს დააბრალეს ქაოსისა და კრიმინალის ზრდა, რაც ამან გამოიწვია". - BBC-ის ცნობით, წერია დეპარტამენტის განცხადებაში.

 

გამოცემის ცნობითვე, ტრამპი დროებითი ლეგალური სტატუსის შეჩერებას განიხილავს 240 000 უკრაინელისთვისაც, რომლებიც აშშ-ში ომის დაწყების შემდეგ ჩავიდნენ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კახა კალაძე
„ჩვენი პოლიტიკით მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობამ კი მოიტანა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“ - კახა კალაძე

„იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობამ მოიტანა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება“, -...

პოლიტიკა 1 წუთის წინ

კალაძეეეეეეეეეეეე
„რა თქმა უნდა, გვაქვს სურვილი, რომ აშშ-თან ურთიერთობები გადაიტვირთოს და აღდგეს“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორული ურთიერთობები გადაიტვირთოს და აღდგეს.   როგორც მან გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა,...

პოლიტიკა 2 წუთის წინ

კახა კალაძე
„რამდენიმე ადამიანის უგუნური ქმედება სომეხ ხალხთან მეგობრობას და ძმობას ვერ შეცვლის“ - კახა კალაძე

„როცა გასვლით შეხვედრაზე ძალიან მეგობრულად მიგიღეს, კარგი დახვედრა მოგიწყვეს, რას ერჩოდი ამ ხალხს? არ იყო სწორი ქმედება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას ისაუბრა...

პოლიტიკა 3 წუთის წინ

საქბანკი წიგნის
ერთად ვიმოგზაუროთ წიგნის სამყაროში - საქართველოს ბანკი ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში დათო ტურაშვილთან შეხვედრებს გამართავს

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 28-30 მარტს საქართველოს სამ ქალაქში - ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში - წიგნების სა...

ბიზნესი & ეკონომიკა 4 წუთის წინ

გდუგინი ვასაძე
"გამოვიდა შესანიშნავი ნაშრომი" – დუგინი ხალხს ლევან ვასაძის წიგნის შეძენას ურჩევს

ვლადიმირ პუტინის კარის ფილოსოფოსმა, კრემლის პროპაგანდისტმა, ალექსანდრ დუგინმა საკუთარი Telegram არხის გამომწერებს ლევან ვასაძის ახალი წიგნის, უძლურის დღიურების შეძენა ურჩია. "გამოვიდა ქართველი პოეტის,...

პოლიტიკა 32 წუთის წინ

ქათამაძე ნადირაძე
ნინო ნადირაძის საჩივრის საფუძველზე, თემურ ქათამაძე 2 800 ლარით დააჯარიმეს

ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე ოლიგარქის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ქათამაძეს 2800 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ნადირაძე თემურ ქათამაძეს ფიზიკური და...

პოლიტიკა 33 წუთის წინ