„იმ კონკრეტული პირების უკან, რომლებმაც საკუთარი "ქართველობა" სტუმრების გინებით, მათთვის შეურაცხყოფის მიყენებით, ბოთლებისა და სხვა საგნების სროლით "დაამტკიცეს", დგას, არც მეტი, არც ნაკლები, ბიძინა ივანიშვილი“ - ირაკლი ტაბლიაშვილი
სოცმედია • 1742785001
ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი:
გაგიკვირდებათ და, იმ კონკრეტული პირების უკან, რომლებმაც დღეს საკუთარი "ქართველობა" სტუმრების გინებით; მათთვის შეურაცხყოფის მიყენებით; ბოთლებისა და სხვა საგნების სროლით "დაამტკიცეს"; დგას, არც მეტი, არც ნაკლები, ბიძინა ივანიშვილი!ჰო, ცხადია, არანაირი ინსტრუქცია არ მიუღია არც ერთ მოძალადეს კონკრეტულად არც ივანიშვილისგან ან სხვა რომელიმე პოლიტ.ლიდერისაგან, მაგრამ... მაგრამ მაინც, ეს არის ივანიშვილის არათუ პასუხისმგებლობა, არამედ - ბრალი, რადგან მან და სწორედ მან შექმნა დისფუნქციური სახელმწიფო, რომელშიც ამგვარ, ეთნო-ბეწვის ხიდზე მორბენალ ნაბიჭვრებს აქვთ სრული დაუსჯელობის საფუძვლიანი განცდა!დიახ, ჩხუბები ევროსტადიონებზეც მომხდარა და გარდა ერთი ქალაქის ორი გუნდის ქომაგთა მხრიდან ერთმანეთისთვის ცხირპირის მტვრევისა, საერთაშორისო ამბებიც ყოფილა გაცილებით უარესები და მძიმეები, მაგრამ, იმ შემთხვევებში, მაგალითად ვისკით გამოპრუტუნებულ ინგლისელებს, სქოთებს თუ სხვებს, შესანიშნავად ესმოდათ და ესმით მთავარი - თუ დაიჭერენ, კარგადაც დააჯარიმებენ და მკაცრადაც გააფრთხილებენ!აქ კი ამ ჩვენი, ბოდიში და "უტრაკო შპანის" განცდა ამბისადმი სრულიად საპირისპიროა! ნაბიჭვართაგან ყველამ იცის ერთი - პოლიცია არსითაა მათკენ! მათ კი არ აკავებს-სჯის... დევნის! არამედ, მათ ინცინდენტის ადგილიდან არიდებს თქმული ან ართქმული მესიჯით - "კაი, გეყოს... კმარა! ამათი დედაც... მაგრამ, წადი ახლა სახლში".რაც შეეხება კონკრეტულ არმენოფობიას, მე გეტყვით, რომ ესეც მიზანდასახული ქმედებაა ივანიშვილისა - გეხსომებათ, მაგალითად მამუკა ხაზარაძეს რომ მიადგა ვიღაც ფსევდო / ჟურნალისტი და... რომ ჰკითხა მოსი (აქაოდა) სომხური ფესვების შესახებ თუ რაღაც მსგავსი!..ხომ არ ვიცი, მაგრამ, ვგრძნობ, რომ მამუკა მდინარაძეებმა და ირაკლი კობახიძეებმა მაგრად "იკაიფეს" იმ სიუჟეტით! ხოლო ივანიშვილს, ხაზარაძის თაობაზე, ერთიანად გაუდიოდა - "იშ, ხომ ამხილეს ეგ სომეხი, ეგა!"... ჰოდა, ზურგის ტვინით გრძნობს ყველა დღევანდელი მოძალადე, რომ "მამა - მარჩენალს" ძალიანაც მოეწონა იმ "ჟურნალისტის" მაშინდელი კითხვა-ქმედება და იმასაც გრძნობენ, რომ ამ ბოთლთაცვენაზეც იცინებენ ზარქუა-დიტოსამხარაძე-ნინოწილოსანები!დღევანდელი ძალადობის კონკრეტული წინაპირობა კი იმდღევანდელი ქაჯობა-სირობა-უგემოვნობა და, არმენოფიბიაც იყო, როდესაც ერთი კრეტინი რომაა (გვარი არ ვიცი).... ერევანში ჩაეთრა და რაღაცნაირად შემოსილმა აბულინგა და აბულინგა ადგილობრივები!აი, რა ყ@@ბიანები ვართო.... ქართველებიო... ამას ამბობდა ირიბად და დარწმუნებული ვარ, ივანიშვილსაც და ყველას მის გარშემო, ამ ამაზრზენი ტიპის ეს ქმედებაც მოეწონათ და იმაზე ხომ საერთოდ ერეგირდნენ, როდესაც ეს ტიპი სადღაც მივიდა და ვიღაცები აყროყინა, რომ "ვეფხისტყაოსანი" ჩვენია... კიდევ რაღაცა ჩვენია და საერთოდაც, "პაშოლ არმიანსკი ნაროდ პო დალშე".არადა, სომხებს ჩვენ სულაც არ ვძულვართ! პირიქით უფრო! კი, გვეჯიბრებიან... რაღაც თავის კომპლექსებს ისე იკმაყოფილებენ როგორც ჩვენ - ჩვენსას, მაგრამ... მაგრამ... სომხებს ჩვენ არ ვძულვართ და საერთოდაც ოქრო ხალხია.და ბოლოს - ამ რუსულ სპეცოპერაციაზეც პასუხისმგებელი არის "ბიძინა რუსი".... რომელიც ყალბად იმეორებს, რომ ყველაზე ტოლერანტულები ვართ, მაგრამ, ეთნონაციონალიზმის მორევშიც ადურთინებს თავს იმ ქართველობას!... რომელსაც სჯერა, რომ ბიძინას მიერ შესმული ყვავის ღვიძლის ნახარში არის ჯერ უკვდავების წამალი და თუ მალამოდ აქციე, საცხებელი საკურნებელი სულისა და ხორცისა.
ზურა გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ "ოცნების" ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენს ის პოლიტიკური პოზიცია, რომელიც, მისი თქმით, რეჟიმის არაღიარებასა და მისთვის ლეგიტიმაციის არმიცემას გულისხმობს. მისი თ...
პოლიტიკა • 1776690342
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ქადაგებისას ახალი პატრიარქის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინით ცხოვრობს ერიც და ეკლესიაც. სასულიერო პირის თქმით, “ეკლესია...
საზოგადოება • 1776689877
Reuters -ის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო იყენებს Anthropic-ის Mythos Preview ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონმა კომპანიას მიწოდების ჯაჭვის რისკის ოფიცი...
მსოფლიო • 1776688704
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობით, არღვევს კონსტიტუციას, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, აგენტურაა. ამის...
პოლიტიკა • 1776686930
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარ...
საზოგადოება • 1776686637
ისრაელელი სამხედროს მიერ ლინბანში ქრისტე სქანდაკების დაზიანებას „მკაცრად გმობს“ და გამაოგნებელს უწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. "ისრაელელების აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული და...
მსოფლიო • 1776686624












