ვინ არის ექრემ იმამოღლუ - სტამბოლის დაპატიმრებული მერი, რომელიც ერდოღანის მთავარ მეტოქედ განიხილება

მსოფლიო 19 მარტი 19:33

სტამბოლის მერ

19 მარტს, დილით, თურქეთის ხელისუფლებამ კორუფციისა და ტერორისტული ორგანიზაციის დახმარების ბრალდებით სტამბოლის ოპოზიციონერი მერი ეკრემ იმამოღლუ დააკავა. ექრემ იმამოღლუ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ კონკურენტად ითვლება. იმამოღლუსთან ერთად დაკავებულია ასამდე ადამიანი.

სტამბოლის პროკურატურის ინფორმაციით, იმამოღლუს წინააღმდეგ ორი საქმეზე მიდის გამოძიება. პირველ საქმეში იმამოღლუს ბრალად ედება დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, ქრთამის აღება და ტენდერების გაყალბება. მასთან ერთად დაკავებულ 100 ადამიანს შორის არიან ჟურნალისტები და ბიზნესმენები. ისინი ეჭვმიტანილები არიან მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ზოგიერთ ტენდერთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში. მეორე საქმეში იმამოღლუ და კიდევ ექვსი ადამიანი ეჭვმიტანილია ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) დახმარების გაწევაში. PKK  თურქეთში, აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.

ექრემ იმამოღლუმ დაკავებამდე სოციალურ ქსელ X-ში მიმართვა გაავრცელა და დაწერა, რომ აპირებს გააგრძელოს ბრძოლა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის.

"ხალხის ნება არ შეიძლება ჩაახშო დაშინებით ან უკანონო ქმედებებით. მე მტკიცედ ვდგავარ და ვენდობი არა მხოლოდ სტამბოლის 16 მილიონ ადამიანს, არამედ თურქეთის 86 მილიონ მოქალაქეს, ისევე როგორც ყველას, ვინც მხარს უჭერს დემოკრატიას და სამართლიანობას მთელ მსოფლიოში“, - დაწერა იმამოღლუმ.

ექრემ იმამოღლუ ითვლება 2028 წელს დაგეგმილ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარ ოპოზიციურ კანდიდატად და ერდოღანის მთავარ კონკურენტად. თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტია, რესპუბლიკური სახალხო პარტია (CHP), სავარაუდოდ, სწორედ მას აირჩევდა საპრეზიდენტო კანდიდატად 23 მარტს დაგეგმილ პრაიმერიზზე.  თურქეთის შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2028 წელს არის დაგეგმილი, თუმცა მოსალოდნელია ვადამდელი არჩევნებიც.

CHP-ის თავმჯდომარემ ოზგურ ოზელმა იმამოღლუს დაკავებას "გადატრიალება" უწოდა.

”ხელისუფლება ახლა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ერს არ აარჩევინოს მომავალი პრეზიდენტი, ჩვენ ჩვენი მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ გადატრიალების მოწყობის მცდელობას შევეჩეხეთ.“ - განაცხადა ოზელმა.

სტამბულის მერის დაკავებამ იმოქმედა ეკონომიკაზეც. იმამოღლუს დაკავების ფონზე ლირა დოლართან მიმართებაში რეკორდულად, 12%-ით დაეცა. გარდა ამისა, დაკავებამ გამოიწვია აქტივების მასიური გაყიდვა და Borsa Istanbul 100 ინდექსის კოლაფსი (-6,9%).

იმამოღლუს დაკავების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ რამდენიმე სოციალურ ქსელზე, მათ შორის X, YouTube, Instagram და TikTok-ზე წვდომა შეზღუდა. ამის შესახებ Reuters-ი Netblocks-ზე დაყრდნობით იუწყება.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ დაკეტა რამდენიმე გზა სტამბოლის გარშემო და ქალაქში დემონსტრაციების ჩატარება ოთხი დღით აკრძალა. თუმცა თურქეთი მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მოხდა რამდენიმე დაპირისპირება სტუდენტებსა და სპეცრაზმს შორის.

 

მასშტაბური აქცია დაიგეგმა სტამბოლის ფათიჰის რაიონში,  სარაჩჰანეს უბანში, სადაც ამ დროისთვის ათასობით ადამიანია შეკრებილი. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერაბ მეტრეველი
“ბიძო ამერიკელებს ამით ეუბნება, რაც მეტს მომაწვებით, უკან კი არ დავიხევ, მეტ სიგიჟეს ვიზამო”– მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:რატომ არ დაელოდა “ოცნება” საგამოძიებო კომისიის მუშაობის დასრულებას და საბოლოო დასკვნას და დღესვე რატომ გამოაცხადა, რომ ფაქტობროვად მთელ ოპოზციურ სპექტრს აკრძალავს?ესაა ბიძი...

სოცმედია 19:22

რაუფოღლუ
„სენატმა მიიღო კანონი, რომელიც "რუსულ ოცნებას" პასუხისმგებლობას დააკისრებს“ - რაუფოღლუ

“სენატმა მიიღო კანონი, რომელიც "რუსულ ოცნებას" პასუხისმგებლობას დააკისრებს“, -ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ წერს. ამ წუთებში! აშშ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, მიიღო...

პოლიტიკა 19:21

დავით ზურაბიშვილი
“მარტივი გამოსავალი იპოვეს: ვინც ნერვებს უშლით, ყველას აკრძალავენ და დაისვენებენ” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი: პრაქტიკულად მრავალპარტიულობის გაუქმება დაგვიანონსა ხელისუფლებამ მდინარაძის პირით. მარტივი გამოსავალი იპოვეს: ვინც ნერვებს უშლით, ყველას აკრძალავენ და დაისვენებენ. ახალი...

სოცმედია 19:19

მდინარაძე
„ენმ და მისი სატელიტები განა არ, ვერ გავლენ თვითმმართველობის არჩევნებზე“ - მდინარაძე

 უკანასკნელ პერიოდში ხშირად ისმის კითხვა მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები. აგენტურული ძალები ყოველთვის ისე მოიქცევიან, როგორც დამფინანსებელი უფ...

პოლიტიკა 19:18

პოლიტიკა
„კომისიის დასკვნით, მივმართავთ საკონსტიტუციოს ენმ-ს და სატელიტების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე“ - ივანიშვილის მდინარაძე

 საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომებიდანვე კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამზრახველები - ქვეყნის წინაშე საერთო, მტრული მიზნით მოქმედი პოლიტიკური პ...

პოლიტიკა 19:17

სენატი.jpg
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა MEGOBARI აქტი მიიღო

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა MEGOBARI აქტი წარმოებაში მიიღო.  კომიტეტის დახურული შეხვედრა დასრულდა. ამის შემდეგ, დოკუმენტი სხვა კომიტეტებს გადაეგზავნებათ და დიდი ალბათობით, მისი განხი...

პოლიტიკა 19:15