1742538191
„ქართველ ხალხს ოქტომბერში ექნება საშუალება, მოიშოროს არამზადები... ვილოცებთ თქვენთვის“ – სენატორი რიში
პოლიტიკა • 30/5/2024 • 12:13
ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონი" აცხადებს, რომ რუსული კანონისა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გასაპროტესტებლად ხვალ, 31 მაისს, 19:00 საათზე პარლამენტთან შეიკრიბებიან.
"არ გავჩერდებით, არ შევჩერდებით. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე.
ხვალ, 31 მაისს, 19:00- ზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ", - წერს მოძრაობა სოციალურ ქსელში.
რა ხდება:
3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობა ისევ გადათქვა და "რუსულ კანონი," ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ, ის ხელახლა დააინიცირა. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი "უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაციაა," ნაცვლად "უცხოური გავლენის აგენტისა."
კანონის შემობრუნებას საზოგადოების მწვავე პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, არ გადეხვია ქვეყნის ევროპული გზიდან და არ მიეღო კანონი. სამართალდამცავებმა რამდენიმე აქცია დაშალეს სპეციალური საშუალებების - წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი - გამოყენებით. პოლიციამ არერთ აქციის მონაწილეზე იძალადა, მედიაში გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს როგორ სცემენ ნიღბიანი პირები დაკავებულებს. ამ დრომდე არც ერთი სამართალდამცავი პასუხისგებაში მიცემული არაა.
პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო, თუმცა 28 მაისს პარლამენტმა ის დაძლია. აღნიშნუულს იმავე საღამოს მოჰყვა კრიტიკული გამოხმაურებები დასავლელი პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და ამერიკის მხრიდან.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართული დაძაბული შეხვედრის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოზე ზეწოლა ხორციელდებ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 13 წუთის წინ
უკრაინაში ომის დროს დაღუპული რუსი ჯარისკაცის დედას სათამაშო ვეფხვი და მადლობის წერილი გადასცეს, - იტყობინება დამოუკიდებელი გამოცემა RusNews-ი. დაღუპული ჯარისკაცი 83-ე სადესანტო-სამხედრო ბრიგადაში მსახ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 15 წუთის წინ
საქართველოს ნაკრები სომხეთს დიდი ანგარიშით უგებს. მატჩის 35-ე წუთზე ჯვაროსნები 5-0 იგებენ. მიქაუტაძის დუბლით, საქართველოს ნაკრები დამაჯერებლად იმარჯვებს. მანამდე, ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვ...
სპორტი • 56 წუთის წინ
საქართველოს ნაკრები სომხეთს დიდი ანგარიშით უგებს. მატჩის 27-ე წუთზე ჯავროსნები 4-0 იგებენ.
სპორტი • 14:33
კარდიოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სოლომონ ზეიკიძე სოცქსელში წერს: სანამ საქართველოში დაინერგებოდა ინტერვენციული კარდიოლოგია (კორონაროგრაფია, სტენტირება, შუნტირება), მანამდე ერევანშ...
სოცმედია • 14:23
საქართველოს ნაკრები სომხეთს უგებს - ჯვაროსნების ნახევარმცველმა სომხების კარი პირველივე წუთებზე აიღო. წიტაიშვილის საგოლე გადაცემა ნაკრების 16 ნომერმა კარგად გამოიყენა და ანგარიში გახსნა.
სპორტი • 14:11
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა