„არმენოფობია უმეტესად იმ ადამიანებს ახასიათებთ, რომლებმაც არ აქვთ უშუალო შეხება სომეხებთან... მხოლოდ მდაბიო და უგემოვნო ანეგდოტები მოუსმენია უბანში ჭორიკანა მეზობლებისგან... ფეხბურთში გამარჯვებას საქართველოს ვუსურვებ“ - სოლომონ ზეიკიძე

სოცმედია 23 მარტი 14:23

ზეიკიძე

კარდიოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სოლომონ ზეიკიძე სოცქსელში წერს:

სანამ საქართველოში დაინერგებოდა ინტერვენციული კარდიოლოგია (კორონაროგრაფია, სტენტირება, შუნტირება), მანამდე ერევანში მიგყვავდა პაციენტები. ამერიკული თუ ევროპული სომხური დიასპორის დახმარებით მათ უკვე ჰქონდათ შესაბამისი აპარატურა და მომზადებული სამედიცინო პერსონალიც ჰყავდათ (ევროპა მაშინ მხოლოდ ერთეული მდიდარი ადამიანებისთვის იყო ხელმისაწვდომი).ერევანში და, ზოგადად, სომხეთში ყოფნისას არც მე და არც ჩემს პაციენტებს არ გვიგვრძვნია, რომ უცხო ქვეყანაში ვიყავით, იმდენად გულთბილი, შინაურული და კეთილმოსურნე დამოკიდებულება იყო მასპინძლების მხრიდან. შინ მიპატიჟებიდან დაწყებული ქალაქის დათვალიერებით, ისტორიული ძეგლების მონახულებით და ბოლოს, მეგობრული სუფრითა და ჩვენი ქვეყნების მეგობრობის სადღეგრძელოებით დამთავრებული.შემიძლია თამამად ვთქვა, ასეთი განსწავლული და კულტურული ინტელიგენციით ბევრი ერი ვერ დაიკვეხნის!ვიცი, მავანნი შემახსენებენ ჩვენი პირველი რესპუბლიკის დროს მომხდარ სამხედრო კონფლიქტს, აფხაზეთის ომის ტრაგიკულ ამბებს, არასასიამოვნო მიკერძოებას გასტრონომიულ თუ ლიტერატურულ-ისტორიული ძეგლების მიმართ, მომიყვანენ რეალურ თუ მითიურ ამბებს, მომიყვებიან ვადაგასულ და უკბილო ანეგდოტებს და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს კარგად ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ დედამიწაზე ალბათ, იშვიათია ასეთი უძველესი და მრავალჭირგამოვლილი ერები, რომლებსაც საერთო და დადებითი გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე ზემოთჩამოთვლილი ამბები და რომლებიც ასე ჰგვანან ერთმანეთს თითქმის საერთო ისტორიით, უამრავი ტრადიციით, შერეული ოჯახებით, სამეფო დინასტიებიც კი ხშირად საერთო გქვონდა, სომეხი დედოფლები გვიზრდიდნენ სახელოვან მეფეებს, მტერს ხშირად ერთად ვებრძოდით და ლხინიც ხშირად საერთო გვქონდა!არმენოფობია უკიდურეს პროვინციალიზმად მიმაჩნია, რომელიც უმეტესად იმ ადამიანებს ახასიათებთ, რომლებმაც სომხეთის კი არა, საქართველოს ისტორიაც არ იციან, ვისაც არ აქვთ უშუალო შეხება სომეხებთან, არ ჰყავთ სომეხი მეგობარი (მეგობრები). მხოლოდ მდაბიო და უგემოვნო ანეგდოტები მოუსმენია უბანში ჭორიკანა მეზობლებისგან.მოდით, ერთი წამით ჩავიხედოთ საქართველოს ისტორიაში, თუნდაც გურამიშვილი გავიხსენოთ - „კახელების აღმა ხნული, ქართლელებმა დაღმა ფარცხეს“... ხომ კარგად ვიცით, როგორ ექიშპებოდნენ ერთმანეთს საქართველოს სხვადასხვა კუთეები და განა, ეს ყველაფერი იმის საფუძველს გვაძლევს, რომ წამდაუწუმ ერთმანეთს შევახსენით და ვიდაოთ ამაზე. ეს ხომ უკვე ისტორიის კუთვნილებაა და ამის წამოძახება უგუნურება და მავნებლობა!კულტურული და ცივილური ადამიანები ასე არ იქცევიან. რამდენი ანეგდოტი მოგვისმენია საქართველოს სხვადასხვა კუთხეზე. ეს ხომ ჩვეულებრივი იუმორია, გასართობად და შესაქცევად მოგონილი. მიუხედავად ამისა, ჩვენ, ყველას ერთმანეთი ძალიან გვიყვარს.მოდით, ასეთივე თუ არა, მსგავსი თვალით შევეხდოთ სომხებს. ჩვენ ხომ ბედმა გვარგვუნა სამარადისოდ მეზობლად ყოფნა და იმედია, დიდ წარმატებებსაც ჩვენი მომავალი თაობები ერთად მიაღწევენ!იმედი მინდა ვიქონიო, რომ ისინი ჩვენზე გაცილებით პროგრესულები და ჭკვიანები იქნებიან!  P.S.ფეხბურთში გამარჯვებას, რა თქმა უნდა, საქართველოს ვუსურვებ!   

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი
„მძინარე გიგას მთელი ძალით დავახტი...“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარა ჩერგოლეიშვილი: მძინარე გიგას მთელი ძალით დავახტი (ვინც "უხამსობა" გაიფიქრეთ, ყველას გიმახსოვრებთ) - სიხარული რო დაგაფრინდება, მთელი დღე კარგ ხასიათზე ივლი მეთქი და სიხარული ღამით უკვე დამაფრინდ...

სოცმედია 23 წუთის წინ

დავით ჩხაპელია
უკრაინაში მებრძოლ ქართველს რუსულმა სასამართლომ 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა - დავით ჩხაპელიას პირველი კომენტარი

უკრაინაში მებრძოლ დავით ჩხაპელიას რუსეთის მიერ ანექსირებულმა დონეცკის ე.წ. სასამართლომ 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ჩხაპელია "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის მიერ მართული სასამართ...

რუსეთ-უკრაინის ომი 27 წუთის წინ

მიხეილ სააკაშვილი
„ვისაც ეს ამბავი გულს არ გიხეთქავთ, რა გიხარიათ???? თქვენ აქტივისტებს სდიეთ ჯარიმებით და პარლამენტარობა ითამაშეთ“ - რა დოკუმენსტა ქვეყნებს თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თნა ხიდაშელი: ეს არის აშშ სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს დღევანდელი შეხვედრა-საუბრები. იმის შემდეგ რაც რუსეთსა და უკრაინასთან შავ ზღვაზე შეთანხმება შედგა მარკო რუბიო ესაუბრა...

პოლიტიკა 46 წუთის წინ

ივანიშვილი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ივანიშვილის "ბოდიშის მოხდის" განცხადებას ახსენებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებას, სოხუმის აეროპორტში რუსული ავიახაზების რეგულარული ფრენების შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით,...

პოლიტიკა 51 წუთის წინ

კალაძეეეეეეეეეეეეეე
დიღმის მრავალფუნქციურ ცენტრში კაფეს მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

დიდ დიღომში მდებარე მრავალფუნქციურ ცენტრში კაფეს მოსაწყობად ფართის იჯარით გაცემაზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება.   ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხად...

საზოგადოება 52 წუთის წინ

ნარკოდანაშაული დაკავება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუმინეთის 4 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუმინეთის 4 მოქა...

კრიმინალი 55 წუთის წინ