საქართველოს ბანკის Ads მენეჯერში ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომელიც ბიზნესებს შეთავაზების შექმნას გაუმარტივებს
ბიზნესი & ეკონომიკა • 1742547901
საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, შეთავაზებების პლატფორმა - Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომელიც ფოტოების მარაგს წარმოადგენს მომხმარებლებისთვის შეთავაზებების შესაქმნელად. პლატფორმა ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს ბანკის 1 500 000-ზე მეტ ციფრულ მომხმარებელს საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი სრულიად უფასოდ გააცნოს და ამით გაყიდვები გაზარდოს.
აღნიშნული სიახლის მეშვეობით ბიზნეს მომხმარებლებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის ფოტო არ აქვთ, შეუძლიათ Ads მენეჯერში არსებული ფოტო მარაგიდან შეარჩიონ სასურველი ვიზუალი. ამისთვის მათ შეთავაზების შექმნის პროცესში საძიებო ველში ინგლისურად უნდა ჩაწერონ სიტყვა, რომელიც მათი ბიზნესის საქმიანობას გამოხატავს, რის შემდეგაც რელევანტურ ფოტოები გამოუჩნდებათ. შემდეგ კი, ისინი შეძლებენ სასურველი ვიზუალის არჩევას და გამოყენებას. აღსანიშნავია, რომ არჩეულ ფოტოს შეთავაზების დასრულებამდე მხოლოდ ერთი ბიზნესი გამოიყენებს და მომხმარებლებს მსგავსი ვიზუალით სხვა შეთავაზება არ შეხვდებათ.
თუ ხართ კომპანიის დირექტორი, შეთავაზების შექმნისთვის ეწვიეთ manager.bog.ge-ს, სადაც ავტორიზაციას იმ სახელითა და პაროლით შეძლებთ, რომლითაც ბიზნეს მობილბანკში/ინტერნეტბანკში ხართ დარეგისტრირებული და რომლითაც ფიზიკური პირის მობილბანკში სარგებლობთ. ხოლო თუ მარკეტერი ხართ, ამ შემთხვევაში დირექტორმა უნდა გაგიწეროთ შესაბამისი როლი/წვდომა
შეთავაზების შექმნის ინსტრუქცია ნახეთ აქ:
უფრო ვრცლად, Ads მენეჯერის გამოყენებაზე ბიზნესკურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.
მაკო გომური გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "ქოცების სასამართლოში არ მივა". მისი თქმით, გიორგი გახარიაც კი იმსახურებს, რომ სამართლიანმა სასამ...
პოლიტიკა • 1762958294
პროკურატურამ ივანიშვილის ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ზაუტაშვილს და მის ძმას, ნიკა ზაუტაშვილს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. "შინა...
კრიმინალი • 1762955531
იტალიაში, ქალაქ რომში, ტანსაცმლისა და სამკაულების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიიდან მოპარულია 200 ევროს ღირებ...
კრიმინალი • 1762955427
"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია" | ასე პასუხობს ევროკომისიის წარმომადგენელი დავიდ კულენი არქიმანდრიტ დოროთე...
პოლიტიკა • 1762953937
გიორგი გახარიას გუნდში ექსპრემიერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას "ივანიშვილის პერსონალურ ვენდეტად" აფასებენ. როგორც ანა ბუჩუკური "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, ბიძინა ივანიშვილ...
პოლიტიკა • 1762952375
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: რა ვიცი... ვიცი? არ ვიცი?! ანუ "აბა რა ეგონა(თ)...აი, გახარიას საქმე ეგრეა - არც "აქ" დაედგომება და არც "იქ - ანა".და ის, ალტერეგო რომ ჰყავს - შარა-შარა-შიძე, ნაცმოძრაობის...
სოცმედია • 1762950250












