1742716079
ვიდეო: „გუშინ დამადგა იმედის ჟურნალისტი...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
პოლიტიკა • 22 მარტი 4:12
2023 წლის დეკემბერში გერმანიის ფედერალურმა საკანონმდებლო ორგანომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად დაასახელა. შედეგად, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიღების პროცედურები სპეციალური წესებით მიმდინარეობს და გართულებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ თავშესაფრის მაძიებლებს ძირითადად განაცხადზე უარს ეუბნებიან, რადგან ისინი "უსაფრთხო ქვეყნის" სტატუსის მქონე ქვეყნიდან არიან.
ახლა, ბერლინის სასამართლო ამბობს, რომ არსებობს სერიოზული ეჭვები, შეესაბამება თუ არა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად დასახელება ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
DW-ის ცნობით, სასამართლო ახლა ქართველი წყვილის საქმეს განიხილავს. კერძოდ, მათ გერმანიას თავშესაფრის მოთხოვნით მიმართეს, თუმცა იმის გამო, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში არის შეყვანილი, მათ თავშესაფარზე უარი ეთქვათ. ცოლ-ქმარმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და სასამართლოს მიმართეს. როგორც DW წერს, ისინი საქართველოში, საჯარო სამსახურში მუშაობდნენ - თუმცა პროევროპულ აქციებში მონაწილეობის და პროტესტის გამო, ქმარმა სამსახური დაკარგა, ხოლო ცოლს საყვედური გამოუცხადეს. მათ ქვეყნის დატოვება მოუწიათ.
"არსებობს სერიოზული ეჭვები, შეესაბამება თუ არა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად დასახელება ევროკავშირის კანონმდებლობას", - ნათქვამია სასამართლოს განაჩენში.
იქვე აღნიშნულია, რომ ადრე, ლუქსემბურგის ევროპულმა სასამართლომ მოლდოვას საქმის განხილვისას დაადგინა, რომ არც ერთი ქვეყანა არ შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ, თუ მისი ტერიტორიის ნაწილი მაინც არ არის უსაფრთხოდ - "საქართველოს შემთხვევაში, ეს ეხება ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს", - მიიჩნევს ბერლინის სასამართლო. მათ დასძინეს, რომ საქართველოში, შესაძლოა, ლგბტ უფლებებიც დაირღვეს.
ბერლინის სასამართლოს სპიკერის განცხადებით, განაჩენი ნიშნავს, რომ ქართველ წყვილს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გერმანიაში დარჩენა შეუძლია.
"გილოცავ დე“ - მიქაუტაძე გოლის გატანის შემდეგ
სპორტი • 23 მარტი 16:12
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო მატჩში „დინამო არენაზე“ სომხეთის ნაკრებს უმასპინძლა, 6:1 დაამარცხა-ჯვაროსნები კვლავ B დივიზიონში ითამაშებენ.
სპორტი • 23 მარტი 16:02
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართული დაძაბული შეხვედრის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოზე ზეწოლა ხორციელდებ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 23 მარტი 15:27
უკრაინაში ომის დროს დაღუპული რუსი ჯარისკაცის დედას სათამაშო ვეფხვი და მადლობის წერილი გადასცეს, - იტყობინება დამოუკიდებელი გამოცემა RusNews-ი. დაღუპული ჯარისკაცი 83-ე სადესანტო-სამხედრო ბრიგადაში მსახ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 23 მარტი 15:24
საქართველოს ნაკრები სომხეთს დიდი ანგარიშით უგებს. მატჩის 35-ე წუთზე ჯვაროსნები 5-0 იგებენ. მიქაუტაძის დუბლით, საქართველოს ნაკრები დამაჯერებლად იმარჯვებს. მანამდე, ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვ...
სპორტი • 23 მარტი 14:43
საქართველოს ნაკრები სომხეთს დიდი ანგარიშით უგებს. მატჩის 27-ე წუთზე ჯავროსნები 4-0 იგებენ.
სპორტი • 23 მარტი 14:33
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა