„აქციებზე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 147 შემთხვევა დაფიქსირდა... 5000-ლარიანი ჯარიმა პოლიციამ 17 ჟურნალისტს გამოუწერა“ - CMIS

პოლიტიკა 21 მარტი 7:12

მაკა ჩიხლაძე ცემა

„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ ცნობით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 147 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არიან "ტვ პირველის" ჟურნალისტები და ოპერატორები.

 

ორგანიზაცია წერს, რომ 5000-ლარიანი ჯარიმა კი პოლიციამ 17 ჟურნალისტს გამოუწერა.

„თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ტენდენციის სახე მიიღო ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების მუშაობაში ხელშეშლის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, ტექნიკის დაზიანების ან ჩამორთმევის შემთხვევებმა. ბოლო პერიოდში ასევე ტენდენციად იქცა საპროტესტო აქციის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების დაჯარიმება გზის გადაკეტვის საფუძვლით. დაფიქსირდა კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო ჟურნალისტების შევიწროებისა და სამსახურიდან გაშვების შემთხვევებიც.

„მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე ან/და აქციებთან დაკავშირებულ შემთხვევებში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 124 ინციდენტი აღწერა, რა დროსაც ჯამში 147 ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი გახდა რეპრესიების სამიზნე. აქედან, 24 რეპორტიორი ერთზე მეტჯერ დაშავდა და დაუზიანდა ტექნიკა, ან/და დაშავდა ფიზიკურად, დაჯარიმდა ან საქმე აღიძრა მათ წინააღმდეგ. ფინანსური ჯარიმა, 5000 ლარის ოდენობით, სავალი გზის გადაკეტვის საფუძვლით, პოლიციამ 17 ჟურნალისტს გამოუწერა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თამილა დოლიძემ
"შთაბეჭდილება მაქვს, რომ მასონური ლოჟაა ამ ყველაფერში ჩარეული დედას გეფიცებით" - საზმაუს ბორდის წევრი

"შთაბეჭდილება მაქვს, რომ მასონური ლოჟაა ამ ყველაფერში ჩარეული დედას გეფიცებით". - თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, თამილა დოლიძემ 21 მარტს გამართულ შეხვედრაზეცნობისთვის, საზოგად...

პოლიტიკა 15:53

ლევან მაჭავარიანი
"მივმართავ ახალგაზრდებს, უმორჩილესად ვთხოვ, დრო გამონახონ და თვალყური ადევნონ კომისიის მუშაობას“ - ლევან მაჭავარიანი ე.წ. ენმ-ს საქმიანობის შემსწავლელ კომისიასზე

"მივმართავ ახალგაზრდებს, უმორჩილესად ვთხოვ, დრო გამონახონ და თვალყური ადევნონ კომისიის მუშაობას, რეალურად დაინახონ, რას ნიშნავს ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმი და შემდეგ გაავლონ პარალელი, როგორ დე...

პოლიტიკა 15:42

ჩიკვაიძე
„გიორგი ჩიკვაიძესთან 2 პირი შევიდა, განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა“ - პაპიაშვილი

 მოშმშილე გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი გლდანის ციხის კლინიკაში პატიმარზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს. ირაკლი პაპიაშვილის განცახდებით, ადვოკატის წამოსვლის შემდგე, ჩიკვაიძესთან 2 პი...

პოლიტიკა 15:32

ნინო ზაუტაშვილი
"დაშინების მცდელობაა, მოკვლევა ვასილ მაღლაფერიძის ბრძანებით დაიწყეს" - ნინო ზაუტაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ მათი პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ საკითხის მოკვლევას ნინო ზაუტაშვილი დაშინების მცდელობად აფასებს.   საუბარია საზოგადოებრ...

პოლიტიკა 13:52

საზმაუ
„ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები“ - საზმაუს ბორდი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილისა და კიდევ ორი ჟურნალისტის საქმის პროკურატურაში გაგზავნას ითხოვენ

დაიწყება თუ არა შურისძიების ახალი სერია ჟურნალისტების წინააღმდეგ - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მათი პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი რეპორტიორების წინააღმდეგ საკითხზე მსჯელობა დაასრუ...

პოლიტიკა 13:50

სვეტიცხოვლი
სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყალი ჩავიდა

სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყალი ჩავიდა - ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.   გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილ...

საზოგადოება 13:45