"დამირეკა, მამა მიშველეო" - ომარ ოკრიბელაშვილი სავარაუდოდ, გლდანიდან რუსთავის ციხეში იძულებით გადაჰყვათ
პოლიტიკა • 1742033051

სინდისის პატიმარი, ომარ ოკრიბელაშვილი, სავარაუდოდ გლანდიდან რუსთავის ციხეში იძულებით გადაჰყვათ - ამის შესახებ მისმა უფლებადამცველმა "პირველებთან" განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ომარ ოკრიბელაშვილმა მას უთხრა, რომ ათამდე ბადრაგი საკანში შეუცვივდა და იძულებით ცდილობენ მის ნომერ მე-12 დაწესებულებაში გადაყვანას.
რუსთვის ციხეში გადაყვანის შემთხვევაში, უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ ომარს არაადამიანურად და დამამცირებლად მოეპყრობიან.
გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულება ადვოკატსა და ოჯახის წევრებს შესაძლო ეტაპირების შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ აწვდის.
დღეს დილით ომარი მირეკავს და მეუბნება ესეთ რამეს დაახლოებით ათ კაცამდე ბადრაგები შემოცვივდნენ ჩემს საკანში და იძულებით ცდილობენ ჩემს ნომერ 12 დაწესებულებაში გადაყვანას. ჩვენ არ ვუწევთ რეკომენდაციას, რომ გადაიყვანონ ეს ორი ბრალდებული 12 დაწესებულებაში, იმიტომ რომ დარწმუნებულები ვართ, რომ მათ მიმართ განხორციელდება არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა. ჩვენ დაუყოვნებლივ დავუკავშირდით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც და დღეს ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ იძულებას აქვს ადგილი ომარ ოკრიბელაშვილის მიმართ. მე მოვუწოდებ პენიტენციურ დაწესებულებს, რომ შეაჩერონ ზეწოლა პატიმრებზე და შეაჩერონ არაადამიანური დამამცირებელი მოპყრობა, როგორც ომარ ოკრიბელაშვილის მიმართ, ისე საბა მეფარიშვილის მიმართ და ყურადღება მიაქცია განსაკუთრებულად იმას, რომ ჩვენ გვაქვს განცხადება შეტანილი არაერთი და ადვოკატები ვითხოვთ, რომ ეს ორი ადამიანი გაჩერდეს პატიმრობის მოხდის ვადამდე მერვე პენიტენციურ განყოფილებაში", - ამბობს ადვოკატი.
ირკვევა, რომ აღნიშნულის შესახებ სინდისის პატიმარმა თავდაპირველად მამას დაურეკა და შველა სთხოვა.
გიორგი ოკრიბელაშვილი ვარაუდობს, რომ მისი შვილის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა, ომარისა და სინდისის პატიმარ, ნიკოლოზ ჯავახიშვილის შეხვედრის გამო სურთ.
"ჯავახიშვილი და ომარი გადააეჩეხნენ ერთმანეთს და ჩაეხუტნენ. მეგობრები არიან უნდათ რომ ეს კავშირი შეწყვიტონ მაქსიმალურად", - ამბობს ის.
ზარი იყო მამამ მიშველეო. გადაყვანა უნდათ ჩემიო, რატომ რა მიზეზითო არ ვიცი ყველაფერი ვერ მითრა. ნებაყოფლობის გარეშე, როცა აიძულებს ადამიანი ესე იგი ფიზიკური ზეწოლაა. შეტანილი მაქვს საბუთები, იმისათვის რომ არ გადაიყვანონ და მაინც დააპირეს გადაყვანა. ეს არის კონკრეტულად, რამდენიმე ბადრაგზე გადაყვანილი, რომელსაც ურთიერთობა არ ჰქონდათ ჯავახიშვილთან და ომარი ოკრიბელაშვილთან, მოხდა ასეთი შემთხვევა, რომ გადააჩეხინე ერთმანეთს და ჩაეხუტნენ. მეგობრები არიან კი ბატონო, მაგრამ უნდათ რომ ეს კავშირი შეწყვიტონ მაქსიმალურად", - ამბობს ომარ ოკრიბელაშვილის მამა.
ომარ ოკრიბელაშვილის დედას ეჭვი არ ეპარება, რომ მისი შვილის გადაყვანა რუსთავეის მე-12 დაწესებულებაში წინასწარ იყო დაგეგმილი .
ჩვენ ვიყავით შეთანხმებულები, რომ ეს ბავშვი ბოლომდე უნდა ყოფილიყო აქ და ბოლომდე მოეხადა სასჯელი სანამ პატიმრობაში იქნებოდა. ესემესი მომდის ხოლმე ორივე შეხვედრის ერთად. ერთი მომივიდა მარტო 12- ში 11 საათზე და 25- შიც მექნება დედაო, მაგრამ 25 არ მომსვლია. წინასწარ ჰქონდათ ეტყობა განზრახ დაგეგმილი და მეორე ესემესი მაგიტომ არ მომივიდა გადაჰყვათ ეტყობა რუსთავში", - ამბობს ომარ ოკრიბელაშვილის დედა.
ცნობისთვის, ომარ ოკრიბელაშვილი "ჯებირების საქმის" ერთ-ერთი ბრალდებულია.
ომარ ოკრიბელაშვილს და საბა მეფარიშვილს სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, რაც ამნისტიით 2,5 წელი გახდა. აქედან ერთი წელი პირობით სასჯელად ჩაითვალა, ხოლო წელიწად-ნახევარი - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად. ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი 8 თვეა სასჯელს იხდიან, შესაბამისად, ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებენ.შეგახსენებთ, რომ 20 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს.

~შსს-ს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მო...
კრიმინალი • 1745738151

ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნება სათუო ხდება.ევროკავშირი აპირებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლები გააფართოვეს, მეორე მხრივ კი, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ უვიზო მიმოსვლა „ღვ...
პოლიტიკა • 1745736664

გრუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა აღიარა ჩრდილო კორეელი სამხედროების მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში. კერძოდ, გერასიმოვმა პუტინს კურსკის ოლქის "გათავისუფლება" უპატაკა, სადაც...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745735958

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 აპრილის დღის ბოლოდან 27 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერ...
საზოგადოება • 1745735245

კანადაში, ვანკუვერში მანქანა ფესტივალის დროს ხალხში შევარდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები, თუმცა მათი რიცხვი არ კონკრეტდება. მანქანის მძღოლი დაკავებულია. შემთხვევა კი...
მსოფლიო • 1745734900

ვაფასებ ტრამპისა და მისი გუნდის მუშაობას უკრაინაში, პუტინის ბარბაროსული ომის სამართლიანად დასასრულებლად - წერს x-ზე რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და რუსეთის წინააღმდეგ, დამატებითი სანქციების დაწე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745734818