1742183239
„ეს ადამიანი ჩემთვის აქტუალური და საინტერესო არ არის... ღარ არის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ არალეგიტიმური პრეზიდენტი გვყავს“ - ლევან ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე
პოლიტიკა • 16 მარტი 4:06
„ოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აშშ-ის ელჩისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრას და იმ შეფასებებს ეხმაურება, რაც ამ შეხვედრას მოჰყვა. მელია წერს, რომ ეს ფაქტი რეჟიმის ლეგიტიმაციას არ ნიშნავს და რომ სათქმელი დგება დიპლომატიური ფორმით:
"ძალიან გადაჭარბებული და ზედმეტად ემოციური ვნებათაღელვა მოჰყვა ამერიკის ელჩ დანიგანისა და ბოჭორიშვილის შეხევდრას.
ვნებათაღელვა ისე აგორდა, რომ ე.წ. "ბაბლს" ფაქტობრივად ყურადღება არ მიუქცევია მკაცრი დიპლომატიური ტექსტისათვის, სადაც მარტივად შეიძლებოდა ელჩის ძირითადი "მესიჯის" ამოკითხვა.
ელჩი, აშშ-ში ახალ ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა ქვეყანასთან მიმართებაში სამოქმედო გეგმით/პრიორიტეტებით .
შესაბამისად, უნდა შემდგარიყო კომუნიკაცია, რომ მომხდარიყო ამ ინფორმაციის მიმოცვლა, გადაცემა რეჟიმისათვის.
რა იყო ეს ინფორმაცია, რომლის გადაცემაც მოხდა, მოგვიანებით გავიგებთ, თუმცა ფაქტია, საელჩოს მოკლე და კონკრეტულ ტექსტში წერია:
"ელჩმა გააცნო ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება."
ეს ტექსტი ნიშნავს იმას რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ვერ ხედავს ამ ეტაპზე "სერიოზულ დამოკიდებულებას" და ურთიერთობები "გასაუმჯობესებელია".
გაუმჯობესება შესაძლოა მოხდეს მხოლოდ არსებული პოლიტიკური კრიზისის გზაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით - ანუ დიდი ალბათობით, ახალი ადმინისტრაცია ითხოვს იმის მსგავს ნაბიჯებს, როგორსაც ვითხოვთ ჩვენ.
უბრალოდ, ეს მოთხოვნა დგება დიპლომატიური ენითა და დიპლომატიური ფორმით და არაფერი აქვს საერთო "აღიარებასა" და "რეჟიმის ლეგიტიმაციასთან".
ამისთვის არიან ქვეყანაში ელჩები - აქვთ თავისი ამოცანები და მათი ქვეყნების ინტერესების გამოხატვის კონკრეტული დიპლომატიური ფორმები.." წერს ნიკა მელია.
"ჯიდაში მოლაპარაკებებისა და ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკის წინადადების შემდეგ, რუსეთმა თითქმის კიდევ ერთი კვირა მოიპარა - ომის კვირა, რომელიც მხოლოდ რუსეთს სურს. დიპლომატიის კიდევ უფრო გაა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 28 წუთის წინ
გერმანული მედიის ინფორმაციით, გერმანიის პოლიცია ეძებს ქართველ კაცს, 46 წლის თენგიზ კაკიაშვილს, რომელმაც ქალაქ გერაში ცოლს ტრამვაიში აალებადი სითხე შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მომხდარის შემდეგ მგზავრებმა...
კრიმინალი • 30 წუთის წინ
“მთის ამბების” რედაქტორი “პირველებთან” მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალებს იხსენებს. ჟურნალისტი ყვება, რომ პოლიციელები, რომლებმაც მასზე იძალადეს, შეიარაღებულები იყვნენ. მისი თქმით, ძალოვანები მა...
საზოგადოება • 31 წუთის წინ
“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას, თქვა: ...
პოლიტიკა • 36 წუთის წინ
ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე 2023 წლის 31 იანვრით დათარიღებულ წინასწარმეტყველას ავრცელებს. მას უცვლელად გთავაზობთ: “გამოჩნდა, ვიზეც ჯერ კიდევ 1995 წელს ვიწინ...
სოცმედია • 41 წუთის წინ
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, სტივ ვიტკოვის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო პირობებზე "ამ კვირაში" ისაუბრებენ. როგორც ვიტკ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 16 მარტი 17:14
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა