"დაშინების მცდელობაა, მოკვლევა ვასილ მაღლაფერიძის ბრძანებით დაიწყეს" - ნინო ზაუტაშვილი

პოლიტიკა 22 მარტი 13:52

ნინო ზაუტაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ მათი პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ საკითხის მოკვლევას ნინო ზაუტაშვილი დაშინების მცდელობად აფასებს.

 

საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, სადაც პირველი არხის ბორდის წევრებმა არხის ტელევიზიის მენეჯმენტს ვასილ ივანონ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის საქმის პროკურატურაში წაღება შესთავაზეს. 
ჟურნალისტი ხელს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ადებს და პირდაპირ ამბობს, რომ მიმდინარე პროცესების უკან ვასილ მაღლაფერიძე დგას.

რა იდეებიც არ უნდა მიეწოდებინათ მათ ერთმანეთისთვის და ბრძანებები გაეცათ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისთვის, ეს ყველაფერი დავიწყოთ იქიდან, რომ იყო უკანონო, იმიტომ რომ ეს მოკვლევა იყო ერთი ადამიანის, ბორდის თავმჯდომარის, ვასიკო მაღლაფერიძის მითითებით, განცხადებითა და ბრძანებით, რომ დაეწყოთ მოკვლევა, არანაირი კენჭის ყრა, არანაირი გადაწყვეტილების მიღება და შეთანხმება ამას საფუძვლად არ ედო. ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება. რაღაც ჭორაობის ტოლფასი, გაუგებარი გასაუბრებები სრულიად, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა იძახონ, ეს არის დაშინების მცდელობა", - ამბობს ნინო ზაუტაშვილი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მათი პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი რეპორტიორების წინააღმდეგ საკითხზე მსჯელობა დაასრულა. პირველი არხის ბორდის წევრებმა არხის ტელევიზიის მენეჯმენტს ვასილ ივანონ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის საქმის პროკურატურაში წაღება შესთავაზეს.

 

სამეურვეო საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე ის ჟურნალისტები, რომლებიც ქვეყანაში არსებული მოვლენების ობიექტურად გაშუქებასა და საზოგადოებისთვის "ქართული ოცნების" ინტერესებისგან დაცლილი მედიაპროდუქტის ჩვენებას ითხოვდნენ, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულეს. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სკანდალი ტრამპი
დიდი სკანდალი: ტრამპის ადმინისტრაციამ ჟურნალისტი შემთხვევით იერიშების განხილვის ჩატში დაამატა

გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ის შემთხვევით დაამატეს Signal-ის დახურულ ჩატში, რომელშიც იემენზე იერიშები განიხილებოდა.  ...

მსოფლიო 20:57

კახა კალაძე
„რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლისთვის დაიწყება, რადგან კვლევამ აჩვენა, რომ გაცილებით მასშტაბური და ხანგრძლივი სამუშაოა ჩასატარებელი, ვიდრე დაგეგმილი იყო“ - კახა კალაძე

„რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლისთვის დაიწყება, დაგეგმილზე გაცილებით მეტი დროა საჭირო, რათა კომუნიკაციები მოწესრიგდეს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გადაც...

პოლიტიკა 20:54

კახა კალაძე
„საქართველოს მოუწია ბეწვის ხიდზე გავლა, იყო იმის საფრთხე, რომ ქვეყანას სახელმწიფოებრიობა დაეკარგა“ - კახა კალაძე

«ჩვენი მხრიდან არ იყო მარტივი ის, რომ არ გადავდგით ნაბიჯი და  მავანს არ მივეცით შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული ყოფილიყო სხვა რომელიღაც დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ამისთვის შ...

პოლიტიკა 20:52

კახა კალაძე
„ჩვენი პოლიტიკით მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობამ კი მოიტანა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“ - კახა კალაძე

„იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობამ მოიტანა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება“, -...

პოლიტიკა 20:52

კალაძეეეეეეეეეეეე
„რა თქმა უნდა, გვაქვს სურვილი, რომ აშშ-თან ურთიერთობები გადაიტვირთოს და აღდგეს“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორული ურთიერთობები გადაიტვირთოს და აღდგეს.   როგორც მან გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა,...

პოლიტიკა 20:51

კახა კალაძე
„რამდენიმე ადამიანის უგუნური ქმედება სომეხ ხალხთან მეგობრობას და ძმობას ვერ შეცვლის“ - კახა კალაძე

„როცა გასვლით შეხვედრაზე ძალიან მეგობრულად მიგიღეს, კარგი დახვედრა მოგიწყვეს, რას ერჩოდი ამ ხალხს? არ იყო სწორი ქმედება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას ისაუბრა...

პოლიტიკა 20:50