ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია - რა წერია აშშ-ის კონგრესში წარდგენილ საკანონმდებლო აქტში საქართველოზე

პოლიტიკა 14/7/2022 • 6:55

კონგრესი

მიმდინარე წლის 12 ივლისს აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ იქნა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერას რეგიონისა და საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კერძოდ, აშშ-ის სენატორებმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი  – ნიუ ჰემფშირი) და მიტ რომნიმ (რესპუბლიკელი  – იუტა) სენატში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი – 2022 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას შავი ზღვის რეგიონთან მიმართებაში სტრატეგიის შემუშავებას ავალებს.

„კანონპროექტის მიხედვით, ევროკავშირისა და ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამ კუთხით, დოკუმენტი ეხმაურება უკრაინაში, საქართველოსა ან რუმინეთში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის რეგიონალური ოფისის გახსნას.

სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოების აქტი შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირებასაც ეხმაურება. კერძოდ, აქცენტი რეგიონში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის, რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებისა და რეგიონის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების ზრდის აუცილებლობაზე კეთდება.

დოკუმენტში საუბარია მოკავშირეებთან ერთად გრძელვადიანი უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაზე, რაც აღმოსავლეთ ფლანგზე მათი მუდმივ და მდგრად ყოფნას უზრუნველყოფს.

კანონპროექტი ასევე ეხმაურება და მხარს უჭერს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამი ზღვის ინიციატივას, რომელიც ადრიატიკის, ბალტიისა და შავ ზღვას შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და დაკავშირებულობის სტიმულირებას ემსახურება“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აღნიშნული კანონპროექტის თანასპონსორები არიან აშშ-ის სენატორები ტომ თილისი (რესპუბლიკელი – ჩრდილოეთ კაროლინი ), ქრის ქუნსი (დემოკრატი – დელავერი), სენატორი როჯერ უიკერი (რესპუბლიკელი – მისისიპი) და სენატორი ბენ კარდინი (დემოკრატი – მერილენდი).

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კახა კალაძე
„ხაზარაძე-ჯაფარიძეს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში თავიანთი როლი ჰქონდათ, ამიტომ ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს“ - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიძიოს, მათ შორის, ბიზნესის ნაწილში.   როგორც მან ჟურნალი...

პოლიტიკა 11:52

21 წლის მათე დევიძის სასამართლო
"ესეთ ტყუილებს როგორ ამბობენ, რომ ბავშვი 7 წელი ციხეში უნდა გაუშვან" - ხმაური რეჟიმის პატიმრის, 21 წლის მათე დევიძის სასამართლოზე

 თბილისის საქალაქო სასამართლოში, რეჟიმის პატიმრის, 21 წლის მათე დევიძის პროცესზე ხმაური იყო. გამომძიებლის გამოკითხვის დასრულებას მათეს ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა -  "უსამართლოდ იქცევიან მოსამართლ...

პოლიტიკა 11:46

დეკა საქბანკი
დეკა დეველოპმენტი ვარკეთილში ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი დეველოპერული ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „დეკა დეველოპმენტი“ ვარკეთილში ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს.   პროექტის ჯამური ღირებულებ...

ბიზნესი & ეკონომიკა 11:30

კახა კალაძე
„აბსოლუტურად სისულელეა მათი საჩივარი“ - კახა კალაძე საია-ს სარჩელზე

„თუ ასეთი პრობლემურია და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვს, გამოდის მაშინვე უნდა შეჩერებულიყო“, - ასე პასუხობს ჟურნალისტის კითხვას თბილისის მერი კახა კ...

პოლიტიკა 11:28

ჩიკვაიძე
„მიმიყვანეთ სასამართლოში - ეტყლით, საკაცით თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით“ - გიორგი ჩიკვაიძის წერილი ციხიდან

გიორგი ჩიკვაიძე მიმართვას ავრცელებს - მოშიმშილე პატიმარი სასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვს, რომელიც ხვალ, 25 მარტს გაიმართება.   დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გამომიცხადა სოლიდარობა, მე და...

პოლიტიკა 11:27

კახა კალაძე
„ამერიკული FARA-ს რუსულ კანონად წარმოჩენა ქვეყნის გარედან წამოსული დავალებაა“ - კახა კალაძე

„ეს არ არის ოპოზიციის მესიჯი, ეს არის გარედან წამოსული დავალება. კერძოდ ის, რომ ახლა უკვე FARA უნდა შეიფუთოს რუსულ კანონად. რა თქმა უნდა, ეს  გარედან წამოსული მესიჯია და  ამის მცდელობა ექნებათ“, - გან...

პოლიტიკა 11:25