ე.წ. მოლის საქმეზე სისხლის სამართლებრივი წესით დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

პოლიტიკა 1738749787

უგულავა

სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად გადაკეტვის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ 8 პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ახლა დაკავებულები სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდებიან. უცნობია, მიმართავს თუ არა პროკურატურა სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით.

აღსანიშნავია, რომ არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს, მათ ხელი დადგენილებსაც კი არ მოაწერეს. ამბობენ, რომ სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირების გამო ისჯებიან.

"პირველებმა" მოიპოვა ბრალის დადგინელება, რომელიც 8-ზე დაკავებულის შემთხვევაში იდენტურია და მხოლოდ ორი წინადადება წერია. საუბარია "სხვა პირებთან ერთად" ჯგუფურად მაგისტრალის გადაკეტვის მცდელობაზე.

აღნიშნული ჩანაწერი ადვოკატებს უჩენს განცდას, რომ შესაძლოა, დაკავებების სერია კიდევ ვიხილოთ. ინტერესების დამცველები პირდაპირ ამბობენ, რომ ახლა "ოცნეიბს" ხელისუფლება ადამიანების დაშინებას ცდილობს.

ჩაგვბარდა ბრალის დადგენილება. 8 ადმაიანს იჭერენ ორი წინადადებით და ორივე წინადადება არის ტყუილი, რომ თითქოს ეს 8 ადმაიანი სხვებთან ერთად, ანუ მოლოდინია, რომ სხვებსაც შეიძლება, ბრალი წარედგინოთ, ცდილობდნენ გზის ბლოკირებას, გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე და პოლიციის ძალისხმევის შედეგად გათავისუფლდა გზის სავალი ნაწილი. პირდაპირ ეთერში ტელევიზიის მაყურებელი უყურებდა, რომ მსგავსს ადგილი უბრალოდ არ ჰქონია. ამიტომ, როცა ასეთი ტყული გინდა აქციო ადამიანების დაჭერის საფუძვლად, ვეღარ ახერხებ, რომ ბრალის დადგენილებას რაიმე სმართლებრივი ფორმა და შინაარსი მისცე.

 

რაც შეეხება გიგის განცხადებას, რა თქმა უნდა, ის ბრალის დადგენილებას არ დაეთანხმა, ხელიც არ მოაწერა, იმიტომ, რომ ეს აბსურდიც არ არის, უბრალოდ, არაფერი წერია, - ამბობს ირაკლი აბესაძე.
 
ბრალის დადგენილებას ხელს არ აწერს და არ ეთანხმება არც დიმიტრი ბიძინაშვილი.

 

დიმიტრი ბიძინაშვილმა უარი განაცხადა ბრალის შესახებ დადგენილებაზე ხელის მოწერაზე, ვინაიდან ის თვლის, რომ ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ის არის პოლიტიკური პატიმარი და მას არ ჩაუდენია ეს დანაშაული. სახელმწიფო ედავება ამ 8 პირს, რომ ჯგუფურად სხვა პირებთან ერთად სცადეს სავალ გზაზე გადასვლა, რასაც შეეძლო, შეეფერხებინა საავტომობილო მოძრაობა. ვიდეოჩანაწერების თანახმად აღნიშნული არ დასტურდება, ეს ერთი, მეორე - რომც დასტურდებოდეს, დაცვის მხარის პოზიცია არის, რომ აღნიშნული კანონი არის არაკონსტიტუციური, არ მომხდარა მისი სათანადოდ გაცნობა მოქალაქეებისთვის, - ამბობს ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი. 
არსებობეს მოლოდინი, რომ სასამართლო პროცესი დღესვე ჩაინიშნება. დაკავებულების ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება ერთ-ერთ დაკავებულს, ირაკლი წიგნაძეს, ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სახეზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.

 

შევხვდით ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელსაც ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნება. ის აცხადებს, რომ მან იცოდა, რომ ის დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით, თუმცა ამავდროულად, მას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წესითაც არ უნდა ყოფილიყო დაკავებული. შემდგომ ის გაათავისუფლეს ხელწერილით, გამოვიდა ეზოში და ეზოშივე მოხდა მისი სისხლის სამართლებრივი წესით დაკავება. ბუნებრივია, წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით არის, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. თვალის არეში აღენიშნება დაზიანება. შემოსვლისას ის დაათვალიერა ექიმმა და ამავდროულად, სპეციალური საგამოძებო სამსახურიდან იყვნენ მოსულები და გამოიკითხა დაზიანებების თაობაზე. ის ამბობს, რომ უკვე გორაზე გადასული და მაშინ მოხდა მისი დაკავება, - ამბობს ირმა ჭკადუა. ცნობილია, რომ 8 დაკავებულის სასამართლო ორ პროცესად გაიმართება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამბასადორი გოდერძი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ გაფართოვდა

საქართველოს ბანკი ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორში პარტნიორი ბიზნესების გაძლიერებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით,  სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ გაფართოვდა და განვითარების ახალ ეტაპ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1768968017

ტრამპი პუტინი
„პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა: “ვერ ვიჯერებ, რომ ეს ომი მოაგვარე. 10 წელი ვცდილობდი ამ ომის მოგვარებას” - ტრამპი სომხეთ-აზერბაიჯანზე

“სომხეთი და აზერბაიჯანი. პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა: “ვერ ვიჯერებ, რომ ეს ომი მოაგვარე. 10 წელი ვცდილობდი ამ ომის მოგვარებას”. სომხეთი და აზერბაიჯანი მრავალი, მრავალი წელი იბრძოდნენ. და მოვახერხე ორივ...

მსოფლიო 1768967629

ტრამპი
"თუ მტრულად განწყობილი იქნება, მაშინ ჩვენ ფრანგულ ღვინოსა და შამპანურს 200%-იან ტარიფებს დავადებთ და "მშვიდობის საბჭოში" ამის შემდეგ მაინც შემოვა" - ტრამპი მაკრონზე

"თუ [მაკრონი] მტრულად განწყობილი იქნება, მაშინ ჩვენ ფრანგულ ღვინოსა და შამპანურს 200%-იან ტარიფებს დავადებთ და "მშვიდობის საბჭოში" ამის შემდეგ მაინც შემოვა" | ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი,...

მსოფლიო 1768967470

ტრამპი
"ვფიქრობ, ღმერთი ძალიან ამაყობს ჩემ მიერ გაკეთებული საქმეებით" - ტრამპი

 "ვფიქრობ, ღმერთი ძალიან ამაყობს ჩემ მიერ გაკეთებული საქმეებით" | თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე

მსოფლიო 1768967082

ცისკარიშვილი
„ნაძირალა, ჭორიკანა ხიდაშელის ქალმა საიდან მოიტანა ეს ამბავი” – პეტრე ცისკარიშვილი

ნაცმოძრაობის წევრი, პეტრე ცისკარიშვილი თინა ხიდაშელის ,,ტვ პირველთან” ინტერვიუს ეხმაურება, სახაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ადეიშვილსა და მერაბიშვილს ისე ექცეოდა, როგორც არა...

სოცმედია 1768966842

ტრამპი ხოფერია
„ჰაუ, ჰაუ, ქორო ნუ (ა)ფრენ“ - ხათუნა ხოფერია ტრამპს

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია:,,2016 წელს შევარქვი ტრამპს- ჩემი ჟღალი მიმინო! ჰოდა, ზედ დააკვდა! მიმინო არის მტაცებელი ფრინველი!ქორისებრთა ოჯახიდან. ჰაუ, ჰაუ, ქორო ნუ (ა)ფრენ!”

სოცმედია 1768966298