ფიზიკური და ფსიქოლოგიური დევნის ფონზე დასრულებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ანუ ღია და საჯარო პოლიტიკური დევნა საქართველოში და ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოყენებული ბინძური მეთოდები

პოლიტიკა 9/8/2022 • 11:13

პოლიტიკოსები

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური გარემო კვლავ მძიმე რეალობას ასახავს – ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ წარმოებული სისტემური დევნა ქართული რეალობის ყოველდღიურობად იქცა. ვრცელდება არაერთი დადასტურებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დედაქალაქსა და რეგიონებში ოპოზიციონერი აქტივისტების წინააღმდეგ იყენებს არა მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებს, არამედ კრიმინალურ ავტორიტეტებსაც, რათა ოპოზიციური მოძრაობა დასუსტდეს და დაშინების კამპანია უფრო ეფექტიანი გახდეს.

განსაკუთრებით თვალსაჩინოა ის მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს დისკრედიტაციას ახდენს, უქმნის სამართლებრივ პრობლემებს და მიზანმიმართულად უქმნის საფრთხეს მათ უსაფრთხოებას. აქტივისტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიმართ გახშირებული თავდასხმები, უკანონო დაკავებები და აგრესიული მეთვალყურეობა ცხადყოფს, რომ მმართველი ძალა მზად არის საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად დემოკრატიული პრინციპები სრულად დათმოს.

“ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო სტრუქტურები დემოკრატიული მმართველობის ნაცვლად, პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოიყენება, პოლიტიკური დევნა არა მხოლოდ ცალკეულ პირებზე, არამედ მთლიანად საზოგადოებაზე მოქმედებს. ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივ მექანიზმებზე დამოკიდებულება კიდევ უფრო ძაბავს საზოგადოებრივ გარემოს და დემოკრატიულ განვითარებას საფრთხის წინაშე აყენებს”. - განაცხადებს ჩვენთან საუბრისას პოლიტოლოგი გია ნოდია და მიმდინარე მოვლენებს  დიქტატურისკენ გადადგმულ ნაბიჯებს უწოდებს.

აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ ჩვენ ვცადეთ დავკავშირებოდით, ოპოზიციური სპექტრის ლიდერებს.

გთავაზობთ პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და  “ლელო საქართველოსთვის” ლიდერების:

ნიკა მელიასა და მამუკა ხაზარაძის ვრცელ კომენტარს, ძალადობის ფონზე დასრულებული თვითმმართველობის არჩევნებთან  დაკავშირებით:

ნიკა მელიას თქმით საქართველოში ოპოზიციურ აქტივისტად ყოფნა უკვე საშიშია:

“საქართველოში ოპოზიციურ აქტივისტად ყოფნა უკვე არამარტო რთული, არამედ საშიშია. ხელისუფლება ყველანაირ ბინძურ ხერხს იყენებს ჩვენ წინააღმდეგ – პოლიცია, კრიმინალური ელემენტები, პროპაგანდისტული მედია. ეს არის გამიზნული სისტემა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ დააშინოს და გაანეიტრალოს ყველა, ვინც თავისუფლებასა და სამართლიანობას იცავს. დღეს ოპოზიციური მოძრაობის წევრობა ავტომატურად ნიშნავს მუქარას, დევნას და, ზოგიერთ შემთხვევაში, ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც. ხელისუფლებას არ სურს განსხვავებული აზრის არსებობა და ამისთვის მზად არის ყველა საშუალება გამოიყენოს

იცით მაინც, რისი გავლა უწევთ აქტივისტებს? ყოველდღიურად იღვიძებენ შიშით, რომ მათ სახლში პოლიცია ან კრიმინალური დაჯგუფებები დააკაკუნებენ. იძულებულები არიან, დამალონ თავიანთი ადგილსამყოფელი, შეცვალონ საცხოვრებელი, ვეღარ ნახონ საკუთარი ოჯახი, რადგან ხელისუფლება მათ ყველაზე მტკივნეულ ადგილას ურტყამს – შვილების, მშობლების, საყვარელი ადამიანების მეშვეობით. იცი, რას ნიშნავს, როცა ადამიანი შენი პრინციპებისთვის იბრძვის, მაგრამ ეშინია, რომ მისი შვილი შეიძლება ქუჩაში გაიტაცონ?! ეს ყველაფერი საქართველოში ხდება – 21-ე საუკუნეში, ევროპისკენ მიმავალ ქვეყანას ხელისუფლება უკან, კრიმინალის და ტერორის ზონაში მიაქანებს, - აცხადებს ნიკა მელიამ, ჩვენთან საუბრისას და იქვე დასძენს, რომ პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, დაეხმაროს ყველა დაზარალებულს, თუმცა ისინი უძლურები არიან პოლიციისა და მთელი კრიმინალური სისტემის წინაშე.

"ჩვენ უნდა ხმა უნდა ავიმაღლოთ იმის წინააღმდეგ რომ საქართველოში ხელისუფლება აღარ ემსახურება მოქალაქეების ინტერესებს – ის ემსახურება მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას. დემოკრატია აქ მხოლოდ ფასადია, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისთვის შესანარჩუნებლად არსებობს, რეალურად კი ქვეყანა გადაქცეულია კლანური მმართველობის პოლიგონად, სადაც კანონის უზენაესობა მხოლოდ კონსტიტუციის ფურცლებზე რჩება.

ყველა ინსტიტუტი – სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია,  და თვითმმართველობის ორგანოები – დღეს ერთ მიზანს ემსახურება: ოპოზიციის, განსხვავებული აზრის და ნებისმიერი კრიტიკოსის ჩახშობას. ხელისუფლება იყენებს შერჩევით სამართალს, უკანონო თვალთვალს, დაშინებასა და ზეწოლას. ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის სტრატეგია, ეს არის ქვეყნის სრული ავტორიტარიზაციის მცდელობა.

უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია თუ როგორი ბინძური მეთოდებით ცდილობს მმართველი ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას, სიცოცხლით ვაჭრობასაც კი არ ერიდებიან, ხვდებით მაინც რაზე ვსაუბრობთ? რამდენიმე კვირის წინ ჩვენმა აქტივისტმა გამაოგნებელი ისტორია მოჰყვა მის მეგობარზე, ახალგაზრდა ბიჭზე, რომელსაც პირდაპირ აშანტაჟებს ქალაქის გამგეობის წარმომადგენელი რომ თუ ამომრჩევლების მობილიზებას არ უზრუნველყოფს “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, მისი ცოლის გადაუდებელი ოპერაციისთვის თანხას არ გამოყოფს გამგეობა.

ეს არის სიცოცხლით ვაჭრობის ჭეშმარიტი მაგალითი და ხელისუფლებას მხოლოდ მსგავსი მეთოდები აქვს დარჩენილი, რათა მმართველობა დროებით გაიხანგძლივოს" -აცხადებს ჩვენთან საუბრისას ნიკა მელია.

პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიმდინარე მოვლენებს შემდეგ შეფასებას უკეთებს:

„ჩვენ უნდა გავიგოთ ერთ რამ – საქართველოში დემოკრატია უკვე მხოლოდ დეკორაციაა. ხელისუფლებამ კანონის უზენაესობა ფორმალურად შემოინახა, მაგრამ რეალურად ყველაფერი კლანურ მმართველობაზეა აგებული. პროკურატურა, პოლიცია, სპეცსამსახურები,  – ეს სტრუქტურები დღეს პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაზე არიან გადასული. ვინც ხელისუფლებას ეწინააღმდეგება, ის ავტომატურად ხდება მათი სამიზნე. ეს აღარ არის უბრალოდ პოლიტიკური ოპონირების სივრცე – ეს არის ბრძოლა, სადაც „ქართული ოცნება“ ყოველგვარი მორალური თუ სამართლებრივი საზღვრის გარეშე მოქმედებს:

განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონებში, სადაც აღარც კი ცდილობენ დაფარონ ხელისუფლების და პოლიციის კავშირი კრიმინალთან – მმართველი ძალა აქტიურად იყენებს ე.წ. „კანონიერ ქურდებსა“ და კრიმინალურ ავტორიტეტებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ისინი არჩევნების დროს ძალადობის მეშვეობით „აკონტროლებენ“ ამომრჩევლებს, აშინებენ ოპოზიციის მხარდამჭერებს და შედეგად, ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს უწყობენ „ქართულ ოცნებას“

ამ ბრძოლაში ხელისუფლებას არანაირი მორალური თუ სამართლებრივი საზღვარი აღარ აქვს. ამიტომ, ერთადერთი ძალა, ვისაც შეუძლია შეცვალოს ეს რეალობა, თავად ხალხია. კითხვა კი მარტივია: მივცემთ უფლებას კლანურ მმართველობას, რომ საბოლოოდ წაგვართვას სახელმწიფო, თუ დავიბრუნებთ დემოკრატიას?

შემიძლია რამდენიმე პირდაპირი მაგალითი დაგისახელოთ. მაგალითად ახალგაზრდა პოლიტიკური აქტივისტი - თემურ რუხაია რომელიც ქალაქ ფოთში დაპირისპირებაში შევიდა ე.წ კანონიერი ქურდის “ბონჩოს”  კლანთან, რადგან კრიმინალები აქტიურად ცდილობდნენ მოსახლეობისთვის არჩევნების წართმევას, შემდეგ კი ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ პოლიტიკურ აქტივისტს, რომელმაც მათთვის წინააღმდეგობის გაწევა გაბედა და სამართლებრივი ბრძოლა წამოიწყო, ახალგაზრდა აქტივისტი კრიმინალების პარალელურად სხვადასხვა ტიპის ძალადობაში პირდაპირ ამხელს ფოთის პოლიციის უფროსს - თორნიკე იზორიასაც, რომელიც არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს .

განსაკუთრებით რთული და დაძაბული საარჩევნო წელი გვქონდა “ლელოს” წარმომადგენლებს, რადგან პოლიტიკურ ასპარეზზე ახლად გამოჩენილი პარტია “ლელო” მზარდი რეიტინგით გამოირჩევა, რაც დამატებითი ძალადობის მიზეზია ჩვენს აქტივისტებზე, ხოლო როგორც მოგახსენეთ განსაკუთრებული უკონტროლო აგრესია რეგიონებში ვლინდება, სადაც ქალაქები ფაქტობრივად კონკრეტული კრიმინალური ბანდების მიერ კონტროლდება.

ამის ნათელი მაგალითია ქალაქ სამტრედიაში მცხოვრები პოლიტიკური აქტივისტის და პარტიის წევრის - სალომე დვალიშვილის  შემთხვევაც, რომელიც უკვე თვეებია პირდაპირი მნიშვნელობით ებრძვის რეგიონში მიმდინარე უკანონობას . მიუხედავად იმისა, რომ მასზე და სხვა აქტივისტებზე არჩევნების წინა პერიოდშიც არაერთხელ განხორციელდა მუქარა და პოლიტიკური აგიტაციის ხელის შეშლის რამდენიმე ფაქტიც დაფიქსირდა, სალომე დაპირისპირებაში სწორედ არჩევნების დღეს შევიდა გივი მუქერიასთან რომელიც “ქართული ოცნების” სახედ ქცეული კახა კალაძის “მარჯვენა ხელი” და მისი გავლენებით გათამამებული კრიმინალური წარსულის მქონე პირია ქალაქ სამტრედიაში.

მის მფარველად ოფიციალურად არის აღიარებული ქალაქ სამტრედიის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი - გიორგი დავითულიანი, რომელიც უშუალო მუქარას და ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებდა ახალგაზრდა პოლიტიკური აქტივისტი ქალის მიმართ, აშინებდა და ემუქრებოდა მას, რათა შეეწყვიტა სამართლებრივი ბრძოლა მუქერიას წინააღმდეგ, რომლის მხრიდანაც საჯარო სივრცეში (საარჩევნო უბანზე) სასტიკი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ახლა მე თქვენ გეკითხებით - რა ქნას რუხაიამ, დვალიშვილმა და მათმა მსგავსმა ასობით აქტივისტმა? ჩვენ როგორც პარტია, ყველანაირად ვცდილობთ გვერდით ამოვუდგეთ მათ, იურისტები უწევენ მათ დახმარებას, მაგრამ არაფერი შველის კლანური სიბინძურეს, რასაც “ქართული ოცნება” ჩადის. ეს არის სისასტიკე, და სიმახინჯე, ეს არ არის დემოკრატიას, ეს არის ხალხის გამწარების და გაუბედურების გზა, რომელიც საბოლოოდ ძვირად დაგვიჯდება ყველა ჩვენგანს.

“ქართული ოცნების წარმომადგენლები  ყოველდღიურად არწმუნებენ ხალხს, რომ პოლიციის პოლიტიკური დავალებების შესრულება ნორმალურია, რომ ოპოზიციის ჩახშობა რაღაც „სტაბილურობის“ სახელით შეიძლება გამართლდეს. სინამდვილეში კი, სტაბილურობასთან ამას არაფერი აქვს საერთო – ეს არის კრიმინალიზებული რეჟიმი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ოპოზიცია, ჟურნალისტები, თავისუფალი საზოგადოების წევრები – ყველა მათგანი ყოველდღიურად ხედავს, როგორ მუშაობს სისტემა მათ წინააღმდეგ. თუ ამას არ დავუპირისპირდებით, ხვალ ქვეყანაში თავისუფალი არჩევანის, სიტყვისა და უსაფრთხოების განცდა მთლიანად გაქრება” - აღნიშნა ხაზარაძემ.

ჩვენმა ჟურნალისტმა ზემოხსენებულ შემთხვევებთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიციის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სცადა დაკავშირება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჩვენთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ კანონის სრული დაცვით. ყველა ფაქტზე მიმდინარეობს შესაბამისი მოკვლევა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, საქმე გადაეცემა შესაბამის სამართლებრივ ორგანოებს. ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება უმკაცრესად იქნება დასჯილი.“

ამასთან, უწყებამ არ გასცა კონკრეტული პასუხები კითხვებზე - რატომ არ მოხდა გივი მუქერიას დაკავება, გამოძიების რა ეტაპზეა თემურ რუხაიას მიმართ  ჩადენილი სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიება და რას აკეთებს შსს, რათა კრიმინალური ავტორიტეტები არ ერეოდნენ საარჩევნო პროცესებში, რითაც გაამყარა ეჭვი რომ სწორედ შსს და “ქართული ოცნება” უწყობს ხელს აღნიშნულ მოვლენებს და ცდილობს ოპოზიციური სპექტრის განადგურებას.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მაჩალიკაშვილი
„ეხლა რასაც დავწერ ეს დანებებად და იმედის დაკარგვად არ ჩამთვალოთ“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოცქსელში წერს: ეხლა რასაც დავწერ ეს დანებებად და იმედის დაკარგვად არ ჩამთვალოთ.უბრალოდ პოზიცია უნდა შევცვალო, ქოცების ლანძღვა გინებას უნდა მოვეშვა.რაც შეხება წულუკიანის ფილმს ქვე...

სოცმედია 30 მარტი 18:23

გიორგი თარგამაძე
„დღეს საღამოს საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით შევიტყვე, რომ ხვალ, 31 მარტს, ანუ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ე.წ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიბარებენ“ - გიორგი თარგამაძე

„დღეს საღამოს საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით შევიტყვე, რომ ხვალ, 31 მარტს, ანუ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ე.წ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიბარებენ. 2008 წლის ომის ეროვნულ...

პოლიტიკა 30 მარტი 17:19

სააკაშვილი მიშა
ვიდეო: „ესაა მიშას გამოსვლა 2008 წლის 7 აგვისტოს... ვიდეო 8-წუთიანია“

ჟურნალისტი ვახო სანაია: ესაა მიშას გამოსვლა 2008 წლის 7 აგვისტოს.იმედია, მოუსმენს ის ხალხიც, რომელსაც რუსი გოგა ხაინდრავას ,,ჰეროკრატიითა" და ათასი ნაგვით არწმუნებენ წლებია, საქართველომ დაიწყო ომიო.ვი...

პოლიტიკა 30 მარტი 17:14

ბურჭულაძე წულუკიანი
„დაიმახსოვრეთ“ - პაატა ბურჭულაძე ე.წ. წულუკიანის კომისიას

პაატა ბურჭულაძე სოცქსელში წერს: მივმართავ ე.წ.საპარლამენტო კომისიას!დაიმახსოვრეთ!ქართულმა გმირმა ჯარმა სააკაშვილის სარდლობით,2008 წელს, საქართველოს 20% კი არ დაკარგა, არამედ შემოსეული ვერაგი მტრისგან...

სოცმედია 30 მარტი 16:58

ნენსი რამიშვილი
„შალვა რამიშვილის სიდედრმა, ამწამს დამბლოკა... თქვენ მოსვენება არ გექნებათ ჩემგან, თქვე ბინძური გენით გაჩენილებო“ - ნენსი ვოლანდი

ნენსი ვოლანდი სოცქსელში წერს: შალვა რამიშვილის სიდედრმა, რომელმაც ცადა ჩემზე მისი ბინძური სიძის პროპაგანდა გაეგრძელებინა და ჩემი სახელი შეელახა, ამწამს დამბლოკა.იცით რატომ? იმიტომ რომ სახით ვათრიე.თქვ...

სოცმედია 30 მარტი 16:49

წულუკიანის კომისია
„წულუკიანის კომისია ისე მოქმედებს, რომ ზუსტად ეს ჯარი მოუღებს ბოლოს“

ჟურნალისტი რამაზ სამხარაძე სოცქსელში წერს:  წულუკიანის კომისია ისე მოქმედებს, რომ ზუსტად ეს ჯარი მოუღებს ბოლოს.ჟანრის ლოგიკა სხვა გზას არ გვიტოვებს — როცა სამართალს კლავენ, ამბოხი ლოგიკურია.თუ ეს გადა...

სოცმედია 30 მარტი 16:44