ივანიშვილი ბრიტანული სანქციების მოლოდინში - კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს
პოლიტიკა • 1737123966
ბიძინა ივანიშვილი ბრიტანული სანქციების მოლოდინში - ირაკლი კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს და ფაქტობრივად ერთი-ერთში იმეოებს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გუშინდელი განცხადებას.
ოლიგარქის პრემიერი ირწმუნება, რომ თუ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ამით საბოლოოდ შეილახება დიდი ბრიტანეთის რეპუტაცია.
„რაც შეეხება პოლიტსაბჭოს განცხადებას, ყველაფერი დღესავით არის ნათელი. იცით, რომ შესაბამისი პროექტი არის ინიციირებული ბრიტანეთის თემთა პალატაში, რა თქმა უნდა, თუ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ამით საბოლოოდ შეილახება დიდი ბრიტანეთის რეპუტაცია. იცით, რომ დიდი ბრიტანეთი არის ადამიანის უფლებების აკვანი. ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში და მოგვიანებით მე-17-საუკუნეში დიდ ბრიტანეთში შეიქმნა პირველი სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდებოდა ადამიანის უფლებების განვითარებას. სხვათა შორის ეს უფლებები უკავშირდებოდა საპროცესო, ძირითადი უფლებების განვითარებას. დღეს, ყოველგვარი მტკიცებულებების და ფაქტების გარეშე მიმდინარეობს საუბრები ადამიანების დასანქცირებაზე, კონკრეტულად იმ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ გარდატეხაში. ასეთი ინიციატივაც კი აკნინებს დიდ ბრიტანეთს, ამ ტრადიციული სახელმწიფოს რეპუტაციას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის თვალში, რაც არის სამწუხარო. ეს არის ერთგვარი ტრაგიკული მოვლენა“,- განაცხადა კობახიძემ.გაერთიანებული სამეფოს დეპუტატები მთავრობას საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის და რუსეთის გავლენის გაღრმავებისთვის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ. ბრიტანელი პოლიტიკოსები გაერთიანებულ სამეფოს საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების გადახედვისკენაც მოუწოდებენ.
ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...
საზოგადოება • 1768640523
ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
შემთხვევა • 1768639057
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...
მსოფლიო • 1768635795
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...
კრიმინალი • 1768633614
აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...
მსოფლიო • 1768631783
"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...
მსოფლიო • 1768629642












