"მე ვარ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზირებული ჯარისკაცი... მე ფიცი არ დამიდია ბიძინას პარტიის წინაშე, მე ფიცი დავდე ქვეყნის წინაშე" - გიორგი გუდავა

პოლიტიკა 30 მარტი 8:26

გიორგი გუდავა


"მე ვარ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზირებული ჯარისკაცი. მე მაქვს სრული უფლება ვილაპარაკო, იმათგან განსხვავებით, ვინც ჯარში თავი აირიდა "გირჩის" საბუთებით ან სხვა მეთოდებით. ვიცნობდი ოფიცრებს და სერჟანტებს, რომლებიც გვიყვებოდნენ 2008 წელს დაწყებული ომის შესახებ. მაშინაც იყო ნარატივი, რომ მიშამ დაიწყო ომი!

ჩვენთან ერთმა ჯარისკაცმა დაუსვა კითხვა სერჟანტს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ომში, ომი ჩვენ დავიწყეთ? მან უპასუხა" “ბიჭებო, არასდროს დაიჯეროთ, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი. ჩვენ პასუხის გაცემა დავიწყეთ მაშინ, როცა სხვა გამოსავალი არ იყო.” მეტიც, სულ კითხვებს ვუყენებდით ოფიცერებს, როცა რუსული ჯარი გვბომბავდა, რატომ არ ვპასუხობდით.

დღემდე ჩამესმის იმ სერჟანტის სიტყვები: “ვისაც მაგას ამბობს, რომ ჩვენ დავიწყეთ, ის არის ქვეყნის მტერიო.” ეს მოხდა 2018 წელს.

მე ფიცი არ დამიდია ბიძინას პარტიის წინაშე, მე ფიცი დავდე ქვეყნის წინაშე. მე ვემორჩილები ქვეყნის მთავარსარდალს, მაგრამ ამ ეტაპზე ქვეყნის მთავარი სარდალი არ არსებობს. მე არ ვაპირებ ქვეყნის მტრების ბრძანებების შესრულებას.

მიმიფურთხებია ისეთი ქვეყნისთვის, როგორადაც აქციე საქართველო, ყველგან ღალატის სუნი დგას!

დამძიმებული ვარ მთელი არსებით, მახსენდება ჩემი ფიცი ქვეყნის წინაშე და ამავდროულად ვისმენ ჩემი გენერლების დამცირებას, ქვეყნის დადანაშაულებას, მტრის გამართლებას.

ასე არასდროს შემრცხვენია, რომ ქართველი ვარ. ვისაც თავმოყვარეობა გააჩნია, ყველა ესეა.

ფუჭია ყველაფერი, თუ თავმოყვარეობა არ გაგაჩნია. ფუჭია ყველა ტრადიცია და კულტურა, რომელიც უხვად აქვს საქართველოს."- წერს Facebook-ზე გიორგი გუდავა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა. საგამოძიებო სამსახუროში ფორმულას განუცხადეს, რომ რამიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

პოლიტიკა 15:27

აშშ
„რაც შეეხება „ოცნების” მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს - როგორც ვიცე პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით“ - სახდეპი

სახელმწიფო დეპარტამენტმა www.globalnews.ge-ს შეკითხვას, თუ როგორია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია, წერილობით უპასუხა. მან “ოცნების” ნაბიჯები “განგრძობით ანტ...

პოლიტიკა 15:25

მურუსიძე
„საქართველოში ჩემზე მდიდარი ხალხი არ დადის?“ - ლევან მურუსიძე სანქციებზე

ივანიშვილის რეჟიმის მოსამართლე, ლევან მურუსიძე გაერთიანებული სამეფოს მიერ მისთვის დაწესებულ სანქციებს ტვ ფორმულასთან სატელეფონო საუბარში გამოეხმაურა. ცნობისთვის დღეს, 2 აპრილს გაერთიანებულმა სამეფომ ი...

პოლიტიკა 15:03

ოქრუაშვილი
„ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი, თავი საბავშვო ბაღში მეგონა“ - ირაკლი ოქრუაშვილი წულუკიანის ე.წ. კომისიაზე

ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი, არანაირი კომისია არ არსებობს საპარლამენტო, ისევე როგორც არ არსებობს არანაირი პარლამენტი, - ამის შესახებ თავდაცვის ექს-მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხ...

პოლიტიკა 14:54

ცაჰკნა
„მიზნად ისახავს საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებას“ - ცაჰკნა რეპრესიულ კანონებზე

მოვლენების კიდევ უფრო მეტი ნეგატიური განვითარება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებას, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა კაია კალასისა და მა...

პოლიტიკა 14:53

გზა
ცინცაძის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ღამის საათებში ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, უსაფრთხოების მიზნით, სულხან ცინცაძის ქუჩაზე, იპოდრომის ყოფილი ტერიტორიის მოპირდაპირე მხარეს, გივი კარტოზიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზ...

საზოგადოება 14:34