„საქართველოში ჩემზე მდიდარი ხალხი არ დადის?“ - ლევან მურუსიძე სანქციებზე

პოლიტიკა 2 აპრილი 15:03

მურუსიძე


ივანიშვილის რეჟიმის მოსამართლე, ლევან მურუსიძე გაერთიანებული სამეფოს მიერ მისთვის დაწესებულ სანქციებს ტვ ფორმულასთან სატელეფონო საუბარში გამოეხმაურა.

ცნობისთვის დღეს, 2 აპრილს გაერთიანებულმა სამეფომ ივანიშვილის რეჟიმის მოსამართლეებს, ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.

გაერთიანებულმა სამეფომ ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა
როგორც ივანიშვილის რეჟიმი სანქცირებული მოსამართლე ამბობს, დიდი ბრიტანეთის მიერ მისთვის დაწესებული სანქციები "რეპუტაციულად სასიამოვნო არ არის".

"რაშიც დასჭირდათ რუმინეთში სასამართლო, რომ არჩევნები გაეუქმებინათ, ასევე სჭირდებათ, რომ საქართველოში, ამ ძალების მიერ გაკონტროლებული იყოს სასამართლო სისტემა, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები, რაც მათ გლობალურ პოლიტიკას დასჭირდება.

აქ არაფერი კავშირი არ აქვს კორუფციასთან, ბუნებრივია, აი, რა კორუფცია, რომ საქართველოში 30 წლის განმავლობაში თურმე დიდი ბრიტანეთი იმდენად შეწუხდა ლევან მურუსიძის კორუფციით, რომ რა კორუფცია?

საქართველოში ჩემზე მდიდარი ხალხი არ დადის?

მოულოდნელი ჩემთვის არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ აქ არაფერი კავშირი ამასთან კორუფციასთან არ აქვს, აქ არის საუბარი იმაზე, რომ მოხდეს სასამართლო სისტემის დამორჩილება, გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული, როგორიც არის საჭირო იმ პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც გარე ქვეყნებს აქვთ, სურვილი, რომ საქართველოში განახორციელონ. ერთადერთი რაც მე მაქვს სახელფასო ბარათია, დანარჩენი, რა ვქნათ, რაღაცა იქნება, ხელფასს ხომ ვერ დამიკავებენ, ბოლო ბოლო.

საუბარია იმაზე, რომ აი, ხომ ხედავთ, ჩვენ ურჩ მოსამართლეებს, რომლებიც ჩვენ არ გვემორჩილება და არ არის იმ კალაპოტში, რომელიც ჩვენ გვინდა, ხომ, აი, რას ვუკეთებთ, აი ასე გაგიკეთებთ ყველა მოსამართლეს, რომელიც კანონიერ გადაწყვეტილებას კი არ მიიღებთ, რომელიც არ დაემორჩილებით ჩვენს დირექტივას.

 

ჩემთვის ახლა ამას ფინანსურად, სიმართლე გითხრათ, დიდი ის არ ექნება, უბრალოდ, ზოგადად, რეპუტაციულად და რაღაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, დიდი ბრიტანეთია ხო, მაინც". - თქვა სანქცირებულმა მურუსიძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
შაქარიშვილი ნაცემი
ახალგაზრდებს, რომლებსაც დღეს ვატო შაქარიშვილი თავს დაესხა , ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ

 ახალგაზრდებს, რომელებსაც დღეს ვატო შაქარიშვილი დაესხა თავს, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ.   შემთხვევა დილით რუსთაველის გამზირზე მოხდა. ადგილზე იმყოფებოდა გოგა ხაინდრავაც. შეგახსენებთ, გუშინ, ქაშვ...

პოლიტიკა 9 წუთის წინ

მურმან დუმბაძე
„შეცდომა იყო 1 ოქტომბერი... ხარბებივით მოვიქეცით. ფულით ხელში - უკეთესობისკენ და შეგვრჩა უბედურების უღელი“ - მურმან დუმბაძე

მურმან დუმბაძე სოცქსელში წერს: შეცდომა იყო 1 ოქტომბერი.დანაშაულის ტოლფასი შეცდომა.მოუსვენარი კაცი ვარ.არ მასვენებს ეს ტკივილი.ბოლოს და ბოლოს რაც არ უვარგოდა - ინტელექტუალურად, ცივილიზებურად უნდა გამოგ...

სოცმედია 15 წუთის წინ

გიორგი ბუტიკაშვილი
„რა ხდება ხვალ სტრასბურგში და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის“ - გიორგი ბუტიკაშვილი

გიორგი ბუტიკაშვილი სოცქსელში წერს: რა ხდება ხვალ სტრასბურგში – და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის.ხვალ სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) გამართავს უმნიშვნელოვანეს დებ...

პოლიტიკა 20 წუთის წინ

გელათიი
გელათი გადასარჩენია - კულტურის სფეროს წარმომადგენლები საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები გელათის განადგურების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ. მათი თქმით, თუ კომისია ობიექტურად და პოლიტიკური მიკერძოების გარეშე იმუშავებს, გაირკვე...

საზოგადოება 50 წუთის წინ

პატრული
„პოლიციამ დააკავა “ინდიგოს” ჟურნალისტი საბა სორდია... მეგობრებმა ნახეს საბა დაგდებული სკუტერი და ასე გავიგეთ მისი დაკავების ამბავი“

ნატა ძველიშვილი სოცქსელში წერს: პოლიციამ დააკავა “ინდიგოს” ჟურნალისტი საბა სორდია. როგორც პრესსამსახურმა მითხრა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. გადაყვანილია დიღმის იზოლატორში. ჯერჯერობით სხვ...

პოლიტიკა 12:08

პოლონეთი ავიაცია
პოლონეთმა სახმელეთო და საჰაერო თავდაცვის სისტემები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებით, უკრაინაზე გაძლიერებული რუსული საჰაერო იერიშების ფონზე პოლონეთმა სახმელეთო და საჰაერო თავდაცვის სისტემები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა. "რუ...

რუსეთ-უკრაინის ომი 12:04