„ქ-ნო თეა, მწყემსების და იმბეცილების შედგენილ ინფორმაციას ბოლომდე ნუ დაეყრდნობით მაინც... ესე გააგრძელეთ - რუსეთი არ გააღიზიანოთ“ - ირაკლი შაიშმელაშვილი ჩორჩანაზე
პოლიტიკა • 1744785121

ჩორჩანა იყო ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფომ დროული და პრინციპული რეაგირებით შეძლო საკუთარი ტერიტორიის დაცვა - ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი თეა წულუკიანის განცხადებას.
გიორგი გახარია ე.წ. საგამოძებო კომისიის სხდომაზე ტერიტორიების დაკარგვაში დაადანაშაულეს. თეა წულუკიანი ამტკიცებდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს გიორგი გახარიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ გაუფრთხილებია იმის შესახებ, რომ ჩორჩანასთან საგუშაგოს ხსნიდა.
შაიშმელაშვილის თქმით, ე.წ. კომისია უნდა იძიებდეს გინტურის მკვლელობას, საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული მოქალაქეების საქმეს და უნდა ინტერესდებოდეს "ე.წ. “მკვდარი ზონებით” საოკუპაციო ხაზზე"
ჩორჩანა იყო ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფომ დროული და პრინციპული რეაგირებით შეძლო საკუთარი ტერიტორიის დაცვა!რას უნდა იძიებდეს თვითმარქვია კომისია: 1. გინტურის მკვლელობა – რატომ ვერ დაიცვა სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქე საოკუპაციო ხაზზე? (მკვლელებს რომ ვერ და არ დაადგენთ ეს ისედაც ცხადია) 2. საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით 100 გატაცებული მოქალაქის საქმე – რატომ ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო იმ ადამიანების დაცვას, რომლებიც მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ? 3. ე.წ. “მკვდარი ზონები” საოკუპაციო ხაზზე – რატომ არ ხდება მათი ეფექტური მონიტორინგი და გადაფარვა? ბოლო სამი წლის განმავლობაში მომზადებული ანგარიშები და ბრიფინგები რატომ (ან ვისი ინტერესით) იგნორდებოდა?P.S. ქ-ნო თეა, მწყემსების და იმბეცილების შედგენილ ინფორმაციას ბოლომდე ნუ დაეყრდნობით მაინც 😂 ესე გააგრძელეთ - რუსეთი არ გააღიზიანოთ!!

შევინარჩუნოთ მშვიდობა. ქვეყანაში ბევრი კარგი ხდება. ბევრი კარგი გასაკეთებელია და მოდით, დავსხდეთ ახალგაზრდები და სხვებიც, როგორი საქართველო გინდათ, – განაცხადა კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას...
საზოგადოება • 1745762220

ოლიგარქის სოლოლაკის სასახლეთან აქცია იმართება. ბიძინა ივანიშვილს დღეს "ლეიბორისტულმა პარტიამ" პოლიტიკური რეპესიების შეწყვეტა მოსთხოვა. ამ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლაშა ჩხარტიშვილს რეჟიმი დაჭერით ემუქრე...
პოლიტიკა • 1745757774

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზაზე. გავრცელებულ ვიდეომასალაში ორი მანქანის შეჯახება ჩანს, რომლის შემდეგაც, ერთ-ერთი მანქანა გზაზე მდგარ ქვეითებს ეჯახება. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 6...
შემთხვევა • 1745757611

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი და პუტინის ახლო გარემოცვის წევრი, ვლადიმირ იაკუნინი ამჟამად თავის შვილთან ერთად საქართველოში იმყოფება. ვლადიმირ იაკუნინი ჯერ კი...
პოლიტიკა • 1745757536

მუხიანში, კაცს დაზიანებები მიაყენეს - ტვ პირველის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. კაცს დაზიანება თავის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს...
შემთხვევა • 1745756648

ლიკა ბასილია-შავგულიძე: დეტალურად ჰყვება, რა დღეში არიან ქოცები სანქციების გამო, სულ დეტალურად აღწერს რა დღეში ჰყავთ ოჯახები, სიცოცხლის უფლებას გვართმევენო! ჯერ სად ხართ, ბოროტმოქმედო ქოცებო!!! ქეშით...
პოლიტიკა • 1745756358