"ქვეყანაში იქნება სამართალი და ამის გარანტი ხარ შენ" - მსახიობების მიმართვა ანდრო ჭიჭინაძეს

პოლიტიკა 20 თებერვალი 4:37

ანდრო ჭიჭინაძე

რუსთაველის გამზირზე, სადაც დღეს მიმდინარე აქცია რეჟიმის უკანონო პატიმარს, ანდრო ჭიჭინაძეს ეძღვნება, რიგითი მოქალაქეების გარდა, გაფიცული ხელოვანებიც იმყოფებიან.

 

მსახიობები, რომლებიც უკვე 84-ე დღეა ქუჩაში დგანან და რეჟიმის ტყვეებს სოლიდარობას უცხადებენ, ოთხ კედელში გამომწყვდეულ კოლეგას, ანდრო ჭიჭინაძეს მიმართავენ.

თითოეული მათგანი ანდრო ჭიჭინაძეს მხნეობას უსურვებს და ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იქამდე გაილაშქრებენ, სანამ უკანონოდ დაკავებულებს საპატიმროდან არ დაიხსნიან.

 

ძალიან გვენატრება და მინდა, რომ მხნედ იყოს, ძლიერად. ჩვენ შენთან ვართ და ვაგრძელებთ ბრძოლას ყველა პატიმრის თავისუფლებამდე. ვართ სოლიდარულები ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმრის მიმართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მალე შევხვდებით ერთმანეთს და გავაგრძელებთ ცხოვრებას და მუშაობას ერთად". - განაცხადა მიშა ჩარკვიანმა. ანდრო მიყვარხარ და ძალიან მენატრები. იცოდე, რომ ჩვენ აქ ვართ, აქ ვიქნებით, იქამდე სანამ შენთან ერთად არ ვიზეიმებთ იმ გამარჯვებას, რისთვისაც ძალიან დიდი ხანია ვიბრძვით. ყოჩაღად იყავი, მიყვარხარ და მენატრები და სულ ვფიქრობ შენზე. ძალიან ბევრი საინტერესო რამე გვაქვს და შენ ეს იცი. დარწმუნებული ვარ, სულ მალე ყველაფერი დასრულდება ცუდი სიზმარივით და მინდა ყველა ჩვენს სინდისის პატიმარს, ჩემი დიდი სიყვარული და თანადგომა გამოვუცხადო და ვუთხრა, რომ მხნედ იყავით მეგობრებო, ყველაფერი კარგად იქნება. რამდენი მინუსიც არ უნდა იყოს გარეთ და როგორც არ უნდა დაგვემუქროს პოლიცია. ჩვენ აუცილებლად გავაჟღერებთ თქვენს ხმას და ვიქნებით იქ, სადაც საჭიროა იმისთვის, რომ თქვენ იქ მარტო არ დაგტოვოთ", - ამბობს ეკა დემეტრაძე.ანდრო ძალიან მომენატრე, ძალიან მოგვენატრე ყველას, შენს ოჯახის წევრებს. ყველა ვიხსენებთ იმ დროს, როდესაც შენ ჩვენთან ერთად იყავი და როდესაც შენი შემოქმედება ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო. შენ ხარ იმ მდგომარეობაში, როცა შენი ყოფა გახდა ყველასთვის მნიშვნელოვანი და ყველასთვის სადარდებელი. მაგრამ, როგორ მხნედაც ხარ შენ, ზუსტად ეგ მხნეობა გადმოგვედო ჩვენ. რა თქმა უნდა, ბოლომდე მივიყვანთ საქმეს, რომელიც ჩვენ, ყველამ ერთად დავიწყეთ. არ შეიძლება, რომ ასეთი უსამართლობა გაგრძელდეს. ჩვენს ქვეყანაში იქნება სამართალი, იქნება მშვიდობა და ამის გარანტი ხარ შენ და უამრავი სინდისის პატიმარი, რომელიც დღეს 4 კედელშია გამომწყვდეული. მინდა მოვიკითხო ყველა და გისურვებთ მხნეობას, გამძლეობას. ვიცი, რომ ძლიერი ადამიანები ხართ და ეს ჩვენთვის გადამდებია", - ამბობს კახა კინწურაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიქაუტაძე მიცლოცა დედა
ფოტო: "გილოცავ დე“ -  მიქაუტაძე გოლის გატანის შემდეგ  

"გილოცავ დე“ -  მიქაუტაძე გოლის გატანის შემდეგ  

სპორტი 23 მარტი 16:12

ნაკრებიიი
საქართველომ სომხეთი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა და კვლავ B დივიზიონში ითამაშებს

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო მატჩში „დინამო არენაზე“ სომხეთის ნაკრებს უმასპინძლა, 6:1 დაამარცხა-ჯვაროსნები კვლავ B დივიზიონში ითამაშებენ.    

სპორტი 23 მარტი 16:02

სტარმერი
„ტრამპი-ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, მოდიოდა ზეწოლა, რომ კრიტიკულად გამოვსულიყავით“ - სტარმერი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართული დაძაბული შეხვედრის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოზე ზეწოლა ხორციელდებ...

რუსეთ-უკრაინის ომი 23 მარტი 15:27

რუსის დედა სათააშო ვეფხვ
უკრაინაში ომის დროს დაღუპული რუსი ჯარისკაცის დედას სათამაშო ვეფხვი და მადლობის წერილი გადასცეს

უკრაინაში ომის დროს დაღუპული რუსი ჯარისკაცის დედას სათამაშო ვეფხვი და მადლობის წერილი გადასცეს, - იტყობინება დამოუკიდებელი გამოცემა RusNews-ი. დაღუპული ჯარისკაცი 83-ე სადესანტო-სამხედრო ბრიგადაში მსახ...

რუსეთ-უკრაინის ომი 23 მარტი 15:24

მიქაუტაძე
მიქუტაძის დუბლით, ანგარიში 5-0 ხდება - საქართველო დამაჯერებლად იგებს

საქართველოს ნაკრები სომხეთს დიდი ანგარიშით უგებს. მატჩის 35-ე წუთზე ჯვაროსნები 5-0 იგებენ. მიქაუტაძის დუბლით, საქართველოს ნაკრები დამაჯერებლად იმარჯვებს. მანამდე, ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვ...

სპორტი 23 მარტი 14:43

ნაკრები სომხეთში გამარჯვება
4:0 - საქართველოს ნაკრები სომხეთს დიდი ანგარიშით უგებს

საქართველოს ნაკრები სომხეთს დიდი ანგარიშით უგებს. მატჩის 27-ე წუთზე ჯავროსნები 4-0 იგებენ.

სპორტი 23 მარტი 14:33