სამოქმედო გეგმა, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი - ოპოზიცია კონსულტაციებს მართავს
პოლიტიკა • 1730364398
"ლელოს" ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იკრიბებიან. დღეს კონსულტაციების დასკვნითი ეტაპია და ოპოზიციამ კონკრეტული გეგმა უნდა წარადგინოს, რას აპირებენ გაყალბებული არჩევნების შემდეგ.
კონსულტაციებზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ ენმ-ის ლიდერები თინა ბოკუჩავა და კობა ნაყოფია, "კოალიცია ცვლილებისთვის" ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ხაზარაძე. რაც შეეხება გახარიას გუნდს, მათი წარმომადგენელი შეხვედრაზე არ იმყოფება, ამას პარტიაში "ტექნიკური მიზეზებით" ხსნიან, თუმცა აცხადებენ, რომ კოორდინაციაში არიან სამივე ოპოზიციურ გაერთიანებასთან.
ენმ-ის ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, შეგროვებულია მტკიცებულებები იმის, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები და ყველა მათგანს პრეზიდენტს გადასცემენ:
"დღეს დასრულდა საარჩევნო დარღვევების კონსოლიდირებული ანგარიში, რომელიც მოიცავს მტკიცებულებებს ყველა ოპოზიციური პარტიისგან, ყველა პარტიის მხრიდან წარმოდგენილია უამრავი მტკიცებულება იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს რომ ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას. მივაწვდით პრეზიდენტს, შევხვდებით პრეზიდენტს და პარალელურ რეჟიმში დავაანონსებთ აქციებს" თქვა ბოკუჩავამ კონსულტაციების დასრულების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერები სავარაუდოდ ორბელიანების სასახლეში გადაინაცვლებენ და პრეზიდენტთან შეთანხმებით, სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდება კონკრეტული ამოქმედო გეგმა.
საქართველო სწრაფად მიექანება ერთპარტიულ მმართველობისკენ - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Economist წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 6 ნოემბერს პროკურატურამ რვა ოპოზიციონერი ლიდერი, მათ შორის ყოფ...
პოლიტიკა • 1762755863
"ეხა რას ებრძვიან ეს მავნებლები, ამათ ესე არ დავტოვებთ. შეტევა რომ მიდის 6.5 მილიარდიან პროექტზე. 300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არ...
პოლიტიკა • 1762753789
"ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ან ღვთივსათნო, სწორი ცხო...
საზოგადოება • 1762749519
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას მისი "სისხლის სამართლის პოლიტიკის ჟურნალის" (KriPoz) საერთაშორისო რედაქტორების...
სოცმედია • 1762749345
„ძირითადი, ახლა რაც ხდება საქართველოში, წინააღმდეგობის მოძრაობაა, რაც ნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ან უკვე სულ ჩამოყალიბებულია, ან ჩვენ თვალწინ ყალიბდება. მართლა რასაც ჰქვია ის, რომ მოქალაქეები...
პოლიტიკა • 1762748914
"SOS ქოცების ქუჩური გარჩევის ამბებს გიყვებით ამ პოსტში. გუშინ ილიაობა იყო ყვარელში, იმ წმინდანი კაცის დღე, რომელმაც საკუთარი მიწები გლეხებს უსასყიდლოდ გადასცა და ამ ქვეყნის განვითარებას სიცოცხლეც კი შ...
სოცმედია • 1762748745











