„წარვადგენთ დრონით გადაღებულ კადრებს, სადაც ჩანს, დიმიტრი ბიძინაშვილს პოლიცია როგორ აგდებს ძალის გამოყენებით გზის შუაში“ - ადვოკატი

პოლიტიკა 1738746234

ბიძინაშვილი

„კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, სასამართლოზე წარადგენენ ვიდეომტკიცებულებას, სადაც ჩანს, როგორ გამოჰყავთ პოლიციელებს დიმიტრი ბიძინაშვილი გზის არასავალი ნაწილიდან და იძულებით აგდებენ სავალი ნაწილისკენ:

"წარვადგენთ ვიდეომტკიცებულებას, დრონით გადაღებულ კადრებს, სადაც ჩანს დიმიტრი ბიძინაშვილი და სხვა პირებიც, როგორ იმყოფებიან არასავალ გზის ნაწილზე, მაქსიმალურად მარცხნივ და მის გარშემო არის პოლიცია. თავდაპირველი ვიდეო არსებობს, სადაც პოლიცია ეუბნება შეკრებილ პირებს, რომ მისცემდნენ საშუალებას გზის გადაკვეთის, მიუხედავად იმისა, რომ გზის გადაკვეთის მცდელობა არ ყოფილა, ამის შემდეგ რატომღაც რამდენიმე ადამიანი პოლიციის ფორმაში, მიდის დიმიტრი ბიძინაშვილთან, გამოჰყავს მოქალაქეებისგან გარეთ, რამდენჯერმე ძირს აგდებენ და ძალის გამოყენებით მიჰყავთ გზის შუაში. შესაბამისად, ალბთ ბრალდების მხარე ამას აღიქვამს, რომ გადაკვეთა, როდესაც თავად პოლიცია ძალის გამოყენებით ცდილობს, რომ მიიყვანოს. ამ კადრებს წარვადგენთ ჩვენ სასამართლოში" განაცხადა ადვოკატმა  ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორთან, სადაც ბიძინაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. 
"თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქის, ირაკლი ტაბატაძის ადვოკატის განცხადებით კი, ტაბატაძეს დაკავების მომენტში გდდ-ს თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ და სახის არეში ხილული დაზიანებები აღენიშნება.

ადვოკატის თქმითვე, ტაბატაძესთან უკვე იყვნენ შესულები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები.

ის გახდა გდდ-ს თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ის არის დაზარალებული, თუმცა აღმოჩნდა, რომ 4 თებერვალს დაკავებულ ადამიანს ხელბორკილი მოხსნეს და ისევ დაადეს და დააკავეს 19-222-ე მუხლით. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მან რაიმე დანაშაული ჩაიდინა. აქვს ხილვადი დაზიანების ნიშნები სახეზე, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში" განაცხადა ადვოკატმა მარიამ გოგორელიანმაცნობისთვის, დიმიტრი ბიძინაშვილიც და ირაკლი ტაბატაძეც  2 თებერვალს "თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. თუმცა,  4 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ 8 პირს, მათ შორის ბიძინაშვილს, ტაბატაძეს, გიგი უგულავას, ბრალი სისხლის სამართლის წესით ჩადენილი დანაშაულით დაუკვალიფიცირეს. კონკრეტულად კი მათ ედავებიან  "სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას", რაც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვიბლიანი კუბლაშვილი
ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს

ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ კუბლაშვილის საადვოკატო ბიურო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საადვოკატ...

სამართალი 1784739600

სააკაშვილი გამჭვირვალობა
სრულიად სამარცხვინოდ, „გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმართა ანგარიშს ეხმაურება, რომლის სიაშიც არასამთავრობო ორგანიზა...

პოლიტიკა 1784737800

ორნელა მუტი
ორნელა მუტი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გეგმავს

იტალიელმა მომღერალმა ნაიკე რიველიმ, მსახიობ ორნელა მუტის ქალიშვილმა, „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ის და დედამისი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებენ. რიველის თქმით, ის და მუტი რუსეთის მოქალაქეობაზე...

შოუბიზნესი 1784736682

ლალი მოროშკინა
"ვცდილობ, წმინდა ნინოს მოძღვრებას მივყვე" - მოროშკინამ თელავის ინციდენტში მონაწილე რუსულენოვან ტურისტებს უმასპინძლა

თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ, რუსულენოვან ტურისტებს სიღნაღში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ლალი მოროშკინამ უმასპინძლა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავ...

საზოგადოება 1784730536

უკრაინა სამხედრო ხელმძღვანელობა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი ჩაუდგება სათავეში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი გახდება — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ მას „ძალიან გამოცდილი სამ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1784726017

საქ ბანკი
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. Euromoney Awards for Excellence მს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1784723688