ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა - ორგანო საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

პოლიტიკა 22 მარტი 8:22

ვენეციის კომისი

ვენეციის კომისია 2024 წლის დეკემბერში, ერთპარტიული პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით კრიტიკულ დასკვნას აქვეყნებს - კომისია წერს, რომ "ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ცვლილებები არადემოკრატიულ გარემოში მიიღო.

მათივე მოსაზრებით, მნიშვნელოვანი იყო, რომ ცვლილებები არა ერთპარტიულად ყოფილიყო დამტკიცებული, არამედ ფართო წრეში განეხილათ და პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს ჰქონოდა.

 

ვენეციის კომისიაში ფიქრობენ, რომ ცვლილებებით კონსტიტუციური სამართლის უამრავი პრინციპი ირღვევა, სწორედ ამიტომ ორგანო მოითხოვს, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები დაუყოვნებლივ გაუქმდეს.

 

ვენეციის კომისია შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს:
გაუქმდეს 2024 წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებები. 
საარჩევნო ოლქების საზღვრების განსაზღვრა უნდა იყოს მკაცრად რეგულირებული საარჩევნო კოდექსის დონეზე, მკაფიო და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. 
ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ, ოლქების საზღვრების გადახედვისა და განსაზღვრის პასუხისმგებლობა უნდა გადაეცეს დამოუკიდებელ ორგანოს. 
საარჩევნო კოდექსში ნებისმიერი მომავალი ცვლილება განხორციელდეს ფართო და ყოვლისმომცველი რეფორმის ფარგლებში და არა ცალკეული, ფრაგმენტული ცვლილებების გზით. რეფორმა უნდა ეფუძნებოდეს საარჩევნო სისტემის სრულ და სისტემურ მიმოხილვას და უზრუნველყოფდეს სტაბილურობის პრინციპის დაცვას. 
ასეთი ყოვლისმომცველი მიმოხილვა უნდა დაეფუძნოს მკაფიო, დეტალურ და ყოვლისმომცველ კანონმდებლობას, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს, მოიცავს წინასწარ რეკომენდაციებსა და ფართო კონსულტაციებს და სრულად ხორციელდება კეთილსინდისიერად. აუცილებელია, რომ არსებობდეს სათანადო პროცედურული და სასამართლო გარანტიები, ასევე მექანიზმები, რაც საშუალებას მისცემს დროულად შეფასდეს ნებისმიერი დარღვევა ან არასათანადო შესრულება.
ამასთან, ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ცვლილებების მიღება კატეგორიულად მიუღებელია.

 

პროცედურული ხარვეზების გარდა, 2025 წლის ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შემოღებულ იქნა ცვლილებები. არჩევნებამდე ცვლილებების ერთი წლით ადრე დამტკიცება საარჩევნო კანონის სტაბილურობის პრინციპს ეწინააღმდეგება. საარჩევნო კანონის ფუნდამენტური წესები ერთი წლით ადრე ცვლილებებისთვის ღია არ უნდა იყოს." - ნათქვამია ანგარიშში. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კახა კალაძე
„ხაზარაძე-ჯაფარიძეს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში თავიანთი როლი ჰქონდათ, ამიტომ ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს“ - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიძიოს, მათ შორის, ბიზნესის ნაწილში.   როგორც მან ჟურნალი...

პოლიტიკა 11:52

21 წლის მათე დევიძის სასამართლო
"ესეთ ტყუილებს როგორ ამბობენ, რომ ბავშვი 7 წელი ციხეში უნდა გაუშვან" - ხმაური რეჟიმის პატიმრის, 21 წლის მათე დევიძის სასამართლოზე

 თბილისის საქალაქო სასამართლოში, რეჟიმის პატიმრის, 21 წლის მათე დევიძის პროცესზე ხმაური იყო. გამომძიებლის გამოკითხვის დასრულებას მათეს ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა -  "უსამართლოდ იქცევიან მოსამართლ...

პოლიტიკა 11:46

დეკა საქბანკი
დეკა დეველოპმენტი ვარკეთილში ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი დეველოპერული ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „დეკა დეველოპმენტი“ ვარკეთილში ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს.   პროექტის ჯამური ღირებულებ...

ბიზნესი & ეკონომიკა 11:30

კახა კალაძე
„აბსოლუტურად სისულელეა მათი საჩივარი“ - კახა კალაძე საია-ს სარჩელზე

„თუ ასეთი პრობლემურია და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვს, გამოდის მაშინვე უნდა შეჩერებულიყო“, - ასე პასუხობს ჟურნალისტის კითხვას თბილისის მერი კახა კ...

პოლიტიკა 11:28

ჩიკვაიძე
„მიმიყვანეთ სასამართლოში - ეტყლით, საკაცით თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით“ - გიორგი ჩიკვაიძის წერილი ციხიდან

გიორგი ჩიკვაიძე მიმართვას ავრცელებს - მოშიმშილე პატიმარი სასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვს, რომელიც ხვალ, 25 მარტს გაიმართება.   დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გამომიცხადა სოლიდარობა, მე და...

პოლიტიკა 11:27

კახა კალაძე
„ამერიკული FARA-ს რუსულ კანონად წარმოჩენა ქვეყნის გარედან წამოსული დავალებაა“ - კახა კალაძე

„ეს არ არის ოპოზიციის მესიჯი, ეს არის გარედან წამოსული დავალება. კერძოდ ის, რომ ახლა უკვე FARA უნდა შეიფუთოს რუსულ კანონად. რა თქმა უნდა, ეს  გარედან წამოსული მესიჯია და  ამის მცდელობა ექნებათ“, - გან...

პოლიტიკა 11:25