"ვიმედოვნებთ, რომ სანქციები არ დაიგვიანებს!" - რეჟიმის ტყვის, ირაკლი ქერაშვილის წერილი ევროპის ქვეყნებს
პოლიტიკა • 1742029031
რეჟიმის ტყვე, ირაკლი ქერაშვილი ციხიდან ევროპის ქვეყნებს წერილით მიმართავს.
ის წერს, რომ იმედი აქვს, სანქციები არ დაიგვიანებს.
"წერილი ევროპის ქვეყნებს, იმედი მაქვს, რომ ეს წერილი ადრესატამდე მოაღწევს.
მე ვარ ირაკლი ქერაშვილი და ამ წერილს ვწერ მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. მსურს, თვალები კიდევ უფრო უფრო ფართოდ გაახილოთ, რადგან ჩემს ქვეყანას და მის ხალხს თქვენი მხარდაჭერა სჭირდება!
ისტორიას თუ გადახედავთ, 1924 წელს, როდესაც ქართველმა ხალხმა ხმა აიმაღლა საბჭოთა (რუსული) ოკუპაციის წინააღმდეგ, ქართველ ხალხს დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა (ინგლისისა და საფრანგეთის). ბრძოლები დაიწყო 1924 წლის ბოლოს, მაგრამ მხარდაჭერა არსად ჩანდა. ჩემი ქვეყანა საბჭოთა იმპერიის წინაშე მარტო აღმოჩნდა. მათ დახოცეს დაახლოებით 7 000-დან 10 000-მდე ადამიანი, 20 000-მდე კი ციმბირში გადაასახლეს.
1924 წელსა და დღევანდელ დღეს შორის ერთადერთი განსხვავება არსებობს: ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად, როდესაც იმავე მტრის წინაშე ვდგავართ, დასავლური მხარდაჭერა და სანქციები არ დაიგვიანებს!
ჩემთვის წაყენებული ბრალდება 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მაგრამ არ მეშინია! მზად ვარ, ჩემი თავისუფლება შევწირო ჩემი ქვეყნის თავისუფლებას!
საქართველო იყო და არის ევროპული ცივილიზაციის დიდი ნაწილი!
თუ რუსეთი საქართველოსა და უკრაინაში გაიმარჯვებს, შემდეგი სამიზნე ევროპა იქნება!
#ჩვენევროპავართ#აფხაზეთისაქართველოა#სამაჩაბლოსაქართველოა", - ნათქვამია წერილში, რომელსაც "TV პირველი" ავრცელებს.
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778846299
დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840400
ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840160
უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778839500
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...
პოლიტიკა • 1778827689
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.
რუსეთ-უკრაინის ომი • 1778826178








