„ქვეყნის ღალატი პირდაპირ ეთერში“ - მიხეილ სააკაშვილი წულუკიანის კომისიაზე

პოლიტიკა 2 აპრილი 14:02

სააკაშვილი

ჩვენ ვართ მოწმე პირდაპირ ეთერში მიმდინარე ღალატის, -ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წულუკიანის კომისიას.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა “ახლა საქართველოს არანაირი კანონიერი საგამოძიებო კომისია არ ჰყავს, რადგან პარლამენტი თვითგამოცხადებული ორგანოა.“

ამ დღეებში პირდაპირ ეთერში მიმდინარე სამშობლოს ღალატის მომსწრე ვართ. საგამოძიებო კომისიის ფორმატი არის ჩემი მოგონილი, როდესაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. ახლა საქართველოს პარლამენტი არ ჰყავს, თვითგამოცხადებული ორგანოა, არანაირი კანონიერი საგამოძიებო კომისია არ ჰყავს. ოლიგარქმა შეასრულა თავისი დანაპირები, რომელიც გასულ წელს, აპრილში რუსთაველზე გამოსვლის დროს თქვა, ის ემზადება ბოდიშის მოსახდელად, ასრულებს იმ დანაპირებს რაც მისცა ჩვენს დამპყრობელს, რუსეთს.

შექმნეს ე.წ კომისია და ვის მიაბარეს ეს კომისია. ემზარ კვიციანი, ეს ყაჩაღი, ეს ნაძირალა და მოღალატე. ესაა ვინც შევარდნაძის დროს აკონტროლებდა კოდორის ხეობას. ემზარ კვიციანის დაკითხვა რათ გინდათ აიღეთ და დაკითხეთ მედვედევი“,- განაცხადა სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ესწრება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბოტანიკური ყვავილები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ იმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, „საკურას ყვავილობის დღეები“ იმართება. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.   „საკურას ყვავილობის დღეები“ ტრადიციული იაპონური...

საზოგადოება 6 წუთის წინ

გლდანი სპორტდარბაზი
გლდანის რაიონში კიდევ ოთხი სპორტული მოედანი განახლდა

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობა სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს.   ამ ეტაპზე, სამუშაოები ოთხ მისამართზე დასრულდა, რისთვისაც, ჯამში 199 000 ლარი...

საზოგადოება 7 წუთის წინ

მუნიციპალური ინსოექცუა
მუნიციპალურმა ინსპექციამ რეკრეაციული ზონის მიტაცების მცდელობის ფაქტი გამოავლინა და უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განახორციელა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ისნის რაიონში, მახათას მთის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში სახელმწიფო მიწის მიტაცებისა და მწვანე ნარგავების დაზიანება/გაჩეხის მასშტაბური ფაქტების აღსაკვეთად, სპეციალურ...

საზოგადოება 9 წუთის წინ

მეგი გოცირიძე შაქარიშვილი
„ ხუინდრავას აწყვეტილი შლოპანცი ხარ“ - მეგი გოცირიძე შაქარიშვილს

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: Vato Shakarishvili მარტო მონა კი არა, ხუინდრავას აწყვეტილი შლოპანცი ხარ

სოცმედია 22 წუთის წინ

ძლიერი ქარი
გაფრთხილება: 6-დან 7 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება

6 აპრილიდან 7 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვ...

საზოგადოება 50 წუთის წინ

გვარამია ხაინდრავაა
„ეს ორი ქვეყნის მოღალატე და კრიმინალი... ეს გარეწრები“ - ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია „მთავარი არხის“ ჟურნალისტე ვატო შაქარიშვილისა დ აგოგა ხაინდრავას მიერ თავდასხმას ეხმიანება და წერს: ამ ნაძირლებს ვერ უყურებ, რას კადრულობენ?! ეს ორი ქვეყნის მოღალატე და კრიმინალი   ეს გა...

სოცმედია 54 წუთის წინ