„აშშ, რუსეთთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, უკრაინას კიდევ ერთხელ შეხვდება“ - ზელენსკი

ზელენსკი  1


ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ რუსეთთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, უკრაინის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხვდება.

ცოტა ხნით ადრე ინფორმაცია განმეორებითი შეხვედრის შესახებ მედიაში გავრცელდა.

უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ელაპარაკა თავდაცვის მინისტრ რუსტამ უმეროვს, რომელიც საუდის არაბეთში იმყოფება და აშშ-ს წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის ემზადება.

"გუშინ (23 მარტს) შედგა შეხვედრა ამერიკულ გუნდთან. დღეს აშშ-ს წარმომადგენლებმა ილაპარაკეს რუსეთის გუნდთან. ამის შემდეგ იგეგმება უკრაინის და ამერიკის გუნდების შეხვედრა. ასევე ველოდები ახალ მოხსენებას". – თქვა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა მოძრაობა "რეალური მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიების" მიმართულებით.

"რუსეთი არის ერთადერთი სუბიექტი, რომელიც წელავს ამ ომს, აბუჩად იგდებს ჩვენს ხალხს და მთელს სამყაროს. იმისთვის, რომ რუსეთს ვაიძულოთ მშვიდობა, საჭიროა ძლიერი ნაბიჯების გადადგმა".– თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის გაიმართება აშშ-სა და უკრაინის დიპლომატების განმეორებითი შეხვედრა.

უკრაინისა და აშშ-ს დელეგატები ერთმანეთს საუდის არაბეთში 23 მარტს შეხვდნენ.

 

24 მარტს აშშ-სა და რუსეთის დიპლომატებმა ერ-რეიდში 12-საათიანი შეხვედრა გამართეს. მხარეები ერთობლივი განცხადების გამოქვეყნებას 25 მარტს გეგმავენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელენე ხოშტარია
დაკავებულია ელენე ხოშტარია

რუსთაველის გამზირზე ელენე ხოშტარია დააკავეს. მიზეზი უცნობია. "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდები დღეს წულუკიანის საგამოძიებო კომისიის...

პოლიტიკა 16:02

მარიამ ლაშხ
ვიდეო: მარიამ ლაშხს აეროპორტში “მონა“ ეძახეს

„ოცნების“ დეპუტატს, მარიამ ლაშხს აეროპორტში “მონა“ ეძახეს. ფაქტის ამასახველ ვიდეოს მოქალაქე თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ვიდეოს ავტორი ლაშხს კითხვებს უსვამს, რის პასუხადაც „ოცნების“ დე...

პოლიტიკა 16:00

ვოლსკი
„ის პროპაგანდა მიდის, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, ვითომ ჩვენ, ახლა, აქ რომ ვსხედვართ კომისიაში, გვინდა საქართველო გავამტყუნოთ და რუსეთი გავამართლოთ“ - გია ვოლსკი

„ყველა ტელევიზია და ყველა მედია საშუალება კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა [„ნაციონალური მოძრაობის“]. ახლაც ის პროპაგანდა მიდის, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, ვითომ ჩვენ, ახლა, აქ რომ ვსხედვართ კომისიაში, გვინდ...

პოლიტიკა 15:52

ხიდაშელი
„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, “მეგობარ აქტს” სენატის ერთიან შემადგენლობაში წინააღმდეგობა არ ექნება“ – თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ “მეგობარ აქტს” სენატის ერთიან შემადგენლობაში წინააღმდეგობა არ ექნება და სხვა კომიტეტებსაც უპრობლემოდ გაივლის. ახლა არის ის, რომ რაც შეიძლება...

პოლიტიკა 15:41

შაჰინი რიში
“MEGOBARI აქტი“ უფრო ფართოდ შეუწყობს ხელს სტაბილურობას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში“ - სენატორები რიში და შაჰინი

სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, რომელიც კომიტეტის მიერ 27 მარტს რამდენიმე კანონმდებლობის, მათ შორის „MEGOBARI აქტის“, მიღებას უკავშირდება. „MEGOBARI აქტი“ უფრო ფართო...

პოლიტიკა 15:24

კასპი მოძალადეები
"თანახმა ვარ ამნისტიაზე, მზია ამაღლობელის გათავისუფლების სანაცვლოდ"..."მორჩით ცირკებს'' - ძალადობაში ბრალდებული კასპის საკრებულოს მაღალჩინოსნების სასამართლო

შიდა ქართლის პროკურატურამ, სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი მილაძეზე ძალადობის მუხლით, კასპის საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარეს გიორგი მჭედლიშვილსა და აპარატის უფროსს ზურაბ ჩიტიშვილს ბრალი წაუყენა. საქმე ეხება 2...

სამართალი 15:21