კრემლი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად სანქციების ნაწილის მოხსნას ასახელებს
რუსეთ-უკრაინის ომი • 1742965132

“შავი ზღვის ინიციატივის“ აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც დასავლეთი რუსული ბანკების წინააღმდეგ სანქციებს მოხსნის“, - ამის შესახებ ერ-რიადში, აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია.
კრემლის თანახმად:
1. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეთანხმების შესაბამისად, რუსეთისა და აშშ-ის მხარეები შეთანხმდნენ „შავი ზღვის ინიციატივის“ განხორციელებაზე, რომელიც მოიცავს შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებას და კომერციული გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების აღკვეთას, ამგვარი გემების შემოწმების გზით სათანადო საკონტროლო ზომების ორგანიზებით.
2. აშშ ხელს შეუწყობს რუსეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქების ექსპორტის მსოფლიო ბაზარზე წვდომის აღდგენას, საზღვაო ტრანსპორტირების დაზღვევის ღირებულების შემცირებას, ასევე პორტებსა და გადახდის სისტემებზე წვდომის გაფართოებას ასეთი ტრანზაქციების ჩასატარებლად.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პუნქტები ძალაში შევა შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ:
სანქციების მოხსნა „როსსელხოზბანკისა“ და სხვა საფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩართული არიან საკვებით (მათ შორის თევზის პროდუქტებით) და სასუქებით საერთაშორისო ვაჭრობის ოპერაციების უზრუნველყოფაში, მათი SWIFT-თან მიერთება, საჭირო საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა;
სავაჭრო დაფინანსების ოპერაციების შეზღუდვების მოხსნა;
სანქციების მოხსნა საკვების (მათ შორის თევზის პროდუქტების) და სასუქების მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიებისთვის, ასევე სადაზღვევო კომპანიებისთვის საკვების (მათ შორის თევზის პროდუქტების) და სასუქების ტვირთებთან მუშაობის შეზღუდვების მოხსნა;
პორტებში გემების მომსახურებაზე შეზღუდვების მოხსნა და სანქციების მოხსნა რუსული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, რომლებიც ჩართული არიან საკვებით (მათ შორის თევზის პროდუქტებით) და სასუქებით ვაჭრობაში;
რუსეთის ფედერაციაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ასევე საკვების (მათ შორის თევზის პროდუქტების) და სასუქების წარმოებაში გამოყენებული სხვა საქონლის მიწოდებაზე შეზღუდვების მოხსნა“.
რუსეთი და აშშ შეთანხმდნენ, შეიმუშაონ ზომები ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეთანხმების განსახორციელებლად, რუსეთისა და უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების წინააღმდეგ დარტყმების აკრძალვის შესახებ 30 დღის ვადით, 2025 წლის 18 მარტიდან დაწყებული, ვადის გაგრძელების შესაძლებლობით და შეთანხმებიდან გასვლის უფლებით ერთ-ერთი მხარის მიერ მისი დარღვევის შემთხვევაში.
რუსეთი და აშშ მიესალმებიან მესამე ქვეყნების კეთილ ნებას, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკულ და საზღვაო სფეროებში შეთანხმებების განხორციელების მხარდაჭერას. რუსეთი და აშშ გააგრძელებენ მუშაობას მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“,- წერია განცხადებაში.

შევინარჩუნოთ მშვიდობა. ქვეყანაში ბევრი კარგი ხდება. ბევრი კარგი გასაკეთებელია და მოდით, დავსხდეთ ახალგაზრდები და სხვებიც, როგორი საქართველო გინდათ, – განაცხადა კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას...
საზოგადოება • 1745762220

ოლიგარქის სოლოლაკის სასახლეთან აქცია იმართება. ბიძინა ივანიშვილს დღეს "ლეიბორისტულმა პარტიამ" პოლიტიკური რეპესიების შეწყვეტა მოსთხოვა. ამ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლაშა ჩხარტიშვილს რეჟიმი დაჭერით ემუქრე...
პოლიტიკა • 1745757774

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზაზე. გავრცელებულ ვიდეომასალაში ორი მანქანის შეჯახება ჩანს, რომლის შემდეგაც, ერთ-ერთი მანქანა გზაზე მდგარ ქვეითებს ეჯახება. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 6...
შემთხვევა • 1745757611

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი და პუტინის ახლო გარემოცვის წევრი, ვლადიმირ იაკუნინი ამჟამად თავის შვილთან ერთად საქართველოში იმყოფება. ვლადიმირ იაკუნინი ჯერ კი...
პოლიტიკა • 1745757536

მუხიანში, კაცს დაზიანებები მიაყენეს - ტვ პირველის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. კაცს დაზიანება თავის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს...
შემთხვევა • 1745756648

ლიკა ბასილია-შავგულიძე: დეტალურად ჰყვება, რა დღეში არიან ქოცები სანქციების გამო, სულ დეტალურად აღწერს რა დღეში ჰყავთ ოჯახები, სიცოცხლის უფლებას გვართმევენო! ჯერ სად ხართ, ბოროტმოქმედო ქოცებო!!! ქეშით...
პოლიტიკა • 1745756358