1743323739
„ამბობენ, რომ ბიძინას დიდად უყვარს ლხინი "საოცარი"... შეჰკრებს ხოლმე თანამეინახეებს და გაამწეესებს არა იმდენად მრავალ-კერძ-სართულიან, რამდენადაც გემოვნებით გაწყობილ მაგიდასთან“ - ირაკლი ტაბლიაშვილი
პოლიტიკა • 26 მარტი 13:20
2004-2007 წლებში შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფორწმუნებულმა მიხეილ ქარელმა წულუკიანის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა:
,,ერთხელ აფექტურ მდგომარეობაშიც ვნახე (სააკაშვილი) და სულაც არ არის ადამიანისთვის საჭირო, ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება, რომ დაუსვას დიაგნოზი. ის ფსიქიკურად მართლაც ავადმყოფია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მე მაშინ განცხადებაც დავწერე თანამდებობიდან წასვლის შესახებ. დამიბარა, დახია, გაგიჟებულმა მიმოფანტა თავის კაბინეტში და გამაფრთხილა, მეორედ მსგავსი რამ არ გამებედა და თუ გავბედავდი, თვითონ იცოდა სად გამაგზავნიდა. მე ამ ურთიერთობიდან გამომდინარე არაერთხელ მითქვამს [ირაკლი] ოქრუაშვილისთვისაც, რომ ერთ მშვენიერ დღეს დადგებოდა ის დღე, რომ მოვხვდებოდი ციხეში, იმიტომ, რომ ჩემთვის მიუღებელი იყო აბსოლუტურად მისი ქმედებები და ამის თმენის ვალდებულებაც კი აღარ მქონდა ამ ყველაფერზე. მიუხედავად იმისა, რომ მაინც ვერ ავცდი ამ უბედურებას, ვერც კი წარმომედგინა თუ რა ელოდებოდა ჩემ ოჯახს და საახლობლოს ამ ყველაფრის შემდეგ. რა თქმა უნდა, მან ვერ აიტანა ის, რომ ოპოზიციის მხარი დავიჭირე, საპროტესტო მუხტის მხარე დავიჭირე და მაშინვე ჩემი დაპატიმრების ბრძანება გასცა. ჯერ ორთაჭალის ციხეში მიმიყვანეს, სადაც ფიზიკურად გამისწორდნენ, შემდეგ რაღაც სულ წყლით იყო სავსე და ამ ბეტონის ოთახში დამტოვეს ოთხი დღის განმავლობაში”, – აღნიშნა ქარელმა.
მიხეილ ქარელი ასევე მისი ოჯახის მიმართ ზეწოლაზეც საუბრობს.
“ითხოვდნენ ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას და ამას რომ ვერ იღებდნენ უფრო და უფრო სასტიკად იქცეოდნენ. შემდეგ ოქრუაშვილიც დააპატიმრეს. ოქრუაშვილის სამარცხვინო ჩვენებაც გახსოვთ და შემდეგ უკვე, ჩემგან რომ ვერ მიიღო ის ყველაფერი, რაც თვითონ სურდა, მთელი ზეწოლა ჩემი ოჯახის წევრებზე, ჩემს მოხუცებულ მშობლებზე გადაიტანა. მშობლების სახელზე რიცხული ქონება მთლიანად წაგვართვა, ჩამოგვართვა. სამართლებრივად როგორ შეფუთა ეს კიდევ ცალკე თემაა. ისევე, როგორც ჩემი დედმამიშვილები, ყველანი სამსახურიდან გაათავისუფლეს იმ მოტივით, რომ თითქოს მე დავასაქმე ჩემი დედმამიშვილებიც და დედაჩემიც სამსახურში, არადა ამ დროს მე უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, როდესაც ჩემმა დებმა მუშაობადაიწყეს და დედაჩემი მუსიკალურ სკოლაში პედაგოგად მუშაობდა ფორტეპიანოს მასწავლებლად. სანამ მე დავიბადე იმ სკოლაში მაშინ დაიწყო მუშაობა. ჩემი დებიც სკოლაში დაწყებითის პედაგოგები გახლდათ. შემდეგ ყოველდღიური გაგზავნები, რომ სახლიდან აძევებდნენ ჩემ მშობლებს. ვერ მოახერხეს ეს, რადგან იქ სამეზობლო, სოფელი უპირისპირდებოდა ამათ და საბოლოოდ ამ ომმა, რომელიც მისი ერთ-ერთი უდიდესი ავანტიურაგახლდათ, ომის დროს ის სახლი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, პაპაჩემის აშენებული სახლი ომის დროს დაწვეს და მთლიანად გაანადგურეს. ამიტომ ვამბობ, რომ ის ფსიქიკურად საშიში ადამიანია, ფსიქიკურად ავადმყოფია და დღესაც საშიშია მიმაჩნია. არათუ მაშინ იყო საშიში, დღესაც კი საშიშია”, – განაცხადა მიხეილ ქარელმა.
თეგები: მიხეილ ქარელი
აგვისტოს ომთან დაკავშირებით წულუკიანის კომისიის გამოძიებას აგვისტოს ომის ვეტერანები ქვეყნის და სახელმწიფო ინტერესების ღალატად აფასებენ. 2008 წლის ომის მონაწილეები აპირდაპირ ამბობს, რომ "ოცნება" რუსულ...
პოლიტიკა • 10:23
სინდისის პატიმრების დედები სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას კონკრეტულ სამოქმედო გეგმას სთხოვენ. თუ პოლიტიკოსები არ იტყვიან, როგორ წარმოუდგენიათ ტყვეების ციხეებიდან გამოშვება, დედები მოქმედებაზე გადავლე...
პოლიტიკა • 10:22
მოქალაქე ვლადიმერ ამბალია ამბობს, რომ ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის კრიტიკის გამო, 5 პირი ფიზიკურად გაუსწორდა. ამბალია "TV პირველთან" ყვება, რომ ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ქალაქში არსებულ პრობლემებზე საუბრო...
პოლიტიკა • 10:21
პარტიის „ჩვენ“ თანათავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე: 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმის ახალი მეჩეთი ღია ცის ქვეშ გაიხსნა. ბათუმელმა მუსლიმებმა ვერ მიიღეს ამ ხელისუფლებისგან ნებართვა და ჯერ კიდევ ღია ცის...
პოლიტიკა • 10:19
თამარ ჩერგოლეიშვილი სოცოქსელში გიორგი გამსახურდიას განცხადების სქრინს აქვეყნებს და წერს: თემურ მღებრიშვილი ამ ტიპის დედას დღეში სამჯერ ცემდა და ამცირებდა და შვილი შნირად ეყენა.ანუ ეს ტიპი, დედამისს ვი...
სოცმედია • 8:53
ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა: თეა წულუკიანი Thea Tsulukiani ქალბატონო თეა, ვისი სული სურთ პატრონებს სააკაშვილის გარდა? აი,სეპარატისტებმა უკვე მოითხოვეს გვემა მათი. ცუდი ამბავი მაქვს თქვენთვის.თუ ახლა არ...
სოცმედია • 8:49
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა