1742213442
„ზურაბიშვილს სააკაშვილი რომ შეეწყალებინა, დღეს მოსამართლე შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდა“ - თინა ბოკუჩავა
რუსეთ-უკრაინის ომი • 17 მარტი 10:59
გამოცემა POLITICO-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, უნგრეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების გახანგრძლივებაზე ვეტო მას შემდეგ მოხსნა, რაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს ტელეფონით ესაუბრა და მოუწოდა, ხელი არ შეეშალა ბლოკის მიერ სანქციების გახანგრძლივების პროცედურისთვის.
ინფორმაციას POLITICO ორ ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიპლომატების თქმით, რუბიოსა და სიიარტოს შორის საუბარმა ბუდაპეშტი დაარწმუნა, უკან დაეხია და სანქციების გახანგრძლივებისთვის მხარი დაეჭირა და ამასთან, უზრუნველყო, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩენილიყო, ხოლო რუსულ იმპორტზე დაწესებული ემბარგო შენარჩუნებულიყო.
გამოცემა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად უკვე დაუკავშირდა, თუმცა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც POLITICO წერს, გავრცელებულმა ინფორმაციამ ევროკავშირში რუსეთის მოწინააღმდეგეებს იმედები აუმაღლა, რომ ტრამპი შესაძლოა, დაეხმაროს კიდევ ბლოკის ძალისხმევას.
ცნობისთვის, 14 მარტს უნგრეთი რუსეთზე დაწესებული სანქციების გახანგრძლივებაზე ვეტოს მოხსნას დათანხმდა. სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთის 2400-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე ვრცელდება, ბლოკის კონსენსუსის შედეგად, გახანგრძლივდება.
უნგრეთი სანქციების გახანგრძლივებას 14 მარტს, ვადის გასვლიდან 48 საათზე ნაკლებით ადრე დათანხმდა.
2022 წლიდან რუსეთზე დაწესებული სანქციები ყოველ 6 თვეში ერთხელ ახლდება, რისთვისაც ბლოკის 27-ვე წევრის თანხმობაა საჭირო. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი წევრის უარიც კი საკმარისია, რომ სანქციები არ გახანგრძლივდეს.
გასული კვირის განმავლობაში, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, უნგრეთმა რამდენჯერმე თქვა უარი ვეტოს მოხსნაზე, თუმცა პარასკევს რამდენიმე მოთხოვნის შესრულების სანაცვლოდ დათანხმდა.
Euronews-ის ინფორმაციით, მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივების სანაცვლოდ, ბუდაპეშტმა სანქცირებული ფიზიკური პირების სიიდან რამდენიმე სახელის ამოღება მოითხოვა. დახურულ კარს მიღმა ინტენსიური დისკუსიების შემდგომ, კომპრომისი მიღწეულ იქნა. სანქციების გახანგრძლივების სანაცვლოდ შეზღუდვები მოეხსნა რუსეთის 4 მოქალაქეს:
ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის და, გულბანორ ისმაილოვა;
ოლიგარქი ვიაჩესლავ მოშე კანტორი;
რუსეთის სპორტის მინისტრი, მიხაილ დეგტიარიოვი
ბიზნესმენი ვლადიმირ რაშევსკი.
ამასთან, Euronews-ის ინფორმაციით, სანქცირებული პირების სიიდან ამოღებულ იქნა 3 ინდივიდი, რომლებიც გარდაცვლილები არიან.
"ისინი აზრზე მოვიდნენ, როგორც ვხვდები. მათ გააანალიზეს, რომ პუტინის მხარეს დგომა საუკეთესო არჩევანი არ არის". - უთხრა გამოცემას უნგრეთის შესახებ ევროპელმა დიპლომატმა.
8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გიორგიმ რამდენიმე თვის წინ სიმსივნე დაამარცხა. მას მკურნალობისთვის მედიკამენტები სჭირდება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დახმარების მსუ...
საზოგადოება • 17 მარტი 18:59
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს. "სეუ-ის სტუდენტური მოძრაობა ვიწყებთ პროტესტების ახალ ტალღას. 62 დღე გავატარეთ უნივერსიტეტის...
პოლიტიკა • 17 მარტი 18:51
თამუნა არის 15 წლის, ვერ დადის, ვერ საუბრობს აქვს ძლიერი შეტევები და თავის არეში კისტის გამონაზარდი. საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას, რისი საშუალებაც მარტოხელა დედას არ აქვს. ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხო...
საზოგადოება • 17 მარტი 17:50
სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა შეაფასა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებე...
პოლიტიკა • 17 მარტი 17:33
ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი (დემოკრატი ნიუ-ჰემპშირიდან) აკრიტიკებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს შემცი...
მსოფლიო • 17 მარტი 15:31
მარიამ გეგუჩაძე: "ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება აბსურდულობის ბოლომდე შესაგრძნობად შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია სირცხვილია დიდი ხანია აღარ ფუნქციონირ...
სოცმედია • 17 მარტი 14:45
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა