„გიორგი ჩიკვაიძე ვირთხებით და ტარაკნებით სავსე საკანში გამოკეტეს“ - პატიმრის ბიზნესპარტნიორი

პოლიტიკა 12 მარტი 19:05

გიორგი ჩიკვაიძე

გიორგი ჩიკვაიძე ვირთხებით და ტარაკნებით სავსე სამარტოო საკანში გამოკეტეს - ამბავი ციხიდან ბიზნესმენის ადვოკატმა გამოიტანა.

გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი, ირაკლი პაპიაშვილი უფლებადამცველზე დაყრდნობით ამბობს, რომ დაკავებულს მძიმე ანტისანიტარიულ პირობებში ამყოფებენ.

 

მისივე განმარტებით, ამ ფორმით რეჟიმს მოშიმშილე გიორგი ჩიკვაიძის გატეხვა სურს - "ბიძინა ივანიშვილზე დიდი დრაკონი ამ ქვეყანაში არ არის, მასთან ბრძოლამ ვერ გატეხა და ვირთხა ვერანაირი დაბრკოლება ვერ იქნება მისთვის".

იყო იურისტი შესული გიორგისთან მოსანახულებლად. ამ მომენტში იმყოფება ძალზედ მძიმე ანტისანიტარიულ საკანში, სადაც არიან ტარაკნები, ვირთხები, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ასევე ადვოკატის მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რომ დაიწყო სრული შიმშილობა. იქიდანაც აგრძელებს ბრძოლას, არის ძლიერად, რაც მთავარია ფსიქოლოგიურად. მინდა მივმართო რუსულ რეჟიმს, გიორგი გაბიტაშვილს, ბიძინა ივანიშვილს, რომ გიორგის ოთხ კედელში ვერ გააჩუმებენ. ეს არ იქნება მისთვის დაბრკოლება.

ამ ტერორს მთელი საქართველო უყურებდა და ადევნებდა პირდაპირ ეთერში თვალს. ჯერ იყო შემოთვლები, რომ გაჭყლეტდნენ ციხეში და მის ხმას ჩაახშობდნენ ციხეში სუპერკრიმინალების დახმარებით. სრული დისკომფორტის შექმნით ჰგონიათ, რომ ვიღაცებს გატეხავენ. შეიძლება ვიღაცები გაუტეხავთ, მაგრამ გიორგი ჩიკვაიძის გატეხვა შეუძლებელია. გიორგის მოწოდებაა, რომ უნდა ვიბრძოლოთ ყველა ადამიანმა, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ბიძინა ივანიშვილზე დიდი დრაკონი ამ ქვეყანაში არ არის, მასთან ბრძოლამ ვერ გატეხა და ვირთხა ვერანაირი დაბრკოლება ვერ იქნება მისთვის". - განაცხადა ირაკლი პაპიაშვილმა. 
ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, მას პატიმრობა შეეფარდა.

 

პროტესტის ნიშნად, დაკავებიდან მეორე დღეს, გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დაკავება
"რა საფრთხეებს შეიცავს "ოცნების" მიერ მიღებული ცვლილება პრევენციულ დაკავებაზე" - საიას კვლევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული მორიგი უკანონო და ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი საკანონმდებლო ცვლილება გააანალიზა, რომლის მიხედვითაც პოლიციელს შეუძლია პრევენციულად,...

პოლიტიკა 10 წუთის წინ

ძალადობა
„9 ქალი წლების განმავლობაში სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო…“ – უზენაესმა სასამართლომ უპრეცედენტო საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

საფეხბურთო კლუბ “მართვეს” ფეხბურთელი ქალების საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს.    ,,საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრუ...

სამართალი 28 წუთის წინ

ჩეხეთის სენატი
საქართველოში კრიზისიდან გამოსავალია ახალი არჩევნები - ჩეხეთის სენატის კომიტეტის რეზოლუცია

კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია - ამჯერად "ქართულ ოცნებას" ჩეხი პარლამენტარები მოუწოდებენ, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გეგმა მიიღონ.    რეზოლუცია საქართველოს შესახებ,  სენატის ზედა პალატის ს...

პოლიტიკა 36 წუთის წინ

პოლიცია
ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა - დაკავებულია კრიმინალური პოლიციის  დეტექტივი

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში, მასზე ფიზიკური ძალადობა და მუქარა არაერთხელ განახორციელა. 2024 წლის გაზაფხულზე, დაბა სურამში, ბრალდებული მეუღ...

კრიმინალი 6:37

ჯუდოკები
ქართველი ჯუდოკების პოზიციები მსოფლიო რეიტინგში - საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია

ავსტრიის გრან პრის დასრულების შემდეგ, ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიო რეიტინგი განაახლა, რომელიც ხაზს უსვამს ქართველი ჯუდოკების წარმატებას გლობალურ ასპარეზზე.   აღნიშნული მსოფლიო რეიტინგი...

ბიზნესი & ეკონომიკა 6:32

მსოფლიო
კრელმა აშშ-ს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მოთხოვნები წარუდგინა

Reuters-ის ცნობით, რუსეთმა შეერთებულ შტატებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების და ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენის შესახებ მოთხოვნების სია წარუდგინა.   გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კრე...

რუსეთ-უკრაინის ომი 6:17