1742484586
„დიანა ტრაპაიძეს ვულოცავ რუსი პროპაგანდონშა მაგდა სიმონიანის დაბადების დღეს“ - მეგი გოცირიძე
რუსეთ-უკრაინის ომი • 21 მარტი 10:36
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის თქმით, რუსული საფრთხის ფონზე, უკრაინამ პოლონეთისთვის და მთელი ევროპისთვის ფასდაუდებელი დრო მოიპოვა. პოლონური მაუწყებელი RMF24-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის "თეთრი წიგნი" თავდაცვის შესახებ 2030 წლამდე არის გათვლილი, არსებობს თუ არა ევროკავშირში მოლოდინი, რომ იმ დროისთვის რუსეთი სხვა ევროპულ ქვეყანას შეუტევს, ტუსკმა განაცხადა, რომ ასეთი გათვლები არ კეთდება, თუმცა, მადლიერია, რომ მისმა დანიელმა კოლეგამ მეტე ფრედერიკსენმა შესთავაზა 2030 წელი, როგორც თარიღი, რა დროისთვისაც ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობა "რადიკალურად უნდა გაიზარდოს".
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ძალისხმევის წყალობით, რუსეთი ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა.
"გავრცელებულია მოსაზრება, რომ უკრაინის სამხედრო ძალისხმევის გამო, რუსეთი არ იყო მზად ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის. უკრაინამ, მიუხედავად ომის შედეგისა, ფასდაუდებელი დრო მოიპოვა პოლონეთისთვის და მთელი ევროპისთვის. ამის გახსენება ღირს, როცა ხანდახან ვამბობთ, რომ დავიღალეთ, ძალიან ბევრი ლტოლვილია და უკრაინა ძალიან ძვირი გვიჯდება. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი უმწეოა ამ გეგმებში დანარჩენი ევროპის მიმართ იმიტომ, რომ უკრაინამ თავის თავზე აიღო აგრესორთან პირდაპირი დაპირისპირების ტვირთი," - განაცხადა ტუსკმა.გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი წიგნი, რომელიც ბრიუსელში 19 მარტს იყო წარმოდგენილი, ასახავს თავდაცვის ახალ მიდგომას და განსაზღვრავს ევროკავშირის საინვესტიციო საჭიროებებს. თეთრი წიგნი წარმოადგენს გადაწყვეტილებებს, რომელიც მიმართულია კრიტიკული შესაძლებლობების პრობლემების აღმოსაფხვრელად და ძლიერი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის შესაქმნელად. ის გარდა ევროპის თავდაცვის პოტენციალის განვითარებისა, ასევე ითვალისწინებს, ბრძოლის ველზე უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას.
ჩემი მეორე ვიზიტი ძალიან პირადული აღმოჩნდა. პრეზიდენტ პუტინს ერთ-ერთი წამყვანი რუსი მხატვრისგან პრეზიდენტ ტრამპის ულამაზესი პორტრეტი ჰქონდა შეკვეთილი და პირადად მე გადმომცა, რომ წამომეღო და პრეზიდენტ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 10:38
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რუსთაველის გამზირზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტების დაპატიმრების მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტის ხმა ა...
პოლიტიკა • 9:23
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, დისიდენტი ირანელი ჟურნალისტის და აქტივისტის, მასიჰ ალინეჯადის მოსაკლავად ირანის ხელისუფლებამ რამდენიმე პირი დაიქირავა. უწყების განცხადების თანახმად, ერთ-ერ...
მსოფლიო • 9:14
საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 23 მარტის 14:00 საათიდან იმოქმედებს. მატჩამდე და მატჩის პერიოდში ნაწილ...
საზოგადოება • 9:01
საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელებს სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობს. შეთავაზებები Amex ბარათის მფლობელებისთვის: ივნისის ბო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 8:35
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ნახევარ მილიონზე კუბელ, ჰაიტიელ, ნიკარაგუელ და ვენესუელელ იმიგრანტს დროებით ლეგალურ სტატუსს შეუჩერებს. იმიგრანტებს შეატყობინეს, რომ მა...
მსოფლიო • 8:31
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა