1742282079
"გაოგნებულია“ - „კანონიერი ქურდის“ ძმის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
საზოგადოება • 5/9/2022 • 9:17
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის შემოგარენში ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრის თემას გამოეხმაურა და
მის შესაძლო კავშირს იქ სამომავლო მშენებლობების გეგმებთან, მიზანმიმართული სიცრუე უწოდა.
თბილისის მერის თქმით, წარსულს ჩაბარდა ის პრაქტიკა, როდესაც მშენებლობები რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე ხორციელდებოდა.
„საბედნიეროდ, ჩვენი ეს წლები ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს, როდესაც ხდებოდა ტყეების გაჩეხა, რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების ხარჯზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში, როდესაც ამას აკეთებდნენ. ჩვენ და პირადად მე კი, არაერთი მნიშვნელოვანი სივრცე დავუბრუნეთ დედაქალაქს. ჩვენ ეს მიდგომა გვექნება.
რაც შეეხება ზონებს, როდესაც ხდება ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ აუცილებლად ტყე უნდა იყოს ან ხეები იყოს დარგული“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ სახანძრო ეკიპაჟების დაგვიანებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ასევე, დეზინფორმაცია უწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანს ემსახურება.
„ეს არის ტყუილი. თქვენ მიზანმიმართულად ცდილობთ, საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში და ეს არ არის პირველი შემთხვევა. საზოგადოება კარგად ხედავს ყველაფერს. ჩვენ გვყავს გმირი მეხანძრე-მაშველები. მინდა, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც მათ გააკეთეს ბორჯომის ხეობაში, იმისთვის, თუ როგორ ემსახურებიან ამ ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს. თავისი სიცოცხლის ფასადაც მზად არიან, ყოველდღიურად ემსახურონ სამშობლოს. თქვენ კი ცდილობთ, ტალახი ესროლოთ ადამიანებს, ჩრდილი მიაყენოთ, მაგრამ არაფერი გამოგივათ. თქვენს ბინძურ კამპანიას საზოგადოების მხრიდან ყოველთვის მოჰყვება რეაგირება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი თავდაცვის ხარჯების გაზრდისთვის რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაციის გზებს განიხილავენ. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი...
რუსეთ-უკრაინის ომი • 2 წუთის წინ
მარიამ გეგუჩაძე: აი, ამ ტრაგიკული ყოფის კომიკურობაზე დავფიქრდი:დედაჩემმა დამირეკა, სავარაუდოდ, ჩხრეკაზე შემოვლენო.დავფიქრდი და ინსტინქტურად, სამკაულები უნდა დავმალო-მეთქი გავიფიქრე. ანუ ჩხრეკის დროს,...
სოცმედია • 13 წუთის წინ
ნანუკა ჟორჟოლიანი: ჩხრეკაზე აპირებენ ჩემთან მოსვლას.ჯერ ბჭობენ.მეგობრებო, კომპიუტერიდან არაფერს ვშლი. ყველა ინფორმაცია დარჩება, რაც დეტალურად აღწერს რა გაუკეთებია ფონდს.რუსეთის აგენტების შეტანილი განც...
პოლიტიკა • 29 წუთის წინ
თბილისში, ბარ „სახელოსნოსთან", 21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 18 წლის ლუკა შენგელიას საქმეზე საქალაქო სასამართლო დღეს, 18 მარტს იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღ...
კრიმინალი • 52 წუთის წინ
არ ვიცი რატომ ავრცელებენ ტყუილებს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების შესახებ და რატომ უნდათ, რომ ეს ადამიანები ისევ ქუჩაში აღმოჩნდნენ – ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს: რამდენჯერ უნდა და...
საზოგადოება • 7:21
გელა უძილაური ბრალის წარდგენის მოლოდინშია - "პირველების" ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალის ოფიციალურ დადგენილებას დღეს, სავარაუდოდ 15:00 საათზე გააცნობენ. მასთან...
კრიმინალი • 7:14
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა