1742313331
ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს
საზოგადოება • 7:21
არ ვიცი რატომ ავრცელებენ ტყუილებს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების შესახებ და რატომ უნდათ, რომ ეს ადამიანები ისევ ქუჩაში აღმოჩნდნენ – ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს:
რამდენჯერ უნდა დავწერო და ვთქვა არ ვიცი და რატომ ავრცელებენ ტყუილებს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების შესახებ და რატომ უნდათ, რომ ეს ადამიანები ისევ ქუჩაში აღმოჩნდნენ.ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მთელ საქართველოში ჩართულია სტატისტიკური მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით 12 380-მა პირმა ისარგებლა, მათ შორის 79 ქალი. 2023 წელს ეს მაჩვენებელი 15 857-ს შეადგენდა, მათ შორის 94 ქალი, ხოლო 2022 წელს – 17 646 ბენეფიციარი, მათ შორის 99 ქალი. .პროგრამაში მოხვედრისთვის აუცილებელია შემდეგი კრიტერიუმების დაკმაყოფილება:1. უნდა იყო ინტრავენური ნარკოტიკის მომხმარებელი;2. უნდა გქონდეს ოპიატების მოხმარების მინიმუმ 3-წლიანი ისტორია, მათ შორის ბოლო 1 წელი – ინტრავენურად;3. უნდა იყო 21 წლის ან მეტი ასაკის;4. უნდა გქონდეს მკურნალობის მცდელობა (ეს არ არის სავალდებულო პირობა).რა მიზანი აქვს ჩანაცვლებით თერაპიას?1. ზიანის შემცირება – პროგრამა ხელს უწყობს იმას, რომ ადამიანი აღარ მოიხმარდეს ნარკოტიკს ინტრავენურად და მიიღოს პერორალურად (პირის გავლით);2. დაცვა ჯანმრთელობის რისკებისგან – თუ ადამიანს ჯერ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება ნარკოტიკზე საბოლოო უარის თქმის შესახებ, მას საავადმყოფოში მიღებული მედიკამენტით მაინც იცავენ ზედოზირებისა და ინფექციური დაავადებებისგან;3. კრიმინალური ქცევის შემცირება – პროგრამაში ჩართვა ხელს უწყობს ნარკოდამოკიდებული პირის საზოგადოებაში ინტეგრაციას, ამცირებს ქურდობას, ნარკოდანაშაულსა და სხვა კრიმინალურ ქცევებს.რაც შეეხება აბსტინენციაზე (ნარკოტიკზე სრულად უარის თქმაზე) ორიენტირებულ მკურნალობას, მსოფლიოში და საქართველოში მხოლოდ 5-10%-ს უვითარდება სრული გამოჯანმრთელება. ეს მაშინ, როდესაც პაციენტი გადის მინიმუმ 3-9 თვიან სრულ სარეაბილიტაციო კურსს.საქართველოში ბოლო მონაცემებით, ინტრავენური ნარკოტიკის მომხმარებელია დაახლოებით 58 000 ადამიანი, ხოლო მათგან მხოლოდ 20% არის ჩართული ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამებში.მნიშვნელოვანია გავიაზროთ: ჩანაცვლებითი თერაპია არ ისახავს მიზნად, რომ ადამიანი ერთბაშად შეწყვიტოს ნარკოტიკის მოხმარება, არამედ ეხმარება მას ცხოვრების წესის შეცვლაში. თუ პაციენტი გადაწყვეტს, მას აქვს შანსი საბოლოოდ თავი დააღწიოს ნარკოდამოკიდებულებას – წერს ზურა სიხარულიძე.
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს. პარტიის ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმე...
პოლიტიკა • 9 წუთის წინ
ნანუკა ჟორჟოლიანი: მეგობრებო ეს სუსია.არანაირ ანგარიშის ნომრებს არ ენდოთ.არაფერს თუ ამ გვერდზე არ დაიდება და განსაკუთრებით სადაც ბიტკოინი და ნანუკა ერთად წერია:))რომ მიგახვედროთ როგორი ამოუცნობია ეს თ...
საზოგადოება • 28 წუთის წინ
ოლიგარქის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბათუმის აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის სარჩელი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ გამოაცხადა. თემურ ქათ...
პოლიტიკა • 13:47
თბილისში, აშშ-ს მეგობარი აქტის მხარდამჭერი მარში გაიმართება. აქციის მონაწილეები 22 მარტს, 20:00 საათზე- მარჯანიშილის მოედნიდან მსვცლელობას გამართავენ. აქცია პარლამენტთან მიმდინარე უწყვეტ პროტესტს უე...
პოლიტიკა • 13:15
„ძალიან არასწორი ადრესატია ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი და თუ ხელისუფლება ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით რაიმეს გეგმავს, ისინი არც მას და არც ფონდებს არ დათმობენ“ - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილების...
პოლიტიკა • 13:11
ნანუკა ჟორჟოლიანი: მეგობრებო, კითხულობთ სად არიან ის ადამიანები, რომლებსაც ოჯახის წევრები გადავურჩინეთ.აქ არიან, ჩემთან.ორი დღეა ტელეფონი არ გაჩერებულა. მეკითხებიან რა გააკეთონ, რა შეუძლიათ.წერენ ვიდე...
სოცმედია • 13:09
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა