"ჯერ თათბირებს ჩამომაშორეს, მერე კომუნიკაციას... იმიტომ, რომ ჩემი აზრი გამოვხატე" - საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი

საზოგადოება 23 მარტი 14:09

ჯობავა

 საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ანი ჯობავა წერს, რომ საკუთარი აზრის დაფიქსირების გამო გადაცემას ჩამოაშორეს.

მისი თქმით, კითხვებს სვამს, თუმცა პასუხებს არ სცემენ.

"სალამი, მე ანი ვარ ჯობავა, პირველი არხის დილის გადაცემის ჟურნალისტი" - აი ამ ტექსტით ალბათ ათასობით ადამიანს დავურეკე ბოლო 7 წლის განმავლობაში.

 

7 წელია საზოგადოებრივ მაუწყებელში, სხვადასხვა გადაცემაში და პოზიციაზე ვმუშაობ, მაგრამ ჩემი შტატი ბოლო წამამდე "ახალი დღის" ჟურნალისტი იყო.

7 წლის განმავლობაში, ბევრი ვისწავლე, ბევრი ვეცადე, ბევრიც გამომივიდა, ძალიან ბევრჯერ მატკინეს და დამამცირეს.

 

დილის გადაცემის ჟურნალისტი მერქვა იმ წამამდე, სანამ გადაცემა ეთერში ჩემ გარეშე არ დაბრუნდა.

 

"ჩემ გარეშეც" ისეთი ნათქვამია, ჯერ თათბირებს ჩამომაშორეს, მერე კომუნიკაციას და ასე ვიყავი თვენახევარზე მეტი. მერე პასუხი ოფიციალურად მოვითხოვე და აქაც "ტომ - პასუხი არ არის"

 

ტომ სოიერის შესავალს დაემსგავსა ჩემი ცხოვრების ბოლო რამდენიმე თვე. იცით რატომ ? იმიტომ რომ ჩემი აზრი გამოვხატე.

 

აი ამ იგნორში, სულ რამდენიმე ადამიანმა გამოხატა სოლიდარობა. დანარჩენებმა ხან რა თქვეს, ხან რა. ზოგმა შენით გადაწყვიტეო, ზოგმა ჭკვიანად ყოფილიყავიო. გაბრაზებულზე მეტად ნაწყენი ვარ, იმ დუმილით წლობით ნაშენები კომუნიკაცია ვიღაცებმა მდუმარე პირამიდებად რომ აქციეს. უბრალოდ დუმდნენ.

 

ერთ რამეს მივხვდი, ყველაზე ზუსტად ის გტკენს, ვინც კარგად გიცნობს. იმედია ეს არის ის სამართალი საკუთარი თავისთვის რომ გემეტებათ.

საყვარელი საქმე წამართვეს და მაიგნორეს. არ ვიცი აქ დასრულდა თუ არა ჩემი ჟურნალისტობა, მაგრამ მადლობა  ყველას ვინც ერთხელ მაინც მოისმინეთ ის ფრაზა.

 

სალამი, მე ანი ვარ ჯობავა, პირველი არხის დილის გადაცემის ჟურნალისტი, რომელსაც არ დაუძახეს!" - წერს ჟურნალისტი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თეთრი სახლი
აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები საუდის არაბეთში - თეთრი სახლი შეთანხმებებზე ინფორმაციას ავრცელებს

აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო გადაზიდვებზე - აცხადებს თეთრი სახლი საუდის არაბეთში, ქვეყნებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. „აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყონ ნავიგაცი...

რუსეთ-უკრაინის ომი 25 მარტი 15:57

ოქრუაშვილი ნოღაიდელი ვაშაძე
ნოღაიდელი, ოქრუაშვილი, ვაშაძე - ენმ-ს საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ 6 პირი დაიბარა

წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ პაატა დავითაია, მიხეილ ქარელი, გრიგოლ ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, თამაზ ბესტაევი და ზურაბ ნოღაიდელი დაიბარა - სხდომა ხვალ, 26 მარტს, 10:00 საათზეა ჩა...

პოლიტიკა 25 მარტი 15:51

ლუკაშენკო
„ჩვენ არ დავუშვებთ სიტყვის თავისუფლების გამოყენებას ჩვენი ქვეყნის დასანგრევად“ - ლუკაშენკო საპრეზიდენტო ფიცი მეშვიდედ დადო

ალექსანდრე ლუკაშენკომ დღე მეშვიდედ დადო პრეზიდენტის ფიცი. „ჩვენ უფრო მეტი დემოკრატია გვაქვს, ვიდრე მათ, ვინც საკუთარ თავს ეტალონად წარმოაჩენს. ბელარუსში ყველას აქვს კონსტიტუციური უფლება, აზრი გამოთქვა...

მსოფლიო 25 მარტი 15:49

სელფი
სელფი მობაილი „ბიზნესის კეთილსინდისიერება და კოლექტიური ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ პლატფორმის თანათავმჯდომარეა

 სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივის, ადგილობრივი სამოქმედო პლატფორმის „ბ...

ბიზნესი & ეკონომიკა 25 მარტი 15:38

მანგო.png
დომენიკ მანგოს რუსეთმა 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ქართველ ბლოგერს, 30 წლის კუკური ბარამიძეს (დომენიკ მანგო) რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის სასამართლომ 7 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. როგორც რუსეთის პროკურატურის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, იგი დ...

პოლიტიკა 25 მარტი 15:18

ნია გუგავა
"დღეს დილით პოლიციაში დავრეკე ჩემი 2 ჯარიმის მოსაკითხად, მითხრეს, რომ 2 კი არა, 4 ჯარიმა მქონია" - ნია გუგავა

მსახიობი ნია გუგავა წერს, რომ პოლიციაში ჯარიმის საკითხზე დარეკა, სადაც უთხრეს, რომ 2-ის ნაცვლად 4 ჯარიმა აქვს დაკისრებული. მსახიობი ოთხივეჯერ გზის გადაკეტვის მოტივითაა დაჯარიმებული. "დღეს დილით პოლიცი...

პოლიტიკა 25 მარტი 15:15