„მეცნენ ორივე და ხელი გადამიგრიხეს და სამჯერ დამარტყეს და ცდილობდნენ ტელეფონის წართმევას“ - გელა მთივლიშვილი მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე
საზოგადოება • 1742183547

“მთის ამბების” რედაქტორი “პირველებთან” მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალებს იხსენებს. ჟურნალისტი ყვება, რომ პოლიციელები, რომლებმაც მასზე იძალადეს, შეიარაღებულები იყვნენ. მისი თქმით, ძალოვანები მას აგინებდნენ, გაუსწორდნენ ფიზიკურად და რამდენჯერმე ჰკითხეს, იყო თუ არა მომიტინგე.
მანქანიდან გადმოხტა ორი პირი. ერთ-ერთი იყო შეიარაღებული. მივხვდი, რომ იყო შსს-ს მანქანა, დაბურული შუშებით. როცა მანქანა გავაჩერე და შევხედე, ორივე იყვნენ შსს-ს თანამშრომლები, მაგრამ ერთი ნამდვილად შეიარაღებული. მოვიდა და ყვიროდა, რატომ არ ვატარებდით, გვაგინებდა და იმუქრებოდა. ამოვიღე ტელეფონი, მანქანაში მქონდა, იქვე ვიდექი, ჩემი მანქანის კართან და ვეცადე, რომ დამეწყო გადაღება. „წაართვით ტელეფონიო!“, – დაიღრიალა. მეცნენ ორივე და ხელი გადამიგრიხეს და სამჯერ დამარტყეს და ცდილობდნენ ტელეფონის წართმევას. ძალიან აგრესიული იყო. ვკითხე, შენ ხარებას თანამშრომელი ხარ, -თქო? და ამას მოაყოლა ის გინება. კიდევ ერთხელ ჩამეკითხა ბოლოს, რომ მომიტინგე ხომ არ ხარო და ღიად, მკვეთრად, პირდაპირ გამოხატავდა აგრესიას მომიტინგეების მიმართ და ჩვენ ვნახეთ, რა შეუძლიათ ამ მოძალადეებს, როდესაც რამდენიმე ათობით თუ ასობით დაზარალებული ადამიანი გვყავს, რომელსაც სახის ძვლები და შბლი დაუმტვრიეს და სიკვდილამდე მიიყვანეს ადამიანები, – ამბობს მთივლიშვილი.შეგახსენებთ, რომ წეროვანთან, ავტობანზე თავს დაესხნენ საქართველოს ამბების / მთის ამბების რედაქტორს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს.

ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნება სათუო ხდება.ევროკავშირი აპირებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლები გააფართოვეს, მეორე მხრივ კი, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ უვიზო მიმოსვლა „ღვ...
პოლიტიკა • 1745736664

გრუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა აღიარა ჩრდილო კორეელი სამხედროების მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში. კერძოდ, გერასიმოვმა პუტინს კურსკის ოლქის "გათავისუფლება" უპატაკა, სადაც...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745735958

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 აპრილის დღის ბოლოდან 27 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერ...
საზოგადოება • 1745735245

კანადაში, ვანკუვერში მანქანა ფესტივალის დროს ხალხში შევარდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები, თუმცა მათი რიცხვი არ კონკრეტდება. მანქანის მძღოლი დაკავებულია. შემთხვევა კი...
მსოფლიო • 1745734900

ვაფასებ ტრამპისა და მისი გუნდის მუშაობას უკრაინაში, პუტინის ბარბაროსული ომის სამართლიანად დასასრულებლად - წერს x-ზე რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და რუსეთის წინააღმდეგ, დამატებითი სანქციების დაწე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745734818

რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებები გამართოს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კრემლის წარმომადგენლი...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745733809