ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს

პოლიტიკა 18 მარტი 15:55

ლევან ვარშალომიძე

 "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს.

პარტიის ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან.

"ჩვენი ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე დააკავეს ყაზახეთში, როდესაც ის აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა. სავარაუდოდ, წინასწარი ინფორმაციით საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ლევან ვარშალომიძეს ეხება და უკავშირდება მის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან.

არსებობს საფრთხე ექსტრადიციის, ამიტომ ახლა ამ წუთას ჩვენი ყველა რესურსი ჩართულია იმისათვის, რომ სწორი კომუნიკაცია გვქონდეს როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია და ყაზახეთის ხელისუფლებამ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც შედის საქართველოს და ყაზახეთის საუკეთესო ინტერესებში.

ყველასათვის ცხადია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან სისხლის სამართლებრივი საქმე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, გასაგებია რატომაც არის ეს საქმე აღძრული, ამიტომ სწორი კომუნიკაცია საჭიროა იმისათვის, რომ დავიხსნათ ლევან ვარშალომიძე უკანონო დაკავებისგან", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნინია კაკაბაძე რუხაძე
“დოლარებიანი რეგვენი“ – ნინია კაკაბაძე ირაკლი რუხაძეზე

ჟურნალისტი, ნინია კაკაბაძე: მოკლედ ეს დიდი ქართველი ნაძირალა ირაკლი რუხაძე, რომელმაც ბრიტანულ სასამართლოში 170 მილიონი წააგო, ამ ამბის გადასაფარად იგონებს, რომ “რადიო თავისუფლებას” ყიდულობს და ამას ის...

სოცმედია 19:56

ნიკა კაცია
ნიკა კაცია რეჟიმის მსახურებს არაადამიანურ მოპყრობასა და დამცირებაში ამხელს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ჟურნალისტმა სისტემა საქმის შეკერვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა - ნიკა კაციამ სასამართლოზე დეტალურად  ისაუბრა, როგორ ჩაუდეს ნარკოტიკი და როგორ გააყალბეს მტკიცებულე...

პოლიტიკა 19:47

პოლიციაა
ოლიგარქის პოლიცია აქციის მონაწილე სტუდენტებს რუსთაველზე ბალიშებისა და პლედების მიტანის უფლებას არ აძლევს

ოლიგარქის პოლიცია აქციის მონაწილე სტუდენტებს რუსთაველზე ბალიშებისა და პლედების მიტანის უფლებას არ აძლევს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სტუდენტები პოლიციელებს ეუბნებიან, განუმარტონ, რომელი მუხლი კრძალ...

პოლიტიკა 19:42

უილსონი
"ქართველი ხალხი გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ საკუთარ მოთხოვნებში ურყევია... ჩვენ ვდგავართ თავისუფალო საქართველოს გვერდით" - უილსონი

"ქართველი ხალხი გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ საკუთარ მოთხოვნებში ურყევია. ისინი არ დაუშვებენ თავიანთი ერის ექსპლუატაციას და მათი მომავლის მოპარვას "ჩინეთის კომუნისტური პარტიის" მოსყიდული თაღლითებ...

პოლიტიკა 19:40

თეთრი სახლი
"მშვიდობასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ. ტრამპი თვლის, რომ უკრაინაში ომი სასიკეთოდ დასრულდება" - თეთრი სახლის პრესსპიკერი

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლევიტის თქმით, ტრამპი თვლის, რომ უკრაინაში ომი სასიკეთოდ დასრულდება. ამის შესახებ მან ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა. "მშვიდ...

რუსეთ-უკრაინის ომი 19:36

სტამბოლის მერ
ვინ არის ექრემ იმამოღლუ - სტამბოლის დაპატიმრებული მერი, რომელიც ერდოღანის მთავარ მეტოქედ განიხილება

19 მარტს, დილით, თურქეთის ხელისუფლებამ კორუფციისა და ტერორისტული ორგანიზაციის დახმარების ბრალდებით სტამბოლის ოპოზიციონერი მერი ეკრემ იმამოღლუ დააკავა. ექრემ იმამოღლუ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში თუ...

მსოფლიო 19:33