1742362454
„კა-გე-ბე-ს უწიგნური პოდპოლკოვნიკი რუსების უფროსი ამხელა ამერიკის უწიგნურ მილიარდერს მხოლოდ ქულებით უგებს ამ რაუნდს“ - დავით ბერძენიშვილი
პოლიტიკა • 18 მარტი 13:11
„ძალიან არასწორი ადრესატია ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი და თუ ხელისუფლება ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით რაიმეს გეგმავს, ისინი არც მას და არც ფონდებს არ დათმობენ“ - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია „ფონდების საქმეს“ და მოლოდინი აქვს, რომ აღნიშნულზე პოლიტიკოსები და არასამთავრობო იქნებიან დადანაშაულებული.
მისი განმარტებით, ფონდების დაყადაღება არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი ამბავი, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო ბელარუსი გახდება, თუ ძალიან მალე ვითარება არ შეიცვალა.
ჩვენ არ ჩაგიგდებთ ხელში ადამიანს, რომელმაც ბოლო პერიოდში სრულიად წარმოუდგენელი რაღაცები აკეთა, არც სხვა ფონდებს იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ეს სადამდე მიდის. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს, როცა სიკეთეს ბოროტება აყადაღებს. როცა სიყვარულს, სიძულვილი აყადაღებს. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს „ქართული ოცნება“, როცა ევროპას აყადაღებს საბჭოთა კავშირი. ჩვენ ეს ვიცით და ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ.
ამის შემდეგ, „საბოტაჟის საქმეზე“ ცხადია, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან დადანაშაულებული, მაგრამ ძალიან არასწორი ადრესატია ნანუკა ჟორჟოლიანი. თუ ვინმესგან შიში არასდროს მინახავს, საკუთარ თავზე მეტად, ეს შემიძლია ნანუკა ჟორჟოლიანზე ვთქვა.
„საქართველო ბელარუსი არ იქნება“, ჩვენ ეს ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი, მაგრამ საქართველო ბელარუსი იქნება, თუ ჩვენ ძალიან მალე ამ ვითარებას არ შევცვლით. საერთოდ წარმოუდგენელი ამბავი ხდება ერთი შეხედვით, მაგრამ ამ რეჟიმისგან წარმოუდგენელი არაფერია. გუშინ დააყადაღეს 4 ფონდი: „ნანუკას ფონდი“, ე.წ. გილაურის ფონდი“, ფონდი „ერთმანეთისთვის“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“. ეს იცით, რა ფონდებია? ეს არის ფონდები, რომელიც ეხმარებიან მაგალითად, პატიმრების ოჯახებს. ამ ყადაღით, დღეს პატიმრები, რომლებიც ისედაც უკანონო პატიმრები არიან, ისინი და მათი ოჯახის წევრები მნიშვნელოვანი დახმარების გარეშე დარჩებიან. ყველა პატიმრის ოჯახმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს ფინანსური დახმარება, მორალურიც, მაგრამ აუცილებლად ფინანსურიც. ეს იცით რა ფონდებია? განსაკუთრებით, „ნანუკას ფონდი“, რომელმაც ამ ქვეყანაში მართა გურიის უმნიშვნელოვანესი პრობლემა. გააკეთა ის, რაც სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა. ეს ის ფონდებია, რომელიც უკანონოდ დაჯარიმებულ ადამიანებს, ჯარიმებს უხდის“, - განაცხადა გვარამიამ.
ცნობისთვის, "ნანუკას ფონდის", "ფროსფერითი ჯორჯიასა" და ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები დააყადაღეს. ირკვევა, რომ საბანკო ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა.
თავად ჟურნალისტმა დღეს არ გამორიცხა, რომ შესაძლოა დააკაონ.
ამერიკასა და რუსეთს შორის მორიგი შეხვედრა 23 მარტს, საუდის არაბეთში გაიმართება. ამაზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ. ინფორმაციას ტრამპის მრჩეველმა, სტივ უიტკოფმა Fox News-ის...
რუსეთ-უკრაინის ომი • 8 წუთის წინ
სტამბოლის მერს, მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერს, ეკრემ იმამოღლუს სტამბოლის უნივერსიტეტმა დიპლომი გააუქმა, რის გამოც იმამოღლუ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს....
მსოფლიო • 14 წუთის წინ
რუსეთში, ლენინგრადის ოლქში სამხედრო ვერტმფრენი Ми-28 ჩამოვარდა. რუსული მედიის ცნობით, ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენი დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა...
მსოფლიო • 18 წუთის წინ
დავით ბერძენიშვილი: პუტინი რო მის ქვეყანაში ყველაფრის უფროსია, კი ვიცით. ტრამპი ამერიკელი ჰოკეისტების სახელითაც ექსპრომტად ლაპარაკობს( რა "მაგარი" შედეგია ამერიკელი და რუსი ჰოკეისტების შეხვედრაზე შეთა...
სოცმედია • 21 წუთის წინ
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის დახმარების საკითხი არ განხილულა. "ჩვენ არ გვისაუბრია დახმარებაზე, საერთოდ არ გვილაპარაკია დახმარ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 27 წუთის წინ
აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ USAID-ის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დაბლოკა. ინფორმაციის CNN ავრცელებს. სასამართლომ დაადგინა, რომ ქმედებები USAID-ის დახურვის შესახებ, სავარაუდოდ, არღვევს შეერთებუ...
მსოფლიო • 29 წუთის წინ
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა