ვიდეო - ხატი, რომელსაც „გველის ღვთისმშობელს“ უწოდებენ

საზოგადოება 28/8/2023 • 5:36

გველის ღვთისმშობელი

კუნძული კეფალონია(საბერძნეთი), რომელიც იონიის ზღვაში მდებარეობს, მარტო იმით არაა გამორჩეული, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულია ამ ზღვაში.

სწორედ ამ კუნძულზე, ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის მიძინების დღეს, ყოველწლიურად აღესრულება სასწაული, რომელიც მნახველებს აცვიფრებს – სოფელ მარკო პოლოში, ღვთისმშობლის მიძინების სამლოცველოში, დღესასწაულზე დასასწრებად და ხატის თაყვანის საცემად ტაძარში… შხამიანი გველები მოდიან.

ხატს „გველის ღვთისმშობელს“ უწოდებენ.

გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც ახლა სამლოცველოა, ადრე ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი ყოფილა.

ერთხელ, როდესაც სოფლის ყველა მამაკაცი ზღვაში სათევზაოდ იყო გასული, მონაზვნებმა მეკობრეთა გემი დალანდეს და შეშინებულებმა ჩარაზეს მონასტრის ჭიშკარი, თავად კი გულმოდგინედ ევედრებოდნენ დედა ღვთისმშობლის ხატს, დაეფარა მათი ღირსება.

მაგრამ ხის ალაყაფმა მეკობრეთა ძალას ვერ გაუძლო. როდესაც ისინი მონასტერში შეცვივდნენ, იქ, მონაზონთა ნაცვლად, შავი გველები დახვდათ.

მოძალადეები თავზარდაცემულნი გაერიდნენ იქაურობას. როგორც მარკო პოლოს მცხოვრებნი ამტკიცებენ, მათ სამლოცველოში სწორედ ის ხატია დაცული, რომელსაც ასე გულმოდგინედ ევედრებოდნენ მონაზვნები მეკობრეთაგან ხსნას და ეს ხატი პანაგია ფეტუსა გახლავთ.

ყოველი წლის მარიამობის წინა საღამოს მთებიდან ჩამოდიან შხამიანი გველები და სწორედ ამ სამლოცველოსთან იკრიბებიან, ტაძარში მორწმუნეებთან ერთად შედიან და წირვას ესწრებიან.

მიუხედავად იმისა, რომ სამლოცველოში უამრავი ხატია, გველები ღვთისმშობლის ხატისაკენ მიიწევენ და მასზე გართხმულები უსმენენ ღვთისმსახურებას.

რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ეს შხამიანი გველები ამ დღესასწაულზე სრულიად უვნებელნი ხდებიან-მლოცველებს ისინი ხელში აჰყავთ, ტაძარში შესვლაში ეხმარებიან, ეთამაშებიან და ეფერებიან ხოლმე.

წირვის დასრულებისთანავე გველები ჩამოცოცდებიან ღვთისმშობლის ხატიდან და კვლავ მთებს მიაშურებენ.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მდინარაძე აქტივსტი
რატომ აგინა მამუკა მდინარაძემ 23 წლის აქტივისტ ანუკა ყაულაშვილს

სამოქალაქო აქტივისტი, ანუკა ყაულაშვილი დღეს დაკავებული იმ გოგონას მეგობარია, რომელიც ანწუხელიძის ბანერის გამო პოლიციამ დააკავა. მეგობრის დაკავების შემდეგ, ანუკამ გადაწყვიტა „ოცნების“ დეპუტატისთვის, მა...

პოლიტიკა 28 მარტი 19:29

ელენე ხოშტარია
დაკავებულია ელენე ხოშტარია

რუსთაველის გამზირზე ელენე ხოშტარია დააკავეს. მიზეზი უცნობია. "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდები დღეს წულუკიანის საგამოძიებო კომისიის...

პოლიტიკა 28 მარტი 16:02

მარიამ ლაშხ
ვიდეო: მარიამ ლაშხს აეროპორტში “მონა“ ეძახეს

„ოცნების“ დეპუტატს, მარიამ ლაშხს აეროპორტში “მონა“ ეძახეს. ფაქტის ამასახველ ვიდეოს მოქალაქე თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ვიდეოს ავტორი ლაშხს კითხვებს უსვამს, რის პასუხადაც „ოცნების“ დე...

პოლიტიკა 28 მარტი 16:00

ვოლსკი
„ის პროპაგანდა მიდის, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, ვითომ ჩვენ, ახლა, აქ რომ ვსხედვართ კომისიაში, გვინდა საქართველო გავამტყუნოთ და რუსეთი გავამართლოთ“ - გია ვოლსკი

„ყველა ტელევიზია და ყველა მედია საშუალება კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა [„ნაციონალური მოძრაობის“]. ახლაც ის პროპაგანდა მიდის, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, ვითომ ჩვენ, ახლა, აქ რომ ვსხედვართ კომისიაში, გვინდ...

პოლიტიკა 28 მარტი 15:52

ხიდაშელი
„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, “მეგობარ აქტს” სენატის ერთიან შემადგენლობაში წინააღმდეგობა არ ექნება“ – თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ “მეგობარ აქტს” სენატის ერთიან შემადგენლობაში წინააღმდეგობა არ ექნება და სხვა კომიტეტებსაც უპრობლემოდ გაივლის. ახლა არის ის, რომ რაც შეიძლება...

პოლიტიკა 28 მარტი 15:41

შაჰინი რიში
“MEGOBARI აქტი“ უფრო ფართოდ შეუწყობს ხელს სტაბილურობას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში“ - სენატორები რიში და შაჰინი

სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, რომელიც კომიტეტის მიერ 27 მარტს რამდენიმე კანონმდებლობის, მათ შორის „MEGOBARI აქტის“, მიღებას უკავშირდება. „MEGOBARI აქტი“ უფრო ფართო...

პოლიტიკა 28 მარტი 15:24