რა ქონებას ფლობს ჰოლივუდურ სკანდალში გახვეული ამერიკელი რეპერი P. Diddy

შოუბიზნესი 30/9/2024 • 9:19

რეპერი დედი

ამერიკელი რეპერის, მომღერლის, პროდიუსერის, მეწარმისა და დიზაინერის, P. Diddy-ის ქონება 2024 წლის მდგომარეობით 600 მლნ დოლარს შეადგენს. ინფორმაციას Celebritynetworth-ი ავრცელებს.

P. Diddy-მა 90-იანი წლების ბოლო პირველი წარმატებული რეპ ალბომი გამოუშვა, რითაც კარიერაში პირველი გრემიც მიიღო. რეპერმა მოგვიანებით საკუთარი ტანსაცმლის ხაზი და ალკოჰოლური სასმელების ბრენდიც დააფუძნა.

მხოლოდ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში რეპერმა 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა თავისი ბიზნესებიდან. ყველაზე წარმატებული კი ალკოჰოლური სასმელების კომპანია Diageo-სთან პარტნიორობა გახდა. 

 


2013 წელს აღნიშნულმა ორმა ბრენდმა ტეკილას ბრენდი DeLeon შეიძინეს. მისი სიმდიდრის ძირითადი წილი ბრენდ Cîroc-დან იყო, თუმცა გარიგება ოფიციალურად 2024 წლის იანვარში დასრულდა. ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, რეპერი ყოველწლიურად Cîroc-დან 60 მილიონ დოლარზე მეტის მოგებას ნახულობდა.

რეპერის შემოსავლის დიდი წყარო Bad Boy Records-დან მოდის, მისი ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღწევდა. ამასთანავე, ჯერ კიდე 2013 წელს Forbes-ი წერდა, რომ მისი ქონება 200 მილიონ დოლარს აჭარბებდა, რაც მეტწილად AQUAhydrate Water-ში მისი წილის წყალობით იყო.

რეპერი იკავებდა Revolt TV-ის თავმჯდომარის თანამდებობასაც და პოზიცია 2023 წლის ბოლოს, მას შემდეგ დატოვა, რაც მის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის შესახებ სამი სარჩელი შეიტანეს.

P. Diddy ასევე ფლობს შონ ჯონის ტანსაცმლის ეტიკეტს, რომელმაც 2016 წელს გაყიდვებიდან 450 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. მან იმავე წელს ბრენდის 90% გაყიდა.

ცნობისთვის, ბოლო წლების განმავლობაში, რეპერი არაერთ სკანდალში გაეხვა, მათ შორის მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მთელი რიგი სასამართლო პროცესები. 2024 წლის სექტემბერში P. Diddy დააკავეს. ის სექსუალურ ტრეფიკინგში, ძალადობასა და ხალხის პროსტიტუციაში ჩართვაშია ბრალდებული.

წყარო: bpn.ge

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
შსს ფლანგვა
შსს კვების მომსახურებას კორუფციის რისკის შემცველი გზით ყიდულობს -"ფლანგვის დეტექტორი"

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წლებია, კვების მომსახურებას გამარტივებული შესყიდვების გზით ყიდულობს, ამის მიზეზად კი შსს-ს მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდ...

პოლიტიკა 39 წუთის წინ

სანქცია
EU-ს ელჩები, უნგრეთთან შეთანხმების შემდეგ, რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები, უნგრეთის დათანხმების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Европейская правда ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წ...

რუსეთ-უკრაინის ომი 56 წუთის წინ

პესკოვი
„პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი კრემლში მიიღო“ - პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი  - აცხადებს პუტინის პრესსპიკერი პესკოვი. მისი ცნობით, შეხვედრა კრემლში ხუთშაბათს, გვიან საღამოს გაი...

რუსეთ-უკრაინის ომი 57 წუთის წინ

მარკო მიხელსონი
„მხოლოდ რუსული იმპერიალიზმის სტრატეგიული დამარცხება პოტენციურად გადაგვარჩენს „მესამე მსოფლიო ომისგან“ - მიხელსონი

მხოლოდ რუსული იმპერიალიზმის სტრატეგიული დამარცხება პოტენციურად გადაგვარჩენს „მესამე მსოფლიო ომისგან“- ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი სოციალურ...

რუსეთ-უკრაინის ომი 10:07

რუსული დაჯგუფების მეთაურ
რუსული დაჯგუფების მეთაურს, 2014 წელს უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის, ფინეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ფინეთის სასამართლომ რუს ვოისლავ ტორდენს (იან პეტროვსკი), 2014 წელს უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენისთვის, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მისი ადვოკატის, ნატალია მალგინას მტკიცებით, "განაჩენი პოლიტი...

რუსეთ-უკრაინის ომი 9:54

სალომე ზურაბიშვილი2
“გადამწყვეტი ნაბიჯია კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობისკენ“- პრეზიდენტი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულებაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განცხადებას მიესალმება. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, “შეთანხმება სამშვიდობო ხელშეკრულ...

პოლიტიკა 9:46