„ფოტოზე რომ ახალგაზრდა, სასიამოვნო გარეგნობის ქალია, ანი ხუბეჯაშვილია, წარსულში ადამიანის უფლებებზე რომ შესტკიოდა გული, დღეს ჯალათად ქცეულა“
სოცმედია • 1742872284
ჟურნალისტი კატიე თუთბერიძე სოცქსელში წერს:
ფოტოზე რომ ახალგაზრდა, სასიამოვნო გარეგნობის ქალია, ანი ხუბეჯაშვილია, - მათე დევიძის საქმის პროკურორი, წარსულში ადამიანის უფლებებზე რომ შესტკიოდა გული, დღეს ჯალათად ქცეულა. ხუბეჯაშვილი კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის საქმის პროკურორიცაა.
იმდენად მშიშარაა, ერთხელ სასამართლოსთან კითხვები დავუსვი და გაიქცა, კამერას გაექცა. ძალიან კომიკური სცენა იყო, კიბეებზე ვსდიე და ხმას არ იღებდა, სრულ მდუმარებაში იყო. ასეთი რამ არცერთ პროკურორს არ უქნია აქამდე, ყოველშემთხვევაში ჩემს ჟურნალისტურ პრაქტიკაში, რადგან სამართლებრივი ტერმინებით ცდილობენ ხოლმე ჟურნალისტების დაბნევას, ე.წ. "მყარი არგუმენტებით" პოზიციის გამყარებას კამერის წინ. მაგრამ ამ ორი, უნიჭოდ და პოლიტიკური ნიშნით შეკერილი საქმის პროკურორს მედიასთან პირისპირ ურთიერთობის ეშინია, რადგან გულის სიღრმეში იცის, რომ მათეც და ოკმელაც უდანაშაულოები არიან.
დღეს მათეს პროცესზე უკადრებელი იკადრეს პოლიციელებმა. ამხელა მთასავით კაცი დგას და წუწუნებს, მათეს მოქნეული ჯოხი ხელში მომხვდა, მეტკინა, მაგრამ სამედიცინო დახმარება არ დამჭირვებიაო. ამ დროს განსასჯელის სკამზე ზის 20 წლის ბიჭი კეთილი თვალებით.
სულ გვახსოვდეს, რომ ციხეები სავსეა უდანაშაულო ხალხით. უდანაშაულოები არიან მზია ამაღლობელი, საბა სხვიტარიძე, რეზი კიკნაძე, გური მირცხულავა, გიორგი გორგაძე, ჯანო არჩაია, ანდრო ჭიჭინაძე, ვეფხია კასრაძე, ზვიად ცეცხლაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ონისე ცხადაძე, ირაკლი ქერაშვილი, ლუკა ჯაბუა და ყველა, 60-მდე ადამიანი, ვინც აქციებზე დადიოდა და აბსურდული ბრალდებით დააპატიმრეს, - მათ შორის გიორგი ახობაძე და ნიკა კაცია, რომლებსაც ნარკოდანაშაულზე მტკიცებულების გარეშე ედავებიან.
თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს!
ფოტოზე რომ ახალგაზრდა, სასიამოვნო გარეგნობის ქალია, ანი ხუბეჯაშვილია, - მათე დევიძის საქმის პროკურორი, წარსულში ადამიანის უფლებებზე რომ შესტკიოდა გული, დღეს ჯალათად ქცეულა. ხუბეჯაშვილი კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის საქმის პროკურორიცაა. იმდენად მშიშარაა, ერთხელ სასამართლოსთან კითხვები დავუსვი და გაიქცა, კამერას გაექცა. ძალიან კომიკური სცენა იყო, კიბეებზე ვსდიე და ხმას არ იღებდა, სრულ მდუმარებაში იყო. ასეთი რამ არცერთ პროკურორს არ უქნია აქამდე, ყოველშემთხვევაში ჩემს ჟურნალისტურ პრაქტიკაში, რადგან სამართლებრივი ტერმინებით ცდილობენ ხოლმე ჟურნალისტების დაბნევას, ე.წ. "მყარი არგუმენტებით" პოზიციის გამყარებას კამერის წინ. მაგრამ ამ ორი, უნიჭოდ და პოლიტიკური ნიშნით შეკერილი საქმის პროკურორს მედიასთან პირისპირ ურთიერთობის ეშინია, რადგან გულის სიღრმეში იცის, რომ მათეც და ოკმელაც უდანაშაულოები არიან. დღეს მათეს პროცესზე უკადრებელი იკადრეს პოლიციელებმა. ამხელა მთასავით კაცი დგას და წუწუნებს, მათეს მოქნეული ჯოხი ხელში მომხვდა, მეტკინა, მაგრამ სამედიცინო დახმარება არ დამჭირვებიაო. ამ დროს განსასჯელის სკამზე ზის 20 წლის ბიჭი კეთილი თვალებით. სულ გვახსოვდეს, რომ ციხეები სავსეა უდანაშაულო ხალხით. უდანაშაულოები არიან მზია ამაღლობელი, საბა სხვიტარიძე, რეზი კიკნაძე, გური მირცხულავა, გიორგი გორგაძე, ჯანო არჩაია, ანდრო ჭიჭინაძე, ვეფხია კასრაძე, ზვიად ცეცხლაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ონისე ცხადაძე, ირაკლი ქერაშვილი, ლუკა ჯაბუა და ყველა, 60-მდე ადამიანი, ვინც აქციებზე დადიოდა და აბსურდული ბრალდებით დააპატიმრეს, - მათ შორის გიორგი ახობაძე და ნიკა კაცია, რომლებსაც ნარკოდანაშაულზე მტკიცებულების გარეშე ედავებიან. თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს!
"მეუფე შიო როცა დაასახელა, დაიბარა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პატრიარქმა. არაფორმალური მმართველი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში. ჩამოწერილი 5 თემა იყოო. როცა მოდიოდა ყოფილი...
საზოგადოება • 1776401796
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პეტერ მადიარმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეეში...
პოლიტიკა • 1776399699
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის ცის გარკვეული მონაკვეთის დაკორექტირება რომ მოხდა, ამაში პრობლემა არაფერია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სა...
პოლიტიკა • 1776398675
„ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფალი, რა თქმა უნდა, ამას წყვეტს მოსახლეობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით...
პოლიტიკა • 1776398624
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მშვიდობას მოაქვს, რომლის დასაცავად ხელისუფლება კვლავ მზადაა. ამის შესახებ მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გა...
პოლიტიკა • 1776398354
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სიახლე არ არის ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის” ერთ-ერთი ლიდერ...
პოლიტიკა • 1776398301












