1741939048
ვიდეო: „მაია ჭუჭულაშვილი მთელი გადაცემის მანძილზე ცდილობს, რომ დაარწმუნოს მაყურებელი, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და ზოგიერთი უმადური ბიზნესმენი ამას ვერ ხედავს“
სოცმედია • 5 თებერვალი 7:00
თამარ ჩერგოლეიშვილი სოცქსელში ძველ ნიუსს აქ ვეყნებს და წერს:
ეს 2011 წელია.
ტელემედიაში "ცხოვრება მშვენიერია"
ოღონდ მე უკვე ვხედავ, რომ ვაგებთ და ტელევიზიების დისკუსიებისთვის გახსნას ვითხოვ
იაგოსგან იწერო, გირჩელები დამდევენ და მართლები ხართ ყლენო! - ადეიშვილის უწყებაში ვაკითხავდი ხოლმე იაგოს, იქ მუშაობდა კლერკად ნაცების დროს და მაწერინებდა სტატიებს
“ჩიპმებრძოლთა” წინააღმდეგ მარტოდ დარჩენილი ხელისუფლება თავს მოდერნიზაციის ერთადერთ ლოკომოტივად გრძნობს. მის აროგანტულობას გარკვეულწილად ესეც ასაზრდოებს. უპასუხისმგებლო და მხდალ ძალებთან საუბარს უაზრობად მიიჩნევს. თვლის, რომ ამაზე დროის კარგვა მოწინააღმდეგის მიერ გაუბედაობად და სისუსტედ იქნება აღქმული. ამიტომ კავალერული შეტევებით ცდილობს რეფორმების გატანას. ხოლო ის სივრცე, რაც ნორმალურ პირობებში დისკუსიას უნდა ეკავოს, ასეთ პირობებში სანახაობით და რეკლამითაა შევსებული, რომლის მიზანი არა რაციონალური მსჯელობა, არამედ დადებითი ემოციების გამოწვევაა.
ემოციურმა ინჟინერიამ, მოკლევადიანი სარგებელი, ცხადია, შეიძლება მოიტანოს, მაგრამ იდეათა ომს ასე ვერ მოიგებ. უფრო მეტიც, ტენდენცია, რომელიც პოლიტიკას რეკლამად აქცევს, უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო იმ ფასეულობებისთვის, რომელთა სადარაჯოზეც ვდგავართ.
რასაკვირველია, რეკლამას და მარკეტინგს, თავისი წვლილი შეაქვს კონკრეტული ამოცანების გადაჭრაში. მაგრამ ერთიც და მეორეც ადამიანის სურვილებზე და ემოციებზეა მიმართული. დემოკრატია კი გონებას და ინფორმირებულ მოქალაქეს ემყარება და არა – გრძნობებს.
ამასთანავე, გადაჭარბებული იქნებოდა მტკიცება, რომ თუ პოლიტიკური ლიდერი გადაწყვეტილებას რაციონალურად განმარტავს, ყველა ყველაფერს შეიგნებს და წინააღმდეგობა აღარ შეხვდება. რეალურად ყოველთვის იარსებებენ ჯგუფები, რომლებსაც პრაგმატული, იდეოლოგიური თუ პატივმოყვარეობიდან გამომდინარე მოტივებით მისი გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილებთ და შეიძლება გააფთრებული წინააღმდეგობაც გასწიონ. სიცხადე პირველ რიგში იდეური მხარდამჭერის გასამხნევებლად და მიუმხრობელი ამომრჩევლის დასარწმუნებლადაა საჭირო.
სინამდვილეს რომ თვალი გავუსწოროთ, დავინახავთ, რომ ანტილიბერალური ძალები გაუცნობიერებლად არ მოქმედებენ. მათ საკუთარი სიმართლის რწმენა და კონკრეტული იდეა ამოძრავებთ – მართალია ბნელი, მაგრამ ნათლად დასახული მიზნის მისაღწევად იბრძვიან.
ამ ბრძოლაში თავისუფლების ბედი წყდება.
ამას თუ გავითვალისწინებთ, ნათელი ხდება, რომ გართობასა და ემოციაზე ყურადღების გადატანის პრაგმატული პოლიტიკა, მთელი მისი მაკიაველური ეშმაკობით, გულუბრყვილოა – იდეით მოტივირებულ ადამიანს, სანახაობა ვერც შეხედულებას შეაცვლევინებს და ვერც მუხტს გაუნელებს.
ეს იმიტომ, რომ იდეის ჩანაცვლება მხოლოდ სხვა იდეას შეუძლია. ფასეულობების ომში გამარჯვების აუცილებელი წინაპირობა მოწინააღმდეგეზე მორალური უპირატესობის მოპოვებაა, რისთვისაც საჭიროა ცხადი გახადო, თუ რას და რისგან იცავ, ვის და რისთვის ებრძვი და ამის გარშემო მოახდინო საზოგადოების კრიტიკული მასის კონსოლიდაცია.
ამ მიზანს იდეით მოტივირებული და საკუთარ ძალებში დარწმუნებული ადამიანები აღწევენ და არა ფლუგერები, რომლებიც იქით იხრებიან, საითკენაც კონიუნქტურის სიო უბერავს. პოპულარობას დახარბებული
პოლიტიკოსი, რომელიც კრიტიკულ ვითარებაში, დინების წინააღმდეგ წასვლას გაურბის, ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს ვერ დაიკავებს.
პოლიტიკოსები არჩევნებს იგებენ, ან აგებენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს შედეგი მოაქვთ – წარმატების განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ფაქტორი საზოგადოების დარწმუნების უნარია. თუ ამას შეძლებ, ნებისმიერ სიძნელეს ხალხი იმედით შეხედავს. ფრანკლინ დელანო რუზველტი ზედიზედ სამჯერ აირჩიეს პრეზიდენტად, მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობამ ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია. უფროს ბუშს ამის ნახევარიც არ აპატიეს, რადგან დაკარგეს იმის რწმენა, რომ ლიდერს ესმის ამომრჩევლის, ხედავს პრობლემებს, აქვს მათი გადაჭრის ხედვა და გააჩნია ნება – ყველა დაბრკოლების მიუხედავად, გეგმა ბოლომდე განახორციელოს".
"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წლებია, კვების მომსახურებას გამარტივებული შესყიდვების გზით ყიდულობს, ამის მიზეზად კი შსს-ს მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდ...
პოლიტიკა • 52 წუთის წინ
ევროკავშირის ელჩები, უნგრეთის დათანხმების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Европейская правда ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 10:13
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი - აცხადებს პუტინის პრესსპიკერი პესკოვი. მისი ცნობით, შეხვედრა კრემლში ხუთშაბათს, გვიან საღამოს გაი...
რუსეთ-უკრაინის ომი • 10:12
მხოლოდ რუსული იმპერიალიზმის სტრატეგიული დამარცხება პოტენციურად გადაგვარჩენს „მესამე მსოფლიო ომისგან“- ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი სოციალურ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 10:07
ფინეთის სასამართლომ რუს ვოისლავ ტორდენს (იან პეტროვსკი), 2014 წელს უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენისთვის, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მისი ადვოკატის, ნატალია მალგინას მტკიცებით, "განაჩენი პოლიტი...
რუსეთ-უკრაინის ომი • 9:54
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განცხადებას მიესალმება. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, “შეთანხმება სამშვიდობო ხელშეკრულ...
პოლიტიკა • 9:46
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა