ილია: "რაც კარგი ექნას რუსისა შტიკსა – ღმერთმა იმ რუსსვე ასკეცად მისცეს"
სოცმედია • 1386755760
"ნიუპოსტის" მკითხველმა შემდეგი მსალა მოგვაწოდა, რასაც უცვლელად გთავაზობთ:
"ამ პოსტს არ დავწერდი, ჩვენს ქვეყანაში ასე მომრავლებულნი რომ არ იყვნენ რუსეთუმეები.
თქვენს სააგენტოში გავეცანი მასალას, სადაც ჩვენი ქვეყნის უპირველესი მტრის და ამომგდების ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინის სიტყვები ამოვიკითხე, სადაც ეს უხსენებელი „რუსული კულტურის განვითარებაში ილია ჭავჭავაძის ღვაწლზე“ საუბრობს:"ილია ჭავჭავაძემ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა რუსული კულტურის განვითარებაში, მეგობრობისა და კეთილმეზობლობის იმ დიდებული ტრადიციების შენახვა-გამდიდრებაში, რომლებიც საუკუნეებია, აკავშირებს ჩვენს ხალხებს..
მნიშვნელოვანია, რომ ქართველებისა და რუსების დღევანდელი თაობა პატივს მიაგებს წინაპართა ხსოვნას, და ბევრი რამ კეთდება ჩვენს შორის გულწრფელი, ნდობით განმსჭვალული ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად, რაც ხელს უწყობს სახალხო დიპლომატიის განვითარებას."
საოცარი ცინიზმია დამბომბველი "კეთილმეზობლისგან"...
ცხადია, დაიწყებს მავანი საუბარს - ნახე, როგორ უყვარს პუტინს ქართველებიო (ეტყობა მავთულხლართებსაც სიყვარულით აბამს), ქართული კულტურა ზეპირად იცისო...
ბევრ არგუმენტს არ მოვიყვან, პატარა ამონარიდია აკაკი ბაქრაძის ნაშრომიდან - XIX საუკუნე:
"ილია ჭავჭავაძემ მიხეილ ლერმონტოვის „მწირი“ თარგმნა. თარგმნისას მოულოდნელი რამ ჩაიდინა: ფინალი შეცვალა.
რუსული „მწირი“ ასე მთავრდება:
«И божья благодать сошла
На Грузию! Она цвела
С тех пор в тени своих садов,
Не опясаяся врягов,
За гранью дружеских штыков»
ქართულის უკანასკნელი სტრიქონები კი ასეთია:
„მას აქეთ, რაცა კურთხევა ღვთისა
მიეცა ტანჯულს ივერიის ერს,
რაც კარგი ექნას რუსისა შტიკსა –
ღმერთმა იმ რუსსვე ასკეცად მისცეს“.
ეს არ იყო „პოეტური თავხედობა“. ეს იყო ქართული სამეფო კარის მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკის უარყოფაც, რუსეთის იმედის გაცრუების აღიარებაც და XIX საუკუნეში შექმნილი ვითარების შეფასებაც," - წერს ბატონი აკაკი ბაქრაძე.
ცარისტულმა რუსეთმა დაგვიპყრო, კომუნისტურმა - დაგვიპყრო, პოსტკომუნისტურ-ვითომდემოკრატიულმა - ტერიტორიები წაგვართვა და ჩვენ მაინც... როდის მოვეგებით გონს ქართველები?..
ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, 8 ოქტომბერს, მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია — „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ”. ხუთი პო...
პოლიტიკა • 1791484975
ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა ქართული წარმოშობის ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. დაჯილდოებისას ჰერცოგმა შოთა მუსაევის სახელზე გაამახვილა ყურადღება. „მათთვის,...
მსოფლიო • 1791479273
საბერძნეთში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 7 ოქტომბერს აკროპოლისის ფონზე ევროპისადმი მიმართვა გაავრცელა:მთელ მსოფლიოში უამრავი დიადი ნანგრევია. უმეტესწილად, ეს ისეთი ადგილებია,...
მსოფლიო • 1791474039
რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური („როსპოტრებნადზორი“) აცხადებს, რომ ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომლის საეჭვო ვ...
მსოფლიო • 1791470502
სესხის არჩევისას ყურადღება მხოლოდ თანხის მოცულობას, საპროცენტო განაკვეთსა და დაფარვის ვადას არ უნდა მიაქციოთ. მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, თუ რა ვალუტაში იღებთ დაფინანსებას და რამდენად შეესაბამება ეს...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791469984
უცხოურ ვალუტაში ხარჯები შეიძლება დაკავშირებული იყოს მოგზაურობასთან, სწავლასთან, საერთაშორისო შენაძენებთან, ბიზნეს საქმიანობასთან ან სხვა ყოველდღიურ საჭიროებებთან. თუ შემოსავალს ლარში იღებთ, ხოლო გარკვ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791469140









