კახა კალაძე გარევაჭრობის საკითხზე: როგორ ფიქრობთ, ბაზრობის შიგნით მომუშავე ადამიანები დალხენილები არიან?!

პოლიტიკა 24/2/2022 • 7:10

კალაძე

გარემოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიაზე გადაყვანის შემდეგ, თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას სხვა მოვაჭრეების მსგავსად, კანონით ნებადართულ სივრცეში, ცივილური ფორმით განაგრძობენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გარევაჭრობის აკრძალვის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, კანონდარღვევასა და მოსახლეობისთვის დისკომფორტის შექმნას მუნიციპალიტეტი არ დაუშვებს, გარემოვაჭრეებს კი მუნიციპალიტეტის თუ ბაზრობის ადმინისტრაციის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება.

„მინდა, შევეხო გარე ვაჭრობის თემას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ კონკრეტულ სივრცეებში, სადაც ვაჭრობა დაშვებული არ არის, ეკონომიკური საქმიანობის წარმოება მოხდეს. ასეთი ფაქტი გვქონდა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ბევრი წერილი მოდიოდა მოქალაქეების მხრიდან, რომ იმ ტერიტორიაზე გავლა შეუძლებელი იყო. პარალელურად, დავიწყეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოება, რომლის შედეგად, საფეხმავლო გზები მთლიანად მოწესრიგდება. მოეწყობა ჯებირები, რომ ფეხით გავლა უსაფრთხო იყოს. რაც შეეხება  გარემოვაჭრეებს,  რომელთაც ტროტუარები ჰქონდათ დაკავებული, მოხდა მათი გადაყვანა ბაზრობის ტერიტორიაზე. არ იფიქროთ, რომ ჩვენ არ გვესმოდეს და არ ვხედავდეთ გაჭირვებას, იმ სოციალურ პრობლემებს, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს ქვეყანაში. ძალიან კარგად მესმის ყველას მდგომარეობა, ყველაფერს ვითვალისწინებ, მაგრამ გარევაჭრობა დაუშვებელია, რადგან დიდ დისკომფორტს უქმნის სხვა მოქალაქეებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაუშვებელია, ყველა სახის პროდუქცია ერთად, გარე სივრცეში იყიდებოდეს.

„არავინ გიშლით ამ საქმიანობას, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს ცივილურ ფორმაში. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბაზრობის შიგნით მომუშავე ადამიანები დალხენილები არიან?! მათ არ უჭირთ?! ტყუილად დგანან ყოველდღიურად იმისთვის, რომ ლუკმაპური შეიტანონ ოჯახებში?! რა თქმა უნდა, მათაც უჭირთ, მაგრამ კანონმორჩილი ადამიანები არიან. კარგად ესმით, რომ არ შეიძლება გარეთ ვაჭრობა და ყველაფერი ერთად იყიდებოდეს - ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები - ყველი,  ხორცი. ეს ნორმალურია?! ამიტომ, ეს ვერ იქნება დაშვებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ბაზრობის ადმინისტრაციას თანამშრომლობისა და გარემოვაჭრეების სათანადო პირობებით უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბაზრობის დირექციას მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რათა მოგვცეს შესაძლებლობა, გარე მოვაჭრეებისთვის გამოყოფილიყო შესაბამისი სივრცე და მათ ნორმალურ პირობებში მუშაობა შესძლებოდათ. მათ აქვთ საშუალება, თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა ბაზრობის ტერიტორიაზე, ყოველგვარი პრობლემის გარეშე განაგრძონ. ასე რომ, ეს დამოკიდებულება იქნება ყველგან. სივრცეებში, სადაც აკრძალულია გარევაჭრობა, ამას ვერ დავუშვებთ. წესრიგი მნიშვნელოვანია. ჩვენ ჩვენი საქმიანობით სხვას ხელი არ უნდა შევუშალოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
„თუ კიდევ ვერ ხვდებით სად ვცხოვრობთ, იდიოტები ხართ თუ ხვდებით და გკიდიათ, მოგიტ&ანთ რაშისტული სული“ - ზურა ჯაფარიძე

ზურა გირჩი ჯაფარიძე სოცქსელში წერს: რამდენი შემთხვევა იცით ადამიანი დაეკავებინოთ, ‘კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება’ ‘ეპოვნოთ’ და მეორე დღეს გამოეშვათ?თუ კიდევ ვერ ხვდებით სად ვცხოვრობთ, იდიოტები ხართთუ...

სოცმედია 29 მარტი 18:18

სოზარ სუბარი
ვიდეო: როგორ გადაიქცა სოზარ სუბარის ფარმაცევტი ცოლისძმა დეველოპერად

ვინ აშენებს თბილისში საცხოვრებელ კომპლექსს და ვილების დასახლებას და აქვს თუ არა კავშირი სოზარ სუბარს მისი ფარმაცევტი ცოლის ძმის სახელზე რეგისტრირებულ ბიზნესთან? თემის მოკვლევას "შაბათის ეთერი" დიღომში...

პოლიტიკა 29 მარტი 18:16

ნადიმ ხმალაძე
„მეც გამაშიშვლეს“ - ნადიმ ხმალაძე

ნადიმ ხმალაძე სოცქსელში წერს: თქმა სირცხვილი არ არის ! მე არ ვიცოდი თუ ეს არაკანონიერი იყო. მეც გამაშიშვლეს როცა დამაკავეს მარტის აქციებზე!

სოცმედია 29 მარტი 17:04

ბაია პატარაია
,,ტურტყლიან, ლოთ ქოცებს გადაეცით, რომ თავად არიან ბიძინას @@ღნერის ჭამაზე შესმული ნეხვის ჭიები“ – ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია: ,,ტურტყლიან, ლოთ ქოცებს გადაეცით, რომ თავად არიან ბიძინას ძღნერის ჭამაზე შესმული ნეხვის ჭიები. ელენეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები დააქვს თან, რომლის დალევის ს...

სოცმედია 29 მარტი 16:58

მოსამართლე დამალული სკანდალური წარსულით
მოსამართლე დამალული სკანდალური წარსულით - ჟურნალისტური გამოძიება

სინდისის პატიმრების მოსამართლის,  ირაკლი შვანგირაძის  სკანდალური წარსული - ინფორმირებული ადამიანი "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდს 2019 წელს ვანში მომხდარი ფაქტის შესახებ აწვდის ინფორმაციას...

პოლიტიკა 29 მარტი 16:55

გვარამია
„არც სასამართლო, არც რამე საფუძვლის მითითება. უბრალოდ, კარი გაუღეს და გადი აქედანო, უთხრეს” – გვარამია ხოშტარიას გათავისუფლებაზე

ნიკა გვარამია ელენე ხოშტარიას მოულოდნელ გათავისუფლებას ეხმურება: ,,ამ წუთას ელენე გამოუშვეს იზოლატორიდან. არც სასამართლო, არც რამე საფუძვლის მითითება. უბრალოდ, კარი გაუღეს და გადი აქედანო, უთხრეს”

პოლიტიკა 29 მარტი 16:49